სიახლეები

ბათუმის მერიის მანქანები და ხარჯები

30.05.2012 • • 1198
ბათუმის მერიის მანქანები და ხარჯები

ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე. ის თვეში 850 ლიტრა საწვავს მოიხმარს

„ბათუმელების“ 2010 წლის არქივი
ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ბათუმის მერი ახალი ავტომანქანით გადაადგილდება, შავი ფერის ჯიპი – „ტოიოტა ლენდკრუიზერ 100“ (XTX 079) მერიამ 35 ათას ლარად შეიძინა; რობერტ ჩხაიძის განკარგულებაშია ასევე ავტომანქანა „ტოიოტა კამრი“ (VMV 070); ამ ავტომანქანის შესაძენად ბათუმის 2009 წლის ბიუჯეტიდან 40 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ოფიციალური ინფორმაციით, ჩხაიძე თვეში 850 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ამ დროისთვის მერიის ბალანსზე 78 მსუბუქი ავტომანქანა ირიცხება; 2005 წლიდან დღემდე მერიის ბიუჯეტიდან 34 მანქანა შეიძინეს და ამაში 700 ათას ლარამდე გადაიხადეს. მერი და მერიის სამსახურები თვეში სულ 3040 ლიტრ პრემიუმს, 3300 ლიტრ რეგულარს და 1400 ლიტრ დიზელის საწვავს ხარჯავენ. საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი, 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის მაისის ჩათვლით წინა მოწვევის ბათუმის საკრებულომ 25 420 ლიტრი საწვავი დახარჯა, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით კი ახალმა საკრებულომ – 6600 ლიტრი.

მერის სამი მოადგილის გადასაადგილებლად, ყოველთვიურად 200-200 ლიტრი საწვავია გათვალისწინებული. პირველ მოადგილეს, დავით სამნიძეს, „მერსედეს ბენცი“, ავთანდილ დარჩიას და ჯემალ ანანიძეს კი 31 600 ლარად ღირებული „ტოიოტა კოროლა“ ემსახურება. თვეში 150 ლიტრ საწვავს ხარჯავს მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე, ის 23 850 ლარად ღირებული „ტოიოტა კოროლათი“ (SDS 205) გადაადგილდება.

იმავე ფირმისა და ღირებულების ავტომანქანებით გადაადგილდებიან მერიის სამსახურების უფროსები. მათ განკარგულებაში სულ 12 მანქანაა, (ოთხი მანქანა მერიამ წინა მოწვევის საკრებულოს გადასცა). 16 „ტოიოტა კოროლაში“ მერიამ 381 600 ლარი, კიდევ ორ მანქანაში კი 63 200 ლარი გადაიხადა (ამ მანქანების შესაძენად მერიამ მთლიანობაში 444 800 ლარი დახარჯა); თვეში 120 ლარის საწვავია ლიმიტირებული მერიის სხვადასხვა სამსახურზე, ოდნავ მეტს – 170 ლიტრ საწვავს მოიხმარს მერიის განათლების, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსი, ნათია სურგულაძე.

მერიის ახალი მეორადი მანქანები

ცოტა ხნის წინ ბათუმის საკრებულომ მერიის სამსახურებისთვის კიდევ ხუთი ავტომობილის შესაძენად 50 ათასი ლარი გამოყო. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის – ეკატერინე თარგამაძის განმარტებით, ამ თანხით მერია მეორად მანქანებს იყიდის. მისივე ინფორმაციით, მანქანები ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურებს გადაეცემა. დღემდე ზედამხედველობის სამსახურში სახელმწიფო მანქანით მხოლოდ სამსახურის უფროსი სარგებლობდა, დავით დავითაძე „ტოიოტა კოროლათი“ (RPR 118) გადაადგილდება. სხვა სამსახურებთან შედარებით, ის სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ყოველთვიურად 200 ლიტრ საწვავს ხარჯავს, ამავე ფირმის მანქანით გადაადგილდება კეთილმოწყობის სამსახურის უფროსიც.

დავითაძის განმარტებით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბანში მოძრაობენ, „ამიტომ მანქანა მათთვის აუცილებელია“. რაც შეეხება კიდევ ორ მანქანას, რომლითაც სამსახური ადრე სარგებლობდა, „ძალიან მოძველდა და შეკეთებას აღარ ექვემდებარება“. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, მერიის ზედამხედველობის სამსახურზე კიდევ ორი ავტომანქანა – 1995 წელს გამოშვებული „მიცუბიში გალანტი“ და 1988 წელს გამოშვებული „მიცუბიში ლ 300“ მიკროავრობუსია მიმაგრებული.

საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიცია ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულის უყაირათო ხარჯვაში ადანაშაულებს. „ახლა მეორადი მანქანების ყიდვას აპირებენ, შემდეგ ამ მანქანებისთვის საწვავი და რემონტი დასჭირდებათ. პრეზიდენტი ამბობს ქამრები შემოიჭირეთო, მაგრამ ვის ეხება მისი გამონათქვამი, არ ვიცი. ოპოზიციამ ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა“, – ამბობს „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი.

საკრებულო

ბათუმის საკრებულოს ბალანსზე ამჟამად 10 ავტომანქანა ირიცხება და სულ ორი მძღოლი ჰყავთ, მათ შორის ერთი მძღოლი საკრებულოს თავმჯდომარეს ემსახურება, მეორე მორიგე ავტომანქანაზე მუშაობს.

საკრებულოს თავმჯდომარეს – გიორგი კირთაძეს 2009 წელს გამოშვებული შავი ფერის „ტოიოტა კოროლა“ (JHJ 577) ემსახურება. იმავე ფირმის ვერცხლისფერი მანქანებით გადაადგილდებიან თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ კახიძე (RBR-763), საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკა თარგამაძე (RBR 761), ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარე დავით კასრაძე (RBR 760) და საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე (RBR 762). „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ მანქანით ერთი პერიოდი გიორგი კირთაძე სარგებლობდა. შემდეგ ეს მანქანა გაურკვეველ ვითარებაში დაამტვრიეს; დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ დროს მანქანას უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გელა დეკანაძე მართავდა. ყოფილი დეპუტატის – თემურ ყურაშვილის ინფორმაციით, მანქანა ბიუჯეტის ფულით შეაკეთეს.

ოფიციალური ინფორმაციით, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის – ნაზიბროლა ქობულაძის განკარგულებაშია 1998 წელს გამოშვებული ავტომანქანა „ნისან-მაქსიმა“ (BBS 307). როგორც ქობულაძემ განმარტა, ეს მანქანა მას საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის შექმნის შემდეგ მიამაგრეს: „ერთხელაც არ გამომიყენებია, მანქანა გაფუჭებულია“. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნულ „ნისან-მაქსს“ წინა მოწვევის საკრებულოს პირველი თავმჯდომარე – ბადრი ქაჯაია იყენებდა. ეს მანქანაც დაიმტვრა. წინა მოწვევის საკრებულოს წევრების თქმით, ავტოავარია ქაჯაიას მძღოლს მოუხდა. თემურ ყურაშვილის ინფორმაციით კი, „ეს მანქანა მას შემდეგ გამოუსადეგარ მდგომარეობაშია“. „ბათუმელებმა“ დამტვრეული მანქანა მერიის ეზოში დააფიქსირა.

1989 წელს გამოშვებული „მერსედეს ბენცით“ (SAK-107) საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი სულიკო შვენთიძე გადაადგილდება, ავტომანქანა – BMW 520 (NBE-860) კი საკრებულოს მთავარ სპეციალისტს ირაკლი მამულაიშვილს ემსახურება; AUDI 100 (VIG-560) საკრებულოს მორიგე ავტომანქანაა, მის ბალანსზე კიდევ ერთი მანქანაც ირიცხება – VOLVO 850.

ბათუმის საკრებულოს განკარგულებით (#17 27.02. 2009) თანამდებობის პირების ავტომანქანებით სარგებლობისთვის ყოველთვიურად გათვალისწინებულია საწვავის შემდეგი ლიმიტი: საკრებულოს თავმჯდომარის გადაადგილებისთვის – 300 ლიტრი, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეებისთვის – 150, მორიგე სამსახურებრივი ავტომანქანისთვის კი – 300 ლიტრი საწვავი (პრემიუმი).

2009 წლის იანვრიდან დღემდე საკრებულოს წინა და ახალი მოწვევის შეუცვლელმა თავმჯდომარემ – გიორგი კირთაძემ 6500 ლიტრი საწვავი დახარჯა, ამავე პერიოდში ოდნავ ნაკლები – 5400 ლიტრი საწვავი დაიხარჯა მორიგე ავტომანქანაზეც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუმბერ კახიძემ, ლიმიტით მისთვის გათვალისწინებული 3250 ლიტრი საწვავი დახარჯა. ზუსტად ამდენივე ბენზინი მოიხმარეს საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსმა – სულიკო შვენთიძემ და მთავარმა სპეციალისტმა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ირაკლი მამულაიშვილმა. 2010 წლიდან დღემდე 2250 ლიტრი საწვავი დახარჯა საკრებულოს წინა და ახალი მოწვევის უმრავლესობის უცვლელმა ფრაქციის თავმჯდომარემ, ნოდარ დუმბაძემ.

წინა მოწვევის საკრებულო სულ 15 წევრისგან შედგებოდა. აქედან შვიდს: თავმჯდომარეს, მოადგილეს და კომისიის თავმჯდომარეებს საწვავი ყოველთვიურად ეძლეოდათ, დანარჩენი რვა წევრიდან სამი – თეიმურაზ ყურაშვილი, ირაკლი ჩავლეიშვილი და დავით რობაქიძე – ადასტურებს, რომ მორიგე მანქანა არ გამოუყენებია. ანუ ამ მანქანით საკრებულოს ხუთი წევრი და აპარატის თანამშრომლები სარგებლობდნენ. მიუხედავად ამისა, მორიგე ავტომანქანაზე 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის იანვრამდე 3300 ლიტრი საწვავი დაიხარჯა.

კიდევ ერთი ფაქტი – ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებმა“ საკრებულოსგან მიიღო, წინა მოწვევის საკრებულოს ხუთი კომისიის თავმჯდომარისგან საწვავი მხოლოდ ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარეს – ქართლოს მახარაძეს და იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს – ბაჩუკი ჩხაიძეს ეძლეოდა. ოფიციალურ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და განათლების კომისიების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ დახარჯული საწვავის ოდენობის შესახებ. მაშინდელმა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ – თემურ კახიძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ მისთვის მანქანა საკრებულომ იჯარით აიღო – თვეში ორას ლარად: „მაძლევდნენ საწვავსაც, როგორც სხვა თავმჯდომარეებს“.

წინა და ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოში ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძეა. ის ადასტურებს, რომ საწვავით თვითონაც სარგებლობდა.

გადაბეჭდვის წესი