Batumelebi | ბათუმის საზაფხულო თეატრი 5 მილიონად ბათუმის საზაფხულო თეატრი 5 მილიონად – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის საზაფხულო თეატრი 5 მილიონად

ბათუმის-საზაფხულო-თეატრი

ბათუმში საზაფხულო თეატრის მშენებლობას დაიწყებენ. ამისთვის ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან 4,7000,0 ლარი უკვე გამოყოფილი აქვს თანხა გაწერილია”ისტორიული უბნების და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის” პროგრამის ფარგლებში.

ბულვარში ახალი საზაფხულო თეატრის პროექტის პრეზენტაცია არქიტექტორმა გოჩა გარუჩავამ აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს და ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს წარუდგინა. ახალი თეატრი ძველის ადგილზე აშენდება და მის არქიტექტურას თითქმის მთლიანად გაიმეორებს.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის განცხადებით ეს თანხა პროექტირების ხარჯებს არ შეიცავს. პროექტირების თანხა ადრე იყო გამოყოფილი.ჯერჯერობით მერიას ამ თანხის ათვისებაზე ტენდერი არ გამოუცხადებია, იმიტომ ,რომ როგორც ვანაძე განმარტავს პროექტირების სამუშაოები ახლახანს დასრულდა. მოესწრება თუ არა ტურისტული სეზონის დადგომამდე ახალი თეატრის აშენება? – ამ კითხვაზე პასუხი ვანაძის განმარტებით სხვა სამსახურის პრეროგატივაა.ბულვარში პროექტის პრეზენტაციაზე კი ითქვა რომ საზაფხულო თეატრის მშენებლობის დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.

„საზაფხულო თეატრი ბათუმელთათვის და ქალაქის სტუმრებისთვის ერთ–ერთ უსაყვარლეს თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. იგი თავის პირვანდელ ადგილზე ამიტომაც აშენდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობასა და მოხატვაზე ადგილობრივები დასაქმდებიან,“ – აღნიშნა ლევან ვარშლომიძემ.

საზაფხულო თეატრი 1947 წელს არქიტექტორების: კახა ჯავახიშვილისა და ბოგდან კირაკოსიანის პროექტით შესრულდა. იგი თავისი ეპოქისთვის შესაფერის – ეგრეთწოდებული “სტალინის ბაროკოს” სტილში იყო შესრულებული და 590 მაყურებელს იტევდა. შენობა 2001 წელს ხანძრმა გაანადგურა.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ახალი შენობა დიდი იქნება და 1100 მაყურებელს დაიტევს, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც თეატრალური, ასევე საესტრადო წარმოდგენების დადგმაც.

ბათუმში საზაფხულო თეატრის მშენებლობას დაიწყებენ. ამისთვის ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან 4,7000,0 ლარი უკვე გამოყოფილი აქვს თანხა გაწერილია”ისტორიული უბნების და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის” პროგრამის ფარგლებში.

ბულვარში ახალი საზაფხულო თეატრის პროექტის პრეზენტაცია არქიტექტორმა გოჩა გარუჩავამ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს და ბათუმის მერს რობერტ ჩხაიძეს წარუდგინა. ახალი თეატრი ძველის ადგილზე აშენდება და მის არქიტექტურას თითქმის მთლიანად გაიმეორებს.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის განცხადებით ეს თანხა პროექტირების ხარჯებს არ შეიცავს. პროექტირების თანხა ადრე იყო გამოყოფილი.ჯერჯერობით მერიას ამ თანხის ათვისებაზე ტენდერი არ გამოუცხადებია, იმიტომ ,რომ როგორც ვანაძე განმარტავს პროექტირების სამუშაოები ახლახანს დასრულდა. მოესწრება თუ არა ტურისტული სეზონის დადგომამდე ახალი თეატრის აშენება? – ამ კითხვაზე პასუხი ვანაძის განმარტებით სხვა სამსახურის პრეროგატივაა.ბულვარში პროექტის პრეზენტაციაზე კი ითქვა რომ საზაფხულო თეატრის მშენებლობის დასრულება ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება.

„საზაფხულო თეატრი ბათუმელთათვის და ქალაქის სტუმრებისთვის ერთ–ერთ უსაყვარლეს თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. იგი თავის პირვანდელ ადგილზე ამიტომაც აშენდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობასა და მოხატვაზე ადგილობრივები დასაქმდებიან,“ – აღნიშნა ლევან ვარშლომიძემ.

საზაფხულო თეატრი 1947 წელს არქიტექტორების: კახა ჯავახიშვილისა და ბოგდან კირაკოსიანის პროექტით შესრულდა. იგი თავისი ეპოქისთვის შესაფერის – ეგრეთწოდებული “სტალინის ბაროკოს” სტილში იყო შესრულებული და 590 მაყურებელს იტევდა. შენობა 2001 წელს ხანძრმა გაანადგურა.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ახალი შენობა დიდი იქნება და 1100 მაყურებელს დაიტევს, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც თეატრალური, ასევე საესტრადო წარმოდგენების დადგმაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge