სიახლეები

ბათუმში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა

30.05.2012
ბათუმში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა

ბათუმში სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმა საკოორდინაციო შტაბი შექმნეს და ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. საკოორდინაციო შტაბი ქართუ ბანკის ბათუმის ოფისში განთავსდება და ყოველდღიურად იმუშავებს.

„დღეს შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც დროებით გრიბოედოვის #2-ში, ქართუ ბანკის შენობაში იქნება, სადაც მოხდება ხელმოწერების შეგროვება ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. ამ შტაბში გაწევრიანების უფლება ექნება ნებისმიერ მსურველს და მათ ასევე შუეძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც მოხალისეები“, – ამბობს ნიაზ ბოლქვაძე, იმ ბრიფინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სადაც ეს განცხადება გაავრცელეს.

საკოორდინაციო შტაბის შექმნის პარალელურად, ბათუმელთა ნაწილი საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მოწოდებას გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელეს. ამ განცხადებაში ნათვქვამია: „იმ  ფონზე, როცა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, რომელთაც ქვეყნის წინაშე არანაირი დამსახურება არ აქვთ, მოქალაქეობას მარტივად ანიჭებენ და მათ სახელებს ქუჩებსაც კი არქმევენ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემაც უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.