სიახლეები

ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანის” / BIAFF კინოფესტივალის ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა

30.05.2012 • • 1377
ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანის” / BIAFF კინოფესტივალის  ინსტიტუციონალური  განვითარების ხელშეწყობა

„ბათუმის ხელოვანთა სახლი – არგანი“ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას – „ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანის” / BIAFF კინოფესტივალის ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა”

პროექტის ძირითადი მიზანია „ბათუმის ხელოვანთა სახლი – არგანის“ და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ინსტიტუციონალური გაძლიერება შემდეგი მიმართულებით:
– ორგანიზაციული / კადრების განვითარება – ტრენინგების, ვორქშოფების მეშვეობით ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული პერსონალის/ვოლუნტერების კვალიფიკაციის გაძლიერება, ვოლუნტერთა რეკრუიტინგის სისტემის ჩამოყალიბება
– PR / მარკეტინგული კომუნიკაციის გაუმჯობესება
– აუდიტორიის ზრდა – სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით კინოხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერესება
– BIAFF საზაფხულო კინოსკოლის ჩამოყალიბება და განვითარება

პროექტი მოიცავს 2 ეტაპს: ა) ეტაპი 1 – 1 თებერვალი – 10 ივნისი , 2012 წ. ძირითადი ფოკუსია კინოფესტივალის ინსტიტუციონალურ გაძლიერება – სემინარები, ვორქშოფები, კინოჩვენებები, საგაზეთო ჩანართები და ა.შ.; ბ) ეტაპი 2 – 1 ივლისი – 1 დეკემბერი, 2012 წ. ეს ეტაპი მოიცავს საზაფხულო კინოსკოლის ორგანიზებას ივლისში, კინოფესტივალის პერიოდში სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერას

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები

1. ორგანიზაციის / კინოფესტივალის მარკეტინგული და PR კომუნიკაციის გაუმჯობესება:
– განახლებული ვებ-გვერდი – ახალი, თანამედროვე დიზაინის და ტექნოლოგიურად გამართული/ფუნქციონირებადი ვებ-გვერდის შექმნა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება სოციალური მედიის ელემეტები
– მარკეტინგული / PR კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმა – კონალტინგური კომპანიის მიერ მომზადდება კინოფესტივალის PR კომუნიკაციის გეგმა, რომელიც მოიცავს დეტალურ აქტივობებს / პრაქტიკულ ნაბიჯებს PR კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით
– სოციალური მედია მარკეტინგის გააქტიურება – შერჩეული იქნება ბლოგერი, რომელიც 3-4 თვის განმავლობაში დაგვეხმარება BIAFF ბლოგი (www.biaffbatumi.wordpress.com) და BIAFF ფეისბუქ გვერდის (www.facebook.com/biaffbatumi), პოპულარიზაციაში, წევრების მოზიდვაში

– BIAFF-ის პრომო-მასალების მომზადება – ფლაიერების ბეჭდვა, BIAFF-ის მცირე საინფორმაციო ბროშურების დაბეჭდვა, რომელიც დარიგდება სხვადასხვა ფესტივალებზე ახალი, თანამედროვე დიზაინის და ტექნოლოგიურად გამართული/ფუნქციონირებადი ვებ-გვერდის შექმნა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება სოციალური მედიის ელემეტები
– BIAFF-ის შესახებ პრეზენტაციების ორგანიზება – თბილისში და ბათუმის ინსტიტუტებში პრეზენტაციების ორგანიზება, კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის გავრცელების , პოპულარიზაციის და სტუდენტების ჩართულობის გააქტიურების მიზნით.
– BIAFF-ის 2012 წლის კინოფესტივალზე ბლოგერების კონფერენციის ორგანიზება – 2 დღიანი კონფერენცია 25 ბლოგერის მონაწილეობით თემაზე „სოციალური მედიის მნიშვნელობა კულტურული ღონისძიებების მარკეტინგში“
– BIAFF-ის 2012 წლის კინოფესტივალის გაშუქება ბლოგერების მიერ – 8 შერჩეული ბლოგერი 1 კვირის განმავლობაში მოახდენს კინოფესტივალის გაშუქეაბას სოციალურ მედიაში

2. კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და ორგანიზაციული განვითარება

• ტრეინინგების და სემინარების ჩატარება შემდეგ სფეროში:
– PR კომუნიკაციები – 6 დღიანი ტრენინგი. ტრენერი – ელდარ პირმასაშვილი (Peritus Group)
– სოციალური მედია მარკეტინგი – 5 დღიანი ტრენინგი; ტრენერი – ნოდარ დავითური
– ტრენინგი ფოტოგრაფიაში – 7 დღიანი ტრენინგი; ტრენერი – მოწვეული ტრენერები ისრაელიდან
– პროექტის მენეჯმენტი და საპროექტო წინადადების მომზადება – 6 დღიანი ტრენინგი
– ვოლუნტერების რექრუიტინგის სისტემის ჩამოყალიბება – მოწვეულ კონსულტანტთან ერთად შემუშვებული იქნება ვოლუნტერების რექრუიტინგის სისტემის კონცეფცია და კონკრეტული სამოქმედო გეგმა
– ვოლუნტერების შერჩევა და ტრენინგი – პარტნიორ უნივერსიეტეტებში შეირჩევა სტუდენტები, ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგები

3. აუდიტორიის გაზრდა და სტეიქჰოლდერების ჩართულობა

• კინოჩვენებები – BIAFF კლუბის ფარგლებში გაგრძელდება კინოჩვენებების ორგანიზება. ასევე დაგეგმილია რამდენიმე კინორეჟისორის/ხელოვანის (მათ შორის – დათო ტურაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, მიხეილ კობახიძე და ა.შ.) მოწვევა თბილისიდან და საღამოს ორგანიზება
• საგაზეთო ჩანართები – გაზეთ „ბათუმელებში“ 5 ჩანართის განთავსება, რომელშიც იქნება კინოს და ზოგადად ხელოვნების სფეროსთან დაკავშირებული სტატიები, ინტერვიუები და ა.შ.
• სტეიქჰოლდერების შეხვედრა „რეგიონში ფესტივალების განვითარების მნიშვნელობა და კინო ინდუსტრიის პერსპექტივები“ – კინოცენტრის, ბათუმის კინოფესტივალის, ქ. ბათუმის მერიის, კულტურის სამინისტროს, სხვადასხვა დონორების წარმომადგენლების მონაწილეობით
• თანამშრობლობის განვითარება პოტენციურ პარტნიორებთან – სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა.

4. BIAFF საზაფხულო კინოსკოლა
• საზაფხულო კინოსკოლის ორგანიზების პერიოდი – ივლისი, 2012 წელი,
• ხანგძლივობა – 9 დღე
• ჩატარების ადგილი – ბათუმი.
• მიზნობრივი ჯგუფი – ახალგაზრდა ქართველი (და კავკასიელი) კინემატოგრაფისტები (კინოსკოლის სტუდენტები). საზაფხულო კინოსკოლაში შეირჩევა მონაწილეები, რომლებსაც უკვე აქვთ ფილმის იდეა (მცირე მონახაზი რის გადაღებას აპირებენ) და ტრენინგის პერიოდში მოხდება ამ იდეების დამუშავებაც და ფილმის გადასაღებად სტუდენტების მომზადება.
• ფორმატი – კინოსკოლის ფარგლებში ჩატარებული სწავლება წარმოდგენილი იქნება ტრენინგი/ ვორქშოპების სახით, რომლებსაც ჩაატარებენ უცხოელი კინემატოგრაფისტები
• თემატიკა – კინორეჟისურა (რეჟისურის ტეორიული და პრაქტიკული საკითხები);
• საზაფხულო კინოსკოლის მონაწილეების ფილმები შემდეგში ნაჩვენები იქნება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნების კინოფესტივალებზე.

ტელ: 574-482181, 597-998272
ელ. ფოსტა: info@biaff.org
ვებ-გვერდი: www.biaff.org
სოც. მედია: www.facebook.com/biaffbatumi

მომზადებულია პრესრელიზის მიხედვით. batumelebi.ge მასალის შინაარსზე პასუხისმგებელი არ არის.

გადაბეჭდვის წესი