Batumelebi | ბიუჯეტის გაუმჭვირვალე 15 პროცენტი ბიუჯეტის გაუმჭვირვალე 15 პროცენტი – Batumelebi
RU | GE  

ბიუჯეტის გაუმჭვირვალე 15 პროცენტი

4083

ავტორი: ირმა ზოიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხაზინა ერთადერთი თვითმმართველი ორგანოა, რომელიც გამონაკლისის სახით (როგორც ავტონომიური რესპუბლიკა) საშემოსავლო გადასახადით ივსება. ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარაში მომუშავე ადამიანების მიერ ხელფასზე ჩამოჭრილი 20 პროცენტი პირდაპირ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ირიცხება. უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები ბიუჯეტის პროექტის ავტორს მეტი გამჭვირვალობისკენ მიუთითებენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის ბიუჯეტი 98 მილიონია. ამ თანხის დაახლოებით 15 პროცენტი გაწერილია მუხლში – „სხვადასხვა“, რაც არ მოითხოვს კონკრეტულ განმარტებას, თუ რას მოხმარდება თანხა. ამ პროექტის ავტორები არ განმარტავენ, რაში აპირებენ 14 მილიონ 700 ათასი ლარის დახარჯვას.

„ქრისტიან დემოკრატი“ დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ ეს მუხლი ბიუჯეტის „წაკითხვას“ შეუძლებელს ხდის. ფინანსთა მინისტრის, ვაჟა ბოლქვაძის თქმით, მათ უფლება აქვთ, ეს თანხა საკანონმდებლო ორგანოსთან შეუთანხმებლად განკარგონ. ვაჟა ბოლქვაძე ფრაქციის წევრებს დაჰპირდა, რომ ისინი ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რას მოხმარდა 14 მილიონზე მეტი ლარი, თანხის დახარჯვის შემდეგ მიიღებენ.

ნუგზარ ფუტკარაძე: „როგორ უნდა მივცე ამ მუხლის დამტკიცებას ხმა, თუ არ მეცოდინება რაში უნდა დაიხარჯოს ამდენი მილიონი? ეს თანხა იმიტომაც გაიწერა სხვადასხვაში, რომ ქვეყანაში მიჩვეულნი არიან გადაწყვეტილების სპონტანურად მიღებას. ეს ადვილია მაშინ, როცა ასეთ მუხლებში გაწერ თანხას“.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კანონი თუ არ უზღუდავს მუხლში – „სხვადასხვა“ განუსაზღვრელი რაოდენობის თანხა გაატაროს, არც იმას ავალდებულებს, რომ თავიდანვე გარკვეული იყოს ეს თანხა კონკრეტულად რას მოხმარდება. ოპოზიციონერები პრობლემას თავად კანონში ხედავენ: „ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონი სამართლიანია. არ შეიძლება მთლიანი ბიუჯეტის 15 პროცენტი ახსნა-განმარტების გარეშე მტკიცდებოდეს. ხვალ რომ მოინდომონ და ბიუჯეტის 50 პროცენტი გაწერონ „სხვადასხვაში“, ამ შემთხვევაშიც არ ექნებათ ვალდებულება, რამე ახსნან“.

ყველაზე დიდი თანხა „სხვადასხვაში“ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უწერია. „ქრისტიან-დემოკრატების“ თქმით, „სხვადასხვაში“ გაწერილი თანხა მომღერლების ჰონორარებს, კონცერტებსა და გართობას უპრობლემოდ მოხმარდება. ფრაქციის თავმჯდომარის ნიაზ ზოსიძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი მხოლოდ „თვალსასეირო“ სანახაობების მოყვარულებს თუ გაახარებს. სამინისტროს გასულ წელთან შედარებით ათი მილიონით უმცირდება დაფინანსება და ის 28 მილიონ ლარამდეა. აქედან „სხვადასხვაში~ 6 მილიონზე მეტი ლარია გაწერილი. თანხის შემცირების მიუხედავად, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხელფასების გაზრდას მაინც გეგმავს.

„ქრისტიან-დემოკრატები“ აპროტესტებენ იმ უწყებს დაფინანსებასაც, რომელიც სამართლებრივი სივრციდან ამოვარდნილია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი უკვე წლებია, რაც კანონის საწინააღმდეგო სტატუსით მუშაობს (საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს სახელმწიფო ტელევიზიის არსებობას). ამის მიუხედავად, ამ ტელევიზიის დაფინანსება კვლავ გრძელდება. ბიუჯეტიდან მხოლოდ სატელიტური მაუწყებლობისთვის 5 მილიონზე მეტი ლარი იხარჯება. ცალკე ხარჯია გაწერილი ბიუჯეტში თავად ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის. წელს ტელევიზიას მილიონ ას სამოცი ათას ლარს აძლევენ.

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ერთობლივად 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ტელევიზიის ადმინისტრაციას უკვე წლებია უხერხულობას არ უქმნის ის, რომ მუხლში – „მომუშავეთა რიცხოვნობა“ 45 ადამიანი ჩაწეროს და მხოლოდ ამ ადამიანების ჯამაგირისთვის 653 ათასი ლარი მოითხოვოს. შტატიან თანამშრომლებს (45 კაცს) ამავე ბიუჯეტით წელს ხელფასები 66 ათასი ლარით გაეზარდათ, მომავალი წლიდან კი კიდევ 40 ათასი ლარით მეტი თანხაა გათვალისწინებული ადმინისტრაციის ჯამაგირისთვის.

უმცირესობაში მყოფი დეპუტატები აპროტესტებენ აგრეთვე უმაღლესი საბჭოს მხრიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დაფინანსების არაპროპორციულობას. ნუგზარ ფუტკარაძე: „რატომ უნდა მისცე, მაგალითად, ქობულეთს 11 მილიონი და ხელვაჩაურს მხოლოდ მილიონი? სად არის ლოგიკა, სანამდე შეიძლება ვიღაცის განწყობასა და სიმპათია-ანტიპათიაზე იყოს დამოკიდებული, ვინ რამდენ თანხას მიიღებს?“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გასულ წელს 120 პროცენტით შეივსო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ვაჟა ბოლქვაძის თქმით, გასულ წელს აჭარაში, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში, ეკონომიკის 6-პროცენტიანი ზრდა იყო. ამან ახალი სამუშაო ადგილებიც გააჩინა. რეგიონში დასაქმებული ადამიანების საშემოსავლო გადასახადმა გაზარდა აჭარის ბიუჯეტიც. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მომავალ წელსაც დაახლოებით ასეთივე მატება უნდა იყოს, თუმცა ეს 2012 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადებში არ აისახება. უფრო პირიქით, გასულ წელთან შედარებით, წელს, აჭარის ბიუჯეტმა მილიონი ლარით დაიკლო.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ფრაქციის წევრები იმასაც საყვედურობენ, რომ ისინი ბიუჯეტს შეგნებულად ნაკლები თანხით ამტკიცებენ, შემდეგ, წლის განმავლობაში, რამდენჯერმე რომ შეცვალონ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge