სიახლეები

ბათუმის მერია მანქანებს ყიდის

30.05.2012
ბათუმის მერია მანქანებს ყიდის

ავტორი:ნათია ზოიძე
ბათუმის მერიას აუქციონზე 15 ავტომანქანა გამოაქვს, მაგრამ მსურველმა 15-ვე ერთად უნდა შეიძინოს, – აუქციონი მერიამ ერთ ლოტად გამოცხადა. მთლიანობაში 15-ვე ავტომობილის საწყისი ფასი 23 000 ათასი, ერთი ბიჯის ფასი კი 500 ლარია.
გასაყიდი მანქანების ნაწილი მერიის შიდა ეზოში აქვთ გაჩერებული. აქ გაჩერებულ მანქანებს ეტყობა, რომ ამორტიზირებულია. ეს მანქანები, ძირითადად, 1993-96 წლებშია გამოშვებული, ერთი გამონაკლისის გარდა. მერია 2008 წელს გამოშვებულ შავ „ტოიოტა კოროლასაც“ ყიდის. ეს ის მანქანაა, რომელითაც ყოფილი ვიცე -მერი ავთანდილ დარჩია სარგებლობდა.
მერიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც დარჩია ავტოავარიაში მოყვა, ავტომანქანის გარემონტება შეუძლებელი გახდა. 2 წლის წინ ეს „ტოიტა კოროლა“ ბიუჯეტს 31 600 ლარი დაუჯდა.
მერია აუქციონის შედეგადად შემუსული თანხით კიდევ ერთი ავტო-მანქანის შეძენას გეგმვს.
აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ კერძო და სამართლის იურიდიულ პირს. მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი, წარადგინოს 7000 ლარის უპირობო საბანკო გარანტია და გადაიხადოს ბე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.