სიახლეები

ბათუმის მერიის ორგანიზაციებს ივანიშვილი აფინანსებს

30.05.2012 •
ბათუმის მერიის ორგანიზაციებს ივანიშვილი აფინანსებს

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო კვლევით ცენტრს, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელიც ბათუმის მერიაა, დღემდე ივანიშვილის საკუთრებაში არსებული კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“ აფინანსებს.  ჩაითვლება თუ არა ივანიშვილის მიერ ცენტრის თანამშრომლების ფულადი პრემიით წახალისება მოსყიდვად პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით – ამაზე იურისტები ვერ თანხმდებიან.  კანონში კი ცალსახად წერია, რომ შეზღუდვა ვრცელდება იურიდიულ პირზეც, თუკი ის პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია პარტიასთან, ან სხვაგვარად იმყოფება ამ პარტიის კონტროლის ქვეშ, ან აქვს გაცხადებული თავისი პოლიტიკური მიზნები.

„ამის ფუნქციონირება ასლანმა შეაჩერა, არა?- ასლანმა შეაჩერა, შენ კი აღადგინე“ – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ორი წლის წინ ბათუმის რეაბილიტირებული დელფინარიუმის გახსნისას. დელფინარიუმის გახსნაზე, რასაც პრეზიდენტი  მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო, ბიძინა ივანიშვილი არავის უხსენებია, ამ ყველაფრისთვის მადლობა ლევან ვარშალომიძეს გადაუხადეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც დელფინარიუმი, 6 მაისის პარკი, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ზოოპარკი შედის, ივანიშვილმა აღადგინა და მერიას გადასცა, თუმცა მოგვიანებით მერიამ კვლევითი ცენტრი სამართავად ისევ ივანიშვილს გადასცა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“, რომელსაც მერიამ ცენტრის მმართველობა ასი წლის ვადით ჩააბარა, ბიძინა ივანიშვილის კომპანიაა.

დოკუმენტების მიხედვით, კვლევითი ცენტრი ივანიშვილის კომპანიას მხოლოდ მმართველობაში გადასცეს, მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელად კი ისევ მერია რჩება. ცენტრის წესდებით, რომელიც ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა და რომელსაც ხელს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე აწერს, ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბათუმის საკრებულო ბიუროს წარდგინებით.

საკანონმდებლო ცვლილებებით, „პარტიას წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით საქართველოს მოქალაქისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში…“-მოსყიდვად ითვლება, რაც საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. ამ შემთხვევაში ჩაეთვლება თუ არა ივანიშვილს სამეცნიერო ცენტრის 122 თანამშრომლის ფულადი პრემიით წახალისება მოსყიდვად? – „არ ჩაითვლება“ პასუხობს კითხვას ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი.

კუბლაშვილის განმარტებით,  „ამ კანონის მიზანი ის არ არის, რომ თუ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას აქვს საწარმო ან რაღაც სხვა, სასწრაფოდ შეაწყვეტინოს მას მუშაობა. მთავარი განმსაზღვრელი აქ არის ხარჯები. თუ ეს კომპანია ხარჯავს თანხას საარჩევნო მიზნებითვის, ამ შემთხვევაში მასზე გავრცელდება შეზღუდვები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს კომპანია უნდა იყოს გამჭვირვალე, კონტროლის პალატას უნდა ჰქონდეს საშუალება, გაკონტროლდეს ეს თანხები, რაც პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება. ვერანაირი სხვა შეზღუდვა ვერც ერთ საწარმოს ვერ დაუწესდება და ვერ ჩაითვლება მოსყიდვად. მოსყიდვად ითვლება ამომრჩევლისთვის ფულის ან ფასიანი ქაღალდების ან ისეთი ნივთების გადაცემა, რაც არ ატარებს სიმბოლურ ხასიათს, აქ ამომრჩევლისთვის რაიმეს გადაცემა არ ფიქსირდება, შესაბამისად, ვერ დასტურდება მოსყიდვაც“.

„ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ეს იქნება მოსყიდვა, თუ ყველაფერი სამართლებრივადაა მოგვარებული და ხელშეკრულება მერიასა და ივანიშვილის კომპანიას შორის გაფორმდა მანამდე, ვიდრე ივანიშვილი თავისი გეგმების შესახებ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით განაცხადებდა. მით უმეტეს, რომ მაშინ არც კანონი ითვალისწინებდა შეზღუდვებს, ამ ორგანიზაციების დაფინანსების გაგრძელება ივანიშვილს მოსყიდვად ვერ ჩაეთვლება, თუმცა კანონმდებლობაში ძალიან ბუნდოვნია ყველაფერი…“ – ამბობს საქართველოს იურისტთა ასოციაციის იურისტი ლელა ტაიაური.

გააგრძელებს თუ არა ივანიშვილი ბათუმის ფლორისა და ფაუნის კვლევითი ცენტრის დაფინანსებას, ამ კითხვით ივანიშვილის იურისტს შალვა თადუმაძეს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ეს საკითხი, ჯერჯერობით, შესწავლილი არ აქვთ, ამიტომ ვერ გვიპასუხებს.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით კი, მერიას ხელშეკრულება „მენეჯმეტ-სერვისთან“ აქვს გაფორმებული და ეს სამართლებრივად მოგვარებულია. რაც შეეხება იმას, თუ იქ ივანიშვილი პრემიების დარიგებას დაიწყებს, ეს უკვე კონტროლის პალატის გასარკვევი იქნება და არა – ჩვენი“, –  ამბობს გელა მახარაძე.

ივანიშვილი აჭარაში ბათუმის მწვანე კონცხის ადმინსტრაციასაც აფინანსებდა, თუმცა მისი მფლობელი და მმართველიც დღემდე ბათუმის მერიაა, ამ ორგანიზაციის დასაფინანსებლად ბიუჯეტში მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=KZrB0dTQfzk&w=420&h=315]

გადაბეჭდვის წესი