სიახლეები

ბათუმის ნავსადგურთან დელფინი გამოირიყა

30.05.2012
ბათუმის ნავსადგურთან დელფინი გამოირიყა

ავტორი: ქეთი ლაბაძე ბათუმის ნავსადგურთან მეთევზეებმა დღეს დილით გარდაცვლილი დელფინი იპოვეს. მეთევზეთა თქმით დელფინი ბადეში გაება და გაიგუდა.   თვითმხილველები იმასაც ამბობენ რომ მსგავსი შემთხვევა ადრეც მომხდარა, ამის მიზეზად კი ზღვაში ჩაშვებულ ბადეებს მიიჩნევენ: „ეს ბრაკონიერობაა, მთლიან ზოლზე ჩაშვებული აქვთ ბადეები, ადგილობრივ მოსახლეობას თევზაობა აღარ შეგვიძლია ბადეები გვიშლის ხელს, სამწუხაროდ ბადეებს ღამითაც ტოვებენ  დელფინები ვერ ამჩნევენ ბადეს და იღუპებიან” – გვითხრა  პირად საუბარში ერთ-ერთმა მეთევზემ.ნავსადგურზე ამ დრომდე არ მისულან გარემოს დაცვის ინსპექციიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.