„ბატონო ირაკლი, თქვენ მოკლე მეხსიერება გაქვთ”
ავტორი: ნათია ზოიძე
კრიტიკა ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა ამავე საკრებულოს თავჯდომარისგან გიორგი კირთაძისგან დაიმსახურა. შეფასება – „ბატონო ირაკლი თქვენ მოკლე მეხსიერება გაქვთ”, იმ კითხვებს მოჰყვა, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბათუმში პარკირების საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით დღეს სხდომაზე დასვა.
ბათუმის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით სარგებლობის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ტარიფების თანახმად, პარკინგით სარგებლობის ერთკვირიანი ბარათი 4-ის ნაცვლად 7 ლარი ეღირება, ერთწლიანის კი 40-ის ნაცვლად 80 ლარი. პარკინგის გაზრდილი საფასური ძალაში 10 თებერვლიდან შევა. „ავტომანქანის მეპატრონეს, რომელსაც ერთიანად 80 ლარი არა აქვს, მას შუძლია 6 თვის ფული გადაიხადოს 45 ლარი“– განმარტავს საკრებულოს თავჯდომარე გიორგი კირთაძე.
რამდენად არის ეს შეღავათი ძნელი გასაგებია, რადგანაც გამოდის, რომ მას ვისაც ფული არ აქვს, ჯამში 10 ლარით მეტი უნდა გადაიხადოს. კირთაძე ამ ფორმულირებას არ ეთანხმება: „აპრობირებულია, როცა მოკლე ვადიან მომსახურებას იღებ უფრო მეტს იხდი“.
რა იყო პარკირების ადგილების საფასურის გაზრდის მოტივი?
გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა დასახვეწი და ეს სფერო უნდა განვითარდეს, „მართალია ქალაქის ბიუჯეტიდან ამ პრობლემის მოსაგვარებლად 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ პარკირების საფასურის გაზრდითაც მივიღებთ დამატებით შემოსავლებს, რომელიც ისევ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაიხარჯება“.
სწორედ დამატებითი შემოსავლების გამჭირვალედ ხარჯვაში ეპარება ეჭვი რესპუბლიკელ ირაკლი ჩავლეიშვილს: „შეიძლება აიპის ხელმძღავნელმა 14 000 ლარიც კი დაინიშნოს ხელფასი, არ არსებობს გარანტია ამ თანხების გამჭირვალედ ხარჯვის და შესაძლებელია აიპის ანგარიშიდან თანხა არჩევნების დროს მმართველ პარტიის ანგარიშზეც აღმოჩნდეს“.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს შპს “ბათუმის პარკინგის” ხელმძღვანელად ზაზა ნაჭყებია დანიშნეს.
„ბათუმის პარკინგი“ კი ჯერ არ გაუქმებულა, ამიტომ ნაჭყებია ორივე ორგანიზაციას ერთდროულად უხელმძღვანელებს. მას ორ თანამდებობაზე ერთდრულად მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. რამდენიმე თვის განმავლობაში მას „ბათუმის პარკინგის და ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა მანამ ეკავა, სანამ ვიცე-მერს ავთანდილ დარჩიას ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე გადაიყვანდნენ.
დღესვე განისაზღვრა ტაქსების პარკირების ადგილები და ამ ადგილების საგებლობის საფასურიც. სპეციალურად ტაქსებისთვის 450-მდე ადგილი გამოიყო, პარკირების საფასური ტაქსის მძღოლებისთვის თვეში 30 ლარია.
სხდომაზე ასევე სხვადასხვა დაწესებულებებისთვის პარკირების ადგილების ნორმატიული საფასური დადგინდა. პარკინგის მოწყობისთვის დაწესებულებებმა წლის განმავლობაში ერთი კვადარტული მეტრის მიწის ნაკვეთზე 50 ლარი უნდა გადაიხადონ.
ბათუმისგან განსხვავებით დედაქალაქში წლის განმავლობაში პარკირების ადგილებით სარგებლობის საფასური მხოლოდ 40 ლარს შეადგენს.