სიახლეები

ბათუმში ამერიკული სამხედრო გემი შემოვიდა

30.05.2012
ბათუმში ამერიკული სამხედრო გემი შემოვიდა

ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს ბათუმის ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი „Philippine Sea“ შემოვიდა. გემი პროექტის – „უსაფრთხოების ოპერაციები“-ს ფარგლებში, სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებს: „დაგეგმილია სწავლებები როგორც ხმელეთზე, ასევე გემზეც. გვექნება მანევრები ზღვაზე“-ამბობს, პირველი რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე. მიმდინარე წელს ამერიკული სამხედრო გემების რიგით მესამე ვიზიტია ბათუმში. ვიზიტის ფარგლებში, ქალაქის მერიას და სანაპირო დაცვას დაგეგმილი აქვთ კულტურული პროგრამაც. გემი ბათუმში 20 ოქტომბრამდე დარჩება.

  [youtube=https://www.youtube.com/watch?v=hv2suhihl7k]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.