ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი მხოლოდ შემოწმების მიზნით იყო დაკავებული და ამ დროსთვის იგი თავისუფალია . აცხადებს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი
დაკავებულის ადვოკატის , ლადო მაჭარაშვილის განცხადებით , ვალერი ლევინს, რომელიც თბილისის აეროპორტში დღეს ჩამოფრინდა, ამ დრომდე ვერ პოულობენ. Continue reading “ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი აეროპორტიდან გაუჩინარდა”
ბიძინა ივანიშვილი : „ჩემი მიზანი ტემპერატურის დარეგულირებაა”
„მე და ჩემი გუნდი მომავალში ვაპირებთ ,გავაღრმაოთ ურთიერთობა აშშ-სთან. მადლიერი ვარ მისი თანადგომის. მადლიერი ვარ ასევე ევროპის და პრინციპული პოზიცია იქნება, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროსტრუქტურებთან. კარგად ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია მყისიერად დავიწყოთ ურთიერთობა რუსეთთან.
მოგეხსენებათ, საზოგადოებაში ტემპერატურა დღეს ძალიან მაღალია, ჩემი განცახადების შემდეგ. ჩემი მიზანია, ტემპერატურის დარეგულირება, რომ არ მოხდეს ხალხის ქუჩაში გამოსვლა. ჩვენი მიზანია, როგორმე ყველაფერი დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში და მხოლოდ არჩევნების გზით მოვახდინოთ მოქმედი ხელისუფლების ჩამოცილება”, Continue reading “ბიძინა ივანიშვილი : „ჩემი მიზანი ტემპერატურის დარეგულირებაა””
ბიძინა ივანიშვილი – მიზიდულობის ახალი ცენტრი ქართულ პოლიტიკაში?
ავტორი: ნათია ზოიძე
ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან
– ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის წინმსწრები განცხადება უკვე შეაფასეს. პოლიტიკოსების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი იყო. რას ფიქრობთ, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლება ლოგიკური და მოსალოდნელი შედეგია?
– თავისთავად ცხადია, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლის არავითარი ლოგიკური აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, ხშირად ხდება ეს.
დღეს საქართველოში ამ ორ სფეროს შორის ზედმეტად მაღალი ხარისხის ბმაა. უფრო მეტიც: ხშირად გვიჭირს საზღვარი გავავლოთ პოლიტიკასა და ბიზნესს, პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს შორის. არადა, ქვეყანა სტაბილურად და თანამიმდევრულად ვითარდება მაშინ, როდესაც ეს ზღვარი არსებობს. ნორმალურია, როდესაც ბიზნესს პოლიტიკური ლობი ჰყავს, მაგრამ არანორმალურია, როდესაც ბიზნესმენი იძულებულია, თავად ჩაერთოს აქტიურ პოლიტიკაში, რადგან სხვანაირად პოლიტიკოსების მადას თავს ვერ დააღწევს – ურჩევნია, საკუთარი პოლიტიკური პარტია არჩინოს, ვიდრე მუდმივად შანტაჟისა და უკანონო დაბეგვრების საფრთხის წინაშე იყოს.
Continue reading “ბიძინა ივანიშვილი – მიზიდულობის ახალი ცენტრი ქართულ პოლიტიკაში?”
ბიუჯეტის გაუმჭვირვალე 15 პროცენტი
ავტორი: ირმა ზოიძე
ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე პრეზიდენტმა შეიწყალა
ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ერთ-ერთია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იმ 66 პატიმარს შორის, რომლებმაც დღეს საპყრობილე დატოვეს. ინფორმაციას ბიზნესმენის გათავისუფლების შესახებ „ბათუმელებთან“ ანზორ ქოქოლაძის ნათესავები ადასტურებენ.
კომპანია „ელიტ ელექტრონიკსის“ დამფუძნებელი პატიმრობაში 2010 წლის აპროლიდან იმყოფება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ანზორ ქოქოლაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავებოდა: „(ქოქოლაძემ) 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგების საფუძველზე, თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას”. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ანზორ ქოქოლაძემ „თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორს დაკავებამდე ერთი კვირით ადრე ოფიციალური წერილით მიმართა და კომპანიის გაყიდული აქციების 55%-ის სამმაგ ფასად შესყიდვა შესთავაზა. ქოქოლაძის „ელიტ-ელექტრონიქსი“ “თიბისი ბანკს” საკუთრებაში, ხანგრძლივი სასამართლო დავების შემდეგ, 2010 წელს გადაეცა.
ბოლო თვის მანძილზე ანზორ ქოქოლაძემ ციხიდან ორი განცხადება გაავრცელა. დაკავებული ბიზნესმენი მის მფლობელობაში არსებული „ელიტ ელეკტრონიკსის“ აქციების 15 პროცენტის აუქციონის გზით აღსრულებას აპროტესტებდა და აღნიშნავდა, რომ „წილის გასხვისება ხორციელდება სრულიად უკანონო განაჩენის საფუძველზე“.
„მივიჩნევ, რომ ეს არის იმ არაკეთილსინდისიერი თაღლითური გეგმის გაგრძელება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული პროკურატურა, თიბისი ბანკი, მამუკა ხაზარაძე, შემოსავლების სამსახური, თბილისის მერი და სასამართლო სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებისა და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით.
ჩემი უფლებების და კერძო საკუთრების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვაგრძელებ დავას….“ – აღნიშნულ იყო ანზორ ქოქოლაძის განცხადებაში, რომელიც ბიზნესმენმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საშუალებით გაავრცელა.
ამავე თემაზე: ანზორ ქოქოლაძის საქმეზე დაკავებულ პირს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადება
სრული ტექსტი
„მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი , ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
Continue reading “ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადება”
ბიზნესის გაფართოება წილების გასხვისებით
ავტორი: ირმა ზოიძე
საქართველოში მეწარმეთა უმრავლესობა, მას შემდეგ, როცა ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტს, სახსრების მოსაძიებლად ბანკში მიდის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სესხები სახარბიელო პირობებით არ გაიცემა, ოფიციალური სტატისტიკითაც ჩანს, რომ ბევრი წვრილი თუ მსხვილი ბიზნესია ბანკებზე მიბმული. თუმცა არიან ბიზნესმენები, რომლებიც განსხვავებულ არჩევანს აკეთებენ. ისინი კერძო ინვესტორს ეძებენ და ამტკიცებენ, რომ დღეს მეწარმეებისთვის ეს ბაზარიც მეტ-ნაკლებად გაიხსნა.
ბიზნესი სტუდენტების ხარჯზე
ავტორი: ეკა ბარამიძე
შუახევის მუნიციპალიტეტში, დაბა ხიჭაურში, სადაც ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, წლების წინ საბჭოთა საჯარისო ნაწილი იყო განთავსებული. გასულ წელს აჭარის ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ბინების ნაწილი მოსახლეობას დაუკანონა.
ბზობა ბათუმში
ავტორი: ლელა დუმბაძე
[slideshow]
დღეს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ბზობის დღესასწაული აღნიშნა. ბზობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია და იგი იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლას გვაუწყებს. ბზობა აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს აღდგომას 15 აპრილს აღნიშნავს.

ბექა ჭელიძე საქართველოს ჩემპიონია
გუშინ თბილისში, არმიის სპორტული კლუბის დარბაზში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ. Continue reading “ბექა ჭელიძე საქართველოს ჩემპიონია”
ბერას „შიშის და ჩურჩულის დრო დასრულდა“
კლიპი სახელწოდებით „ქართული ოცნება“ უკვე „ფეისბუქზეა“ . დაანონსებული კლიპი საათნახევრის დაგვიანებით გავრცელდა. „ფეისბუქის“ მომხმარებელი ბერამ წინასწარ გააფრთხილა –„ახალი კლიპი – ქართული ოცნება – დღეს, საღამოს 8 საათზე!!! ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო ეს კლიპი ტელევიზიით არ გავა. მხოლოდ თქვენთვის, მხოლოდ ამ გვერდზე! ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა… “
[youtube https://www.youtube.com/watch?v=bhu5NL4jwKA&w=560&h=315]
ბერას მეგობარი DJ Rembo დააკავეს
ბიძინა ივანიშვილის შვილის, მომღერალ ბერას მეგობარი ლევან მდინარაძე სამართალდამცავებმა ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა–შენახვის გამო დააკავეს.
მის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ გააკეთა:
– “ლევან მდინარაძე 260–ე მუხლითაა დაკავებული ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა–შენახვის ფაქტთან დაკავშირებით.” გვენეტაძემ უარყო მომღერლის “ქართული ოცნების” მაისურების დარიგების გამო დაკავება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან მდინარაძე (DJ Rembo) მაისურების დარიგების გამო დააკავეს, ბერას ოფიციალურ ფეისბუქ– გვერდზე გავრცელდა.
”ლევან მდინარაძე (DJ Rembo) ქართული ოცნებისთვის დაიჭირეს! გუშინ საღამოს დააკავეს ჩემი და თქვენი მეგობარი, ცნობილი დიჯეი ლევან მდინარაძე (DJ Rembo). ის „ქართული ოცნების“ მაისურებს არიგებდა… ვერ შევჩერდებით, მთელი თაობა მოგვყვება!” – წერს ბერა ფეისბუქზე. ბერას პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამთა ასლამაზიშვილმა დაადასტურა ფაქტი, რომ ლევან მდინარაძე ბერასთან მეგობრობდა და გუშინ “ქართული ოცნების” მაისურებს არიგებდა, თუმცა მან განაცხადა, რომ მდინარაძის დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია.
DJ Rembo-ს და ფეისბუქზე წერს, რომ სამართალდამცავებმა მდინარაძის საცხოვრებელი გაჩხრიკეს, თუმცა არაფერი უპოვიათ.

ბენზინი ყველაზე ძვირი საქართველოშია
ავტორი: ნინო ნატროშვილი
„საქართველოში ბენზინის ფასი, მთელ მსოფლიოსთან შედარებით, ყველაზე მაღალია. მაგალითად, საქართველოში პრემიუმი 31 თეთრით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე – გერმანიაში და 42 თეთრით ძვირი, ვიდრე – პოლონეთში. „ბაზარი მონოპოლიურია. საწვავის საცალო ბაზარს კომპანია „სოკარი“ და „გალფი“ აკონტროლებს“, – ამ განცხადებას აიპ „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის“ ხელმძღვანელი ბექა კემულარია აკეთებს. Continue reading “ბენზინი ყველაზე ძვირი საქართველოშია”
ბატონო ნიკოლოზ, ყველა წაქცევა დაცემა როდია!
ამ წერილის დაწერა ჩემი და ჩემი სამსახურის – „დემოკრატიის ინსტიტუტის“, მიმართ სატელევიზიო გადაცემა „დიალოგში“ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მიერ გამოთქმულმა უსამართლო ბრალდებამ მაიძულა.
ბატონი ნიკოლოზის განცხადება, თითქოს დემოკრატიის ინსტიტუტმა და პირადად, მე, ერთ-ერთ მსჯავრდებული არასრულწლოვანი ილია ნარეკლიშვილი, რომელიც ახლა საზღვაო აკადემიის სტატუსშეჩერებული სტუდენტია, შუა გზაზე მივატოვეთ, არათუ უსაფუძვლო, ცოტა არ იყოს უხერხული და უპასუხისმგებლოა. რაც შეეხება შედეგს, რომელიც მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, მაინც არასახარბიელო იყო, ბატონმა ნიკოლოზმა მთლად თუ არა ნაწილობრივ მაინც საკუთარ თავზე უნდა აიღოს. თუ რატომ, ამის გასარკვევად ილიას მიერ „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ერთად განვლილ გზას გავიხსენებ. Continue reading “ბატონო ნიკოლოზ, ყველა წაქცევა დაცემა როდია!”
ბანკი – ადგილი, სადაც ცხოვრების ხალისი წაგიხდება
ავტორი: გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)
გაზეთის ამ ნომერში მოსაზრებას ადამიანის უფლებათა საკითხზე ვამზადებდი, მაგრამ სამუშაო პროცესში საკითხი შევცვალე, როცა დამწუხრებულმა მეგობარმა მითხრა: „ბანკიდან რომ გამოვედი, ცხოვრების ხალისი წამიხდა“.
Continue reading “ბანკი – ადგილი, სადაც ცხოვრების ხალისი წაგიხდება”
ბათუმში „აპოლო” ბრუნდება
ყოფილი კინოთეატრი „ინტერნაციონალი” განახლებული ფასადითა და თავდაპირველი სახელწოდებით – „აპოლო”, შესაძლოა ზაფხულის ბოლოს გაიხსნას. ამჟამად კინოთეატრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ელექტროთეატრი „აპოლო” (შემდგომში „ინტერნაციონალი”) გასული საუკუნის 20-იან წლებში აგებული მოდერნის სტილის შენობაა. შენობის ძველი ფასადიდან აქამდე კედლის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი იყო შერჩენილი. სარემონტო სამუშაოების დროს ეს ფრანგმენტი ჩამოშალეს, თუმცა ცნობილია, რომ „აპოლო” ზუსტად ისეთი სახით დაუბრუნდება ქალაქს, როგორიც 20 –ან წლებში იყო.
განახლებული „აპოლოს” მართვა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ იმ ჯგუფს მიანდო, რომელიც ამჟამად კინოთეატრ „რუსთაველს” მართავს და ბათუმში, თბილისის პარალელურად, გაიმართება პრემიერები და კინოჩვენებები.

ბათუმში ჯაზფესტივალი იწყება
[youtube https://www.youtube.com/watch?v=dULaRgBIZ9E&w=425&h=349] 19 ივლისს ბათუმში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიხსნება. ჯაზფესტივალს ბათუმში ამჯერად ოთხი სცენა დაეთმობა: პიაცაზე, ევროპის მოედანზე, ბულვარსა და კლუბ TAKE FIVE–ში.
Continue reading “ბათუმში ჯაზფესტივალი იწყება”
ბათუმში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს
ბათუმში ფოლკლორის XI ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს დელფინი“ მიმდინარეობს. წელს ფესტივალში მონაწილეობას 10 ქვეყნის 13 კოლექტივი, სულ 65 ანსამბლი და 623 შემსრულებელი იღებს.
[slideshow]
ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მერიის ხელშეწყობითა და საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ორგანიზებით იმართება.

ბათუმში სასტუმრო “ლონდონი” ჩამოინგრა
ავტორი:ნანა კვაჭაძე
[slideshow]
ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამ ადგილას რამდენიმე თვეა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „ლონდონი“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში „ლონდონი“ პირველი კლასის სასტუმროს წარმოადგენდა. ბათუმის ისტორიის მკვლევარის, თემურ კომახიძის ცნობით მისი მფლობელები იყვნენ გუგუშვილი და გაბელია.
„რენესანსულ-კლასიცისტურ სტილში შესრულებული ეს მძლავრი, მონუმენტური ნაგებობა გამოირჩევა მკაფიო ტექტონიკურობითა და მასშტაბურობით. მისი ადგილმდებარეობა და მხატვრული გადაწყვეტა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქგეგმარებით სტრუქტურასა და უბნის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში,“ – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათში, რომელიც 2004 წელსაა შედგენილი. აქვე მითითებულია რომ ძეგლი “ცუდ მდგომარეობაშია”.
[youtube=https://www.youtube.com/watch?v=62O0QYHI-jI&feature=youtu.be]

ბათუმში პარკირების საფასური ორმაგდება
„ბატონო ირაკლი, თქვენ მოკლე მეხსიერება გაქვთ”
ავტორი: ნათია ზოიძე
კრიტიკა ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა ამავე საკრებულოს თავჯდომარისგან გიორგი კირთაძისგან დაიმსახურა. შეფასება – „ბატონო ირაკლი თქვენ მოკლე მეხსიერება გაქვთ”, იმ კითხვებს მოჰყვა, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბათუმში პარკირების საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით დღეს სხდომაზე დასვა.
ბათუმის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით სარგებლობის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ტარიფების თანახმად, პარკინგით სარგებლობის ერთკვირიანი ბარათი 4-ის ნაცვლად 7 ლარი ეღირება, ერთწლიანის კი 40-ის ნაცვლად 80 ლარი. პარკინგის გაზრდილი საფასური ძალაში 10 თებერვლიდან შევა. „ავტომანქანის მეპატრონეს, რომელსაც ერთიანად 80 ლარი არა აქვს, მას შუძლია 6 თვის ფული გადაიხადოს 45 ლარი“– განმარტავს საკრებულოს თავჯდომარე გიორგი კირთაძე.
რამდენად არის ეს შეღავათი ძნელი გასაგებია, რადგანაც გამოდის, რომ მას ვისაც ფული არ აქვს, ჯამში 10 ლარით მეტი უნდა გადაიხადოს. კირთაძე ამ ფორმულირებას არ ეთანხმება: „აპრობირებულია, როცა მოკლე ვადიან მომსახურებას იღებ უფრო მეტს იხდი“.
რა იყო პარკირების ადგილების საფასურის გაზრდის მოტივი?
გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა დასახვეწი და ეს სფერო უნდა განვითარდეს, „მართალია ქალაქის ბიუჯეტიდან ამ პრობლემის მოსაგვარებლად 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ პარკირების საფასურის გაზრდითაც მივიღებთ დამატებით შემოსავლებს, რომელიც ისევ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაიხარჯება“.
სწორედ დამატებითი შემოსავლების გამჭირვალედ ხარჯვაში ეპარება ეჭვი რესპუბლიკელ ირაკლი ჩავლეიშვილს: „შეიძლება აიპის ხელმძღავნელმა 14 000 ლარიც კი დაინიშნოს ხელფასი, არ არსებობს გარანტია ამ თანხების გამჭირვალედ ხარჯვის და შესაძლებელია აიპის ანგარიშიდან თანხა არჩევნების დროს მმართველ პარტიის ანგარიშზეც აღმოჩნდეს“.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს შპს “ბათუმის პარკინგის” ხელმძღვანელად ზაზა ნაჭყებია დანიშნეს.
„ბათუმის პარკინგი“ კი ჯერ არ გაუქმებულა, ამიტომ ნაჭყებია ორივე ორგანიზაციას ერთდროულად უხელმძღვანელებს. მას ორ თანამდებობაზე ერთდრულად მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. რამდენიმე თვის განმავლობაში მას „ბათუმის პარკინგის და ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა მანამ ეკავა, სანამ ვიცე-მერს ავთანდილ დარჩიას ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე გადაიყვანდნენ.
დღესვე განისაზღვრა ტაქსების პარკირების ადგილები და ამ ადგილების საგებლობის საფასურიც. სპეციალურად ტაქსებისთვის 450-მდე ადგილი გამოიყო, პარკირების საფასური ტაქსის მძღოლებისთვის თვეში 30 ლარია.
სხდომაზე ასევე სხვადასხვა დაწესებულებებისთვის პარკირების ადგილების ნორმატიული საფასური დადგინდა. პარკინგის მოწყობისთვის დაწესებულებებმა წლის განმავლობაში ერთი კვადარტული მეტრის მიწის ნაკვეთზე 50 ლარი უნდა გადაიხადონ.
ბათუმისგან განსხვავებით დედაქალაქში წლის განმავლობაში პარკირების ადგილებით სარგებლობის საფასური მხოლოდ 40 ლარს შეადგენს. Continue reading “ბათუმში პარკირების საფასური ორმაგდება”
ბათუმში დილიდან კითხავენ “ქართული ოცნების” აქტივისტებს
ავტორი :ლელა დუმბაძე
ა ბათუმის იუსტიციის სახლში კონტროლის პალატის თანამშრომლები დილიდან კითხავენ “ქართული ოცნების” აქტვისტებს.
13 მარტს კონტროლის პალატამ ძირითადად რესპუბლიკური პარტიის წევრები დაკითხა, დღეს დაკითხვაზე დაბარებულთაგან უმრავლესობა კი “თავისუფალი დემოკრატების” წევრები არიან. Continue reading “ბათუმში დილიდან კითხავენ “ქართული ოცნების” აქტივისტებს”
ბათუმში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა
ბათუმში სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმა საკოორდინაციო შტაბი შექმნეს და ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. საკოორდინაციო შტაბი ქართუ ბანკის ბათუმის ოფისში განთავსდება და ყოველდღიურად იმუშავებს.
„დღეს შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც დროებით გრიბოედოვის #2-ში, ქართუ ბანკის შენობაში იქნება, სადაც მოხდება ხელმოწერების შეგროვება ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. ამ შტაბში გაწევრიანების უფლება ექნება ნებისმიერ მსურველს და მათ ასევე შუეძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც მოხალისეები“, – ამბობს ნიაზ ბოლქვაძე, იმ ბრიფინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სადაც ეს განცხადება გაავრცელეს.
საკოორდინაციო შტაბის შექმნის პარალელურად, ბათუმელთა ნაწილი საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მოწოდებას გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელეს. ამ განცხადებაში ნათვქვამია: „იმ ფონზე, როცა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, რომელთაც ქვეყნის წინაშე არანაირი დამსახურება არ აქვთ, მოქალაქეობას მარტივად ანიჭებენ და მათ სახელებს ქუჩებსაც კი არქმევენ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემაც უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა“.

ბათუმში ამერიკული სამხედრო გემი შემოვიდა
ავტორი: ლელა დუმბაძე
დღეს ბათუმის ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი „Philippine Sea“ შემოვიდა. გემი პროექტის – „უსაფრთხოების ოპერაციები“-ს ფარგლებში, სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებს: „დაგეგმილია სწავლებები როგორც ხმელეთზე, ასევე გემზეც. გვექნება მანევრები ზღვაზე“-ამბობს, პირველი რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე. მიმდინარე წელს ამერიკული სამხედრო გემების რიგით მესამე ვიზიტია ბათუმში. ვიზიტის ფარგლებში, ქალაქის მერიას და სანაპირო დაცვას დაგეგმილი აქვთ კულტურული პროგრამაც. გემი ბათუმში 20 ოქტომბრამდე დარჩება.
[youtube=https://www.youtube.com/watch?v=hv2suhihl7k]

ბათუმური ეზოები, ანუ მე მიყ(ვ)არს ბათუმი:)
ავტორი: მარიამ კვიკვინია
ერთ ასეთ ფაქტს შევესწარი – ბებია და შვილიშვილი სეირნობდნენ, ბავშვი შოკოლადს მიირთმევდა და ქაღალდი ძირს დააგდო. ეს ბებიამ დაინახა, მაგრამ შენიშვნა არ მისცა. როდესაც ვკითხე, რატომ არ მისცა ბავშვს შენიშვნა, ან თავად რატომ არ აიღო ქაღალდი, რა შენი საქმეაო მიპასუხა და ინტრიგანი მეძახა.
Continue reading “ბათუმური ეზოები, ანუ მე მიყ(ვ)არს ბათუმი:)”
ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანის” / BIAFF კინოფესტივალის ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა
„ბათუმის ხელოვანთა სახლი – არგანი“ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას – „ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანის” / BIAFF კინოფესტივალის ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა”
პროექტის ძირითადი მიზანია „ბათუმის ხელოვანთა სახლი – არგანის“ და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ინსტიტუციონალური გაძლიერება შემდეგი მიმართულებით:
– ორგანიზაციული / კადრების განვითარება – ტრენინგების, ვორქშოფების მეშვეობით ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული პერსონალის/ვოლუნტერების კვალიფიკაციის გაძლიერება, ვოლუნტერთა რეკრუიტინგის სისტემის ჩამოყალიბება
– PR / მარკეტინგული კომუნიკაციის გაუმჯობესება
– აუდიტორიის ზრდა – სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით კინოხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერესება
– BIAFF საზაფხულო კინოსკოლის ჩამოყალიბება და განვითარება
პროექტი მოიცავს 2 ეტაპს: ა) ეტაპი 1 – 1 თებერვალი – 10 ივნისი , 2012 წ. ძირითადი ფოკუსია კინოფესტივალის ინსტიტუციონალურ გაძლიერება – სემინარები, ვორქშოფები, კინოჩვენებები, საგაზეთო ჩანართები და ა.შ.; ბ) ეტაპი 2 – 1 ივლისი – 1 დეკემბერი, 2012 წ. ეს ეტაპი მოიცავს საზაფხულო კინოსკოლის ორგანიზებას ივლისში, კინოფესტივალის პერიოდში სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერას Continue reading “ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანის” / BIAFF კინოფესტივალის ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა”
ბათუმის საკრებულოს ფასი
ერთ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა ბათუმის 25-წევრიანი საკრებულოს შენახვისთვის 2011 წელს. საკრებულოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი – 476 931 ლარი დეპუტატებისა და საკრებულოს ადმინისტრაციის ხელფასებში გაიცა. მათი მობილური ტელეფონების ბარათებისა და საწვავისთვის კი დაახლოებით 95 ათასი ლარი დაიხარჯა.
ბათუმის საზაფხულო თეატრი 5 მილიონად
ბათუმში საზაფხულო თეატრის მშენებლობას დაიწყებენ. ამისთვის ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან 4,7000,0 ლარი უკვე გამოყოფილი აქვს თანხა გაწერილია”ისტორიული უბნების და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის” პროგრამის ფარგლებში.
ბულვარში ახალი საზაფხულო თეატრის პროექტის პრეზენტაცია არქიტექტორმა გოჩა გარუჩავამ აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს და ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს წარუდგინა. ახალი თეატრი ძველის ადგილზე აშენდება და მის არქიტექტურას თითქმის მთლიანად გაიმეორებს.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის განცხადებით ეს თანხა პროექტირების ხარჯებს არ შეიცავს. პროექტირების თანხა ადრე იყო გამოყოფილი.ჯერჯერობით მერიას ამ თანხის ათვისებაზე ტენდერი არ გამოუცხადებია, იმიტომ ,რომ როგორც ვანაძე განმარტავს პროექტირების სამუშაოები ახლახანს დასრულდა. მოესწრება თუ არა ტურისტული სეზონის დადგომამდე ახალი თეატრის აშენება? – ამ კითხვაზე პასუხი ვანაძის განმარტებით სხვა სამსახურის პრეროგატივაა.ბულვარში პროექტის პრეზენტაციაზე კი ითქვა რომ საზაფხულო თეატრის მშენებლობის დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.
„საზაფხულო თეატრი ბათუმელთათვის და ქალაქის სტუმრებისთვის ერთ–ერთ უსაყვარლეს თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. იგი თავის პირვანდელ ადგილზე ამიტომაც აშენდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობასა და მოხატვაზე ადგილობრივები დასაქმდებიან,“ – აღნიშნა ლევან ვარშლომიძემ.
საზაფხულო თეატრი 1947 წელს არქიტექტორების: კახა ჯავახიშვილისა და ბოგდან კირაკოსიანის პროექტით შესრულდა. იგი თავისი ეპოქისთვის შესაფერის – ეგრეთწოდებული “სტალინის ბაროკოს” სტილში იყო შესრულებული და 590 მაყურებელს იტევდა. შენობა 2001 წელს ხანძრმა გაანადგურა.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ახალი შენობა დიდი იქნება და 1100 მაყურებელს დაიტევს, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც თეატრალური, ასევე საესტრადო წარმოდგენების დადგმაც.
ბათუმში საზაფხულო თეატრის მშენებლობას დაიწყებენ. ამისთვის ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან 4,7000,0 ლარი უკვე გამოყოფილი აქვს თანხა გაწერილია”ისტორიული უბნების და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის” პროგრამის ფარგლებში.
ბულვარში ახალი საზაფხულო თეატრის პროექტის პრეზენტაცია არქიტექტორმა გოჩა გარუჩავამ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს და ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს წარუდგინა. ახალი თეატრი ძველის ადგილზე აშენდება და მის არქიტექტურას თითქმის მთლიანად გაიმეორებს.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის განცხადებით ეს თანხა პროექტირების ხარჯებს არ შეიცავს. პროექტირების თანხა ადრე იყო გამოყოფილი.ჯერჯერობით მერიას ამ თანხის ათვისებაზე ტენდერი არ გამოუცხადებია, იმიტომ ,რომ როგორც ვანაძე განმარტავს პროექტირების სამუშაოები ახლახანს დასრულდა. მოესწრება თუ არა ტურისტული სეზონის დადგომამდე ახალი თეატრის აშენება? – ამ კითხვაზე პასუხი ვანაძის განმარტებით სხვა სამსახურის პრეროგატივაა.ბულვარში პროექტის პრეზენტაციაზე კი ითქვა რომ საზაფხულო თეატრის მშენებლობის დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.
„საზაფხულო თეატრი ბათუმელთათვის და ქალაქის სტუმრებისთვის ერთ–ერთ უსაყვარლეს თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. იგი თავის პირვანდელ ადგილზე ამიტომაც აშენდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობასა და მოხატვაზე ადგილობრივები დასაქმდებიან,“ – აღნიშნა ლევან ვარშლომიძემ.
საზაფხულო თეატრი 1947 წელს არქიტექტორების: კახა ჯავახიშვილისა და ბოგდან კირაკოსიანის პროექტით შესრულდა. იგი თავისი ეპოქისთვის შესაფერის – ეგრეთწოდებული “სტალინის ბაროკოს” სტილში იყო შესრულებული და 590 მაყურებელს იტევდა. შენობა 2001 წელს ხანძრმა გაანადგურა.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ახალი შენობა დიდი იქნება და 1100 მაყურებელს დაიტევს, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც თეატრალური, ასევე საესტრადო წარმოდგენების დადგმაც.
ბათუმის პლიაჟი
[youtube https://www.youtube.com/watch?v=5CBnRJcMqJk&w=560&h=349]

ბათუმის პიაცას მფლობელი ფულს ვერ იხდის
ავტორი:ნათია ზოიძე
„შენ მე მაპატიე, მე შენ გაპატიებ“
-ამას ასდის კორფციის სუნი. პიაცა 18 მილიონი დაჯდა, 11-ში გაყიდეთ და ახლა ამ პირობას მეპატრონე ვერ ასრულებს. პიაცას მფლობელი ცხოვრობს ჟორდანიას 20 ნომერში, მე – 22-ში. ასეთ მეზობელს მე არ ვიცნობ, ეს იტალიური ეზოა მოუწყებელი და თქვენ ამბობთ, რომ კაცს, რომელსაც მილიონები აქვს, ასეთ პირობებში ცხოვრობს. მოვა დრო, პროკურატურა დაინტერესდება ამ საკითხით. ფუნქციურად დატვირთა თურმე – იმ კაფეებში კვერცხი ნისიად გაჰქონდათ გვერდითა მაღაზიებიდან.
– ბატონო ირაკლი, მოედანი არ გაგვიჩუქებია, გაუსხვისებელი ქონების სტატუსი აქვს მას. სხვა ეჭვებს რაც შეეხება, შეგიძლიათ მიმართოთ სხვა ორგანოებს.
– ჩემი განცხადება უკვე საბაბია, რომ პროკურატურამ მოკვლევა დაიწყოს.
– მე პროკურორი რომ ვიყო, არ დავინტერესდებოდი, რადგან საფუძველს ვერ ვნახავდი თქვენს განცხადებაში. დანარჩენი პროკურატურამ გადაწყვიტოს.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძესა და რესპუბლიკელ ირაკლი ჩავლეიშვილს შორის დიალოგი, საკრებულოს სხდომაზე, პიაცას საფასურის გადახდის გადავადების საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიმართა.
ხელშეკრულებაში დღეს შესული ცვლილების თანახმად, რომელსაც საკრებულომ დაუჭირა მხარი, პიაცას მფლობელს თანხის გადახდის დრო მომავალი წლის 31 მარტამდე გადაუვადეს. დარჩენილი თანხა – 8 მილიონ 600 ათასი ლარი, პიაცას მფლობელს 2011 წლის დეკემბრამდე უნდა დაეფარა (თანხის ნაწილი – 2 200 000 20 აგვისტომდე გადაიხადა).
დღეს, მერისა და პიაცა ჰოლდინგს შორის 2011 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებაში კიდევ რამდენიმე მუხლი შეიცვალა. მათ შორის სრულად ამოიღეს მუხლი, რომლითაც მყიდველი ვალდებული იყო სახელმწიფოს, ა/რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მერიის მოთხოვნის შემთხვევაში, არაუმეტეს 3-ჯერ წელიწადში, უსასყიდლოდ გამოეთავისუფლებინა ქონების პირველი სართულის ღია სივრცეები და უნდა დაეთმო აღნიშნული ორგანოებისთვის შესაბამისი ღონისძიების ჩასატარებლად. მომავალი წლიდან პიაცა, მაგალითად, მერიას, ღია სივრცეებს უფასოდ აღარ მისცემს.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ბოლომდე ვერც ბათუმის მერიამ შეასრულა – 20 აგვისტომდე ვერ დაასრულა პიაცაზე დაწყებული სამუშოები. მაგრამ პირგასამტეხლოს გადახდას არც „პიაცა ჰოლდინგი“ ითხოვს და არც მერია. მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე განმარტავს, რომ პიაცა საკუთარი სურვილით ამბობს უარს პირგასამტეხლო თანხის მიღებაზე. „მე შენ გაპატიებ, მე შენ მაპატიე. თამაშია ეს თუ რა არის?“ – ხელშეკრულების ცვლილებას რეპლიკით გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციონერი.
მოტივი, რის გამოც პიაცას მფლობელს ვადა გადაუწიეს
ამონარიდი წერილიდან, რომელიც „პიაცა ჰოლდინგმა“ ბათუმის მერიას გადაუგზავნა:
„შპს პიაცა ჰოლდინგი ვერ ახერხებს ნასყიდობის ფასიდან დარჩენილი 8 600 000 ლარის გადახდას, რისი უპირველესი მიზეზია ის, რომ ქონების შეძენის შემდეგ პიაცა ჰოლდინგი ორიენტირებული იყო შეძენილი ქონების ფუნქციური დატვირთვით, რისთვისაც სოლიდური თანხები იქნა დახარჯული. ამის გამო ჰოლდინგმა ვერ მოახერხა გადასახდელი თანხის მობილიზება“.
ბათუმის პიაცას გასხვისებას გაზეთმა „ბათუმელებმა“ რამდენიმე სტატია მიუძღვნა. ამ სტატიების მიხედვით გაირკვა, რომ პიაცას ოფიციალური მფლობელი ირაკლი სამხარაძეა, რომელმაც კომპანია – შპს „პიაცა ჰოლდინგი“ 2011 წლის 23 თებერვალს, ანუ „პიაცას“ აუქციონზე გამოტანამდე 35 დღით ადრე დაფუძნა.
სამხარაძის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში წერია: – „იურიდიული მისამართი: ბათუმი, ჟორდანიას ქუჩა #20. დოკუმენტებში „პიაცას“ იურიდიულ მისამართად მითითებული 79 კვადრატული მეტრი ბინა ძველი ბათუმის იტალიურ ეზოში, ეკუთვნის ალბინა (დოდო) ზარქუას. „ბათუმელებმა“ გაარკვია რომ დოდო ზარქუა პიაცას ოფიციალური მფლობელის ირაკლი სამხარაძის მამიდაა.
მოგვიანებით“ ბათუმელები“ თავად ირაკლი სამხარაძესაც დაუკავშირდნენ . გაზეთ ბათუმელების კითხვას:
– კომპანია, რომელმაც პიაცა შეისყიდა, 100%-იანი წილით თქვენ გეკუთვნით. არადა საკუთრებაზე საუბრისას მრავლობით ფორმას იყენებთ, ვინ არიან დანარჩენები? – ირაკლი სამხარაძე პასუხობს:
-„თვითონ ის ფაქტი, რომ პიაცა ვიყიდეთ, არ არის სწორი. ფული სრულად ჯერ არ გადაგვიხდია. ამ დროისათვის მხოლოდ 2 მილიონ 200 ათასი გვაქვს დაფარული. ასევე საუბარი იმის შესახებ, რომ 17 მილიონი დაუჯდა სახელმწიფოს პიაცას მშენებლობა და ჩვენ იაფად – 11 მილიონად მოგვყიდეს, არალოგიკურია. ჩვენ პიაცას ნაწილი გვეკუთვნის და ესეც რომ არა, მყიდველი რა შუაშია ხარჯებთან. რაც შეეხება პარტნიორებს – პიაცით დაინტერესებულია ინვესტორთა ჯგუფი. მათგან ერთ-ერთი მე ვარ. ზუსტად ახლა მიდის მოლაპარაკება ვინ როგორი წილობრივი მონაცემებით შემოვა. პარტნიორების ვინაობას ვერ გეტყვით. არიან, ასე ვთქვათ, სუფთა უცხოელები და ჩემნაირი უცხოელებიც. არ არის ყველა რუსეთის მოქალაქე. ზოგიერთი სხვა ქვეყანაში მოღვაწეობს.“
გაზეთმა „ბათუმელებმა“ ამ განცხადებაზე კომენტარი დღეს მერიის ადმინისტრაციის უფროსს გელა მახარაძეს თხოვა. მან თქვა: „არ მაინტერესებს ვინ დგას ვის უკან, მე ვიცი, რომ პიაცა იყიდა „შპს პიაცა ჰოლდინგმა“, რომლის დირექტორი ირაკლი სამხარაძეა.“
პიაცას 11 მილიონად გაყიდვის გამო, ოპოზიიციონერი ირკლი ჩვალეიშვილი ეჭვობს, რომ ოფიციალური მფლობელის უკან ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები დგანან.
11 მილიონი უკვე ასახული იყო 2011 წლის ბიუჯეტში. ეს თანხა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწობას უნდა მოხმარებოდა.
ბოლოს ერთი დეტალიც, დღეს შესული ცვლილების თანახმად, შესაბამის აქტზე ხელმოწერის უფლება ქ.ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს მიენიჭა.

ბათუმის ოპერის თეატრში წვიმს
ავტორი: ნათია ზოიძე
კოკისპირულ წვიმას ახალაშენებული ბათუმის ხელოვნების და კულტურის ცენტრი ვერ უძლებს. თვენახევრის წინ გახსნილ შენობაში წვიმის წყალი რამდენჯერმე ჩავიდა. წვიმისგან მარტო მე-4 სართული არ შელახულა. შენობაში შეღწეული წყლის ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ ნაჟღენთები მეორე სართულის ჭერსაც ეტყობა, წვიმის წყალი შენობაში რამდენიმე კუთხიდან აღწევს.
რა ზარალი მიაყენა წვიმამ შენობას, ხელოვნების ცენტრში ჯერ ვერ აკონკრეტებენ. აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძე ინფორმირებულია ამ ფაქტთან დაკავშირებით. იგი „ბათუმელებთან” ადასტურებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის და წყლის შეღწევის მიზეზი ეს გახდა. „შენობა დოკუმენტურად ჯერ ჩაბარებული არ არის“, – თქვა მინისტრმა, ამიტომაც მიყენებულ ზარალს მშენებელი კომპანია გადაიხდის.
გია აბულაძე: „ბათუმის კულტურის ცენტრთან დაკავშირებით ბოლოს ერთი ბრძანება მივიღე, შეწყდეს საკონცერტო წარმოდგენები, რადგან მეოთხე სართულის ღია აივნებზე მიმდინარეობს ფილაქნის დაგება.“
დაზიანებული შენობის გადასაღებად დღეს შენობაში ტელეკომპანია „მაესტროს” ჟურნალისტი არ შეუშვეს, მოტივად კი მინისტრის ბრძანება დაუსახელეს.
ჯერ კიდევ დაუსრულებელი შენობა ოფიციალურად 14 აგვისტოს გაიხსნა და საპრემიერო ჩვენებაც შედგა. ამონარიდი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებიდან, რომელიც მან ბათუმის ხელოვნების ცენტრში გააკეთა: „ამ ყველაფერს აშენებენ ქართველები. თავიდან როცა დაიწყო ბათუმში აღმშენებლობა 80% მუშების იყო თურქები, ახლა თურქები ძალიანაც რომ ეძებოთ, შეიძლება ვერ იპოვოთ, ყველაფერს აკეთებენ ქართველები, ყველაზე მაგრად ვისწავლეთ მუშაობა, ესეც არის დიდი მიღწევაა“.
ბათუმის ხელოვნების და კულტურის ცენტრი ქართულმა კომპანია „ანაგმა“ ააშენა. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თავისი ბიუჯეტიდან ცენტრის მშენებლობისთვის დაახლობით 5 მილიონამდე ლარი გამოყო. დაახლოებით ერთი კვირის წინ ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს დამატებით ინვენტარის, საგრიმიორო ოთახის მოსაწყობად და სხვა ხარჯებისთვის 700 ათასი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი მიზნობრივად მილიონ 930 ათასი ლარი გამოუყვეს.

ბათუმის ნავსადგურთან დელფინი გამოირიყა
ავტორი: ქეთი ლაბაძე ბათუმის ნავსადგურთან მეთევზეებმა დღეს დილით გარდაცვლილი დელფინი იპოვეს. მეთევზეთა თქმით დელფინი ბადეში გაება და გაიგუდა. თვითმხილველები იმასაც ამბობენ რომ მსგავსი შემთხვევა ადრეც მომხდარა, ამის მიზეზად კი ზღვაში ჩაშვებულ ბადეებს მიიჩნევენ: „ეს ბრაკონიერობაა, მთლიან ზოლზე ჩაშვებული აქვთ ბადეები, ადგილობრივ მოსახლეობას თევზაობა აღარ შეგვიძლია ბადეები გვიშლის ხელს, სამწუხაროდ ბადეებს ღამითაც ტოვებენ დელფინები ვერ ამჩნევენ ბადეს და იღუპებიან” – გვითხრა პირად საუბარში ერთ-ერთმა მეთევზემ.ნავსადგურზე ამ დრომდე არ მისულან გარემოს დაცვის ინსპექციიდან.

ბათუმის მერიის ორგანიზაციებს ივანიშვილი აფინანსებს
ავტორი: ცაგო კახაბერიძე
შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო კვლევით ცენტრს, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელიც ბათუმის მერიაა, დღემდე ივანიშვილის საკუთრებაში არსებული კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“ აფინანსებს. ჩაითვლება თუ არა ივანიშვილის მიერ ცენტრის თანამშრომლების ფულადი პრემიით წახალისება მოსყიდვად პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით – ამაზე იურისტები ვერ თანხმდებიან. კანონში კი ცალსახად წერია, რომ შეზღუდვა ვრცელდება იურიდიულ პირზეც, თუკი ის პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია პარტიასთან, ან სხვაგვარად იმყოფება ამ პარტიის კონტროლის ქვეშ, ან აქვს გაცხადებული თავისი პოლიტიკური მიზნები.
„ამის ფუნქციონირება ასლანმა შეაჩერა, არა?- ასლანმა შეაჩერა, შენ კი აღადგინე“ – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ორი წლის წინ ბათუმის რეაბილიტირებული დელფინარიუმის გახსნისას. დელფინარიუმის გახსნაზე, რასაც პრეზიდენტი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო, ბიძინა ივანიშვილი არავის უხსენებია, ამ ყველაფრისთვის მადლობა ლევან ვარშალომიძეს გადაუხადეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც დელფინარიუმი, 6 მაისის პარკი, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ზოოპარკი შედის, ივანიშვილმა აღადგინა და მერიას გადასცა, თუმცა მოგვიანებით მერიამ კვლევითი ცენტრი სამართავად ისევ ივანიშვილს გადასცა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“, რომელსაც მერიამ ცენტრის მმართველობა ასი წლის ვადით ჩააბარა, ბიძინა ივანიშვილის კომპანიაა. Continue reading “ბათუმის მერიის ორგანიზაციებს ივანიშვილი აფინანსებს”
ბათუმის მერიის მანქანები და ხარჯები
ავტორი: ცაგო კახაბერიძე
ბათუმის მერი ახალი ავტომანქანით გადაადგილდება, შავი ფერის ჯიპი – „ტოიოტა ლენდკრუიზერ 100“ (XTX 079) მერიამ 35 ათას ლარად შეიძინა; რობერტ ჩხაიძის განკარგულებაშია ასევე ავტომანქანა „ტოიოტა კამრი“ (VMV 070); ამ ავტომანქანის შესაძენად ბათუმის 2009 წლის ბიუჯეტიდან 40 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ოფიციალური ინფორმაციით, ჩხაიძე თვეში 850 ლიტრ საწვავს მოიხმარს. Continue reading “ბათუმის მერიის მანქანები და ხარჯები”
ბათუმის მერია მანქანებს ყიდის
ავტორი:ნათია ზოიძე
ბათუმის მერიას აუქციონზე 15 ავტომანქანა გამოაქვს, მაგრამ მსურველმა 15-ვე ერთად უნდა შეიძინოს, – აუქციონი მერიამ ერთ ლოტად გამოცხადა. მთლიანობაში 15-ვე ავტომობილის საწყისი ფასი 23 000 ათასი, ერთი ბიჯის ფასი კი 500 ლარია.
გასაყიდი მანქანების ნაწილი მერიის შიდა ეზოში აქვთ გაჩერებული. აქ გაჩერებულ მანქანებს ეტყობა, რომ ამორტიზირებულია. ეს მანქანები, ძირითადად, 1993-96 წლებშია გამოშვებული, ერთი გამონაკლისის გარდა. მერია 2008 წელს გამოშვებულ შავ „ტოიოტა კოროლასაც“ ყიდის. ეს ის მანქანაა, რომელითაც ყოფილი ვიცე -მერი ავთანდილ დარჩია სარგებლობდა.
მერიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც დარჩია ავტოავარიაში მოყვა, ავტომანქანის გარემონტება შეუძლებელი გახდა. 2 წლის წინ ეს „ტოიტა კოროლა“ ბიუჯეტს 31 600 ლარი დაუჯდა.
მერია აუქციონის შედეგადად შემუსული თანხით კიდევ ერთი ავტო-მანქანის შეძენას გეგმვს.
აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ კერძო და სამართლის იურიდიულ პირს. მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი, წარადგინოს 7000 ლარის უპირობო საბანკო გარანტია და გადაიხადოს ბე.

ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძე არ დაუკავებიათ
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის ავტორებიც აცხადებდნენ, რომ ქ. ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
ბათუმის მერიაში აღნიშნული ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ბათუმის მერი მეზობლებს ურიგდება
ავტორი: ემზარ დიასამიძე
ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის მიერ დაწყებული სამეზობლო დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მორიგებით სრულდება. როგორც ედაურდ პოღოსიანის ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში თქვა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა: „ქუთაისში ჩემი მარწმუნებლის წინააღმდეგ ამჟამად ბათუმის მერი აღარ მონაწილეობს. მის ნაცვლად პროცესში მონაწილეობას აგრძელებენ მისი უახლოესი ნათესავები: და – ლიანა ჩხაიძე, ბიძაშვილი – ზურაბ ჩხაიძე და მამიდაშვილი – ისრაფილ ლორთქიფანიძე. Continue reading “ბათუმის მერი მეზობლებს ურიგდება”