სიახლეები

ბათუმის ოპერის თეატრში წვიმს

30.05.2012
ბათუმის ოპერის თეატრში წვიმს

ავტორი:  ნათია ზოიძე

კოკისპირულ წვიმას ახალაშენებული ბათუმის ხელოვნების და კულტურის ცენტრი ვერ უძლებს. თვენახევრის წინ გახსნილ შენობაში წვიმის წყალი რამდენჯერმე ჩავიდა. წვიმისგან მარტო მე-4 სართული არ შელახულა. შენობაში შეღწეული წყლის ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ ნაჟღენთები მეორე სართულის ჭერსაც ეტყობა, წვიმის წყალი შენობაში რამდენიმე კუთხიდან აღწევს.

რა ზარალი მიაყენა წვიმამ შენობას, ხელოვნების ცენტრში ჯერ ვერ აკონკრეტებენ. აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძე ინფორმირებულია ამ ფაქტთან დაკავშირებით. იგი „ბათუმელებთან” ადასტურებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის და წყლის შეღწევის მიზეზი ეს გახდა. „შენობა დოკუმენტურად ჯერ ჩაბარებული არ არის“, – თქვა მინისტრმა, ამიტომაც მიყენებულ ზარალს მშენებელი კომპანია გადაიხდის.

გია აბულაძე: „ბათუმის კულტურის ცენტრთან დაკავშირებით ბოლოს ერთი ბრძანება მივიღე, შეწყდეს საკონცერტო წარმოდგენები, რადგან მეოთხე სართულის ღია აივნებზე მიმდინარეობს ფილაქნის დაგება.“

დაზიანებული შენობის გადასაღებად დღეს შენობაში ტელეკომპანია „მაესტროს” ჟურნალისტი არ შეუშვეს, მოტივად კი მინისტრის ბრძანება დაუსახელეს.

ჯერ კიდევ დაუსრულებელი შენობა ოფიციალურად 14 აგვისტოს გაიხსნა და საპრემიერო ჩვენებაც შედგა. ამონარიდი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებიდან, რომელიც მან ბათუმის ხელოვნების ცენტრში გააკეთა:  „ამ ყველაფერს აშენებენ ქართველები. თავიდან როცა დაიწყო ბათუმში აღმშენებლობა 80% მუშების იყო თურქები, ახლა თურქები ძალიანაც რომ ეძებოთ, შეიძლება ვერ იპოვოთ, ყველაფერს აკეთებენ ქართველები, ყველაზე მაგრად ვისწავლეთ მუშაობა, ესეც არის დიდი მიღწევაა“.

ბათუმის ხელოვნების და კულტურის ცენტრი ქართულმა კომპანია  „ანაგმა“ ააშენა. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ თავისი ბიუჯეტიდან ცენტრის მშენებლობისთვის დაახლობით 5 მილიონამდე ლარი გამოყო. დაახლოებით ერთი კვირის წინ ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს დამატებით ინვენტარის, საგრიმიორო ოთახის მოსაწყობად და სხვა ხარჯებისთვის 700 ათასი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი მიზნობრივად მილიონ 930 ათასი ლარი გამოუყვეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.