მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ვიზრდებით მთელი მსოფლიოს ტენდენციის საწინააღმდეგოდ“

„ჩვენ ალბათ თითქმის 7 %-ით გავიზრდებით ეკონომიკურად მაშინ, როცა თურქეთმა 2-ჯერ შეამცირა პროგნოზი, რუსეთმა 2-ჯერ თუ 3-ჯერ, ევროზონის ქვეყნებში 2-3-ჯერ შემცირდა პროგნოზი. ჩვენ ვიზრდებით მთელი მსოფლიოს ტენდენციის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საჯარო მოხელეებთან სატელევიზიო შეხვედრის დროს.

Continue reading “მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ვიზრდებით მთელი მსოფლიოს ტენდენციის საწინააღმდეგოდ“”

მიხეილ სააკაშვილი: „სასამართლოს ჩვენი საზოგადოების 60 პროცენტი ენდობა”

[youtube https://www.youtube.com/watch?v=jN5Gw5Pe0Yo&w=425&h=349]

საქართველოს პრეზიდენტმა მოსამართლეებს საკონსტიტუციო სასამართლოს 15 წლის უიბილე მიულოცა და განაცხადა, რომ მოსახლეობა ახლა უფრო მეტად ენდობა სასამართლოს: „თუ ხუთი წლის წინათ სასამართლოს, დაახლოებით, სამჯერ ნაკლები ადამიანი ენდობოდა,  ვიდრე, ვთქვათ, საქართველოს პოლიციას, დღეს სასამართლოს ენდობა, თუ არ ვცდები, ჩვენი საზოგადოების 60 პროცენტი. ეს ძალზე მაღალი მაჩვენებელია, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ, ჩვეულებრივ, მოქალაქეების აბსოლუტური უმეტესობა სასამართლოს ვერ ხედავს და მასზე წარმოდგენა ექმნება რომელიმე ჭორიკანა ტელევიზიის გადაცემებით ან რომელიღაც გაზეთის ბინძური ინსინუაციებით.”- თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს უკვე შეხვდა

საქართველოსა და შევიცარიის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ პირველი კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. სერგი კაპანაძის განცხადებით,შვეიცარიის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ტექსტი უცვლელი რჩება.
რუსეთმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ითხოვა.
საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტებს შეხვედრა ბათუმში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიშელინ კალმი-რეის შეხვდა.ქართული მხრიდან შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც ესწრებოდნენ.შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.კომენტარები პრეზიდენტების მხრიდან არც შეხვედრის შემდეგ გაკეთებულა..ინფორმაციას შეხვედრის თაობაზე პრეზიდენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა . Continue reading “მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს უკვე შეხვდა”

მიხეილ სააკაშვილი -“ეს კაცი ბოლოს და ბოლოს გაათავისუფლეთ სამსახურიდან“

პრეზიდენტმა ონიშენკოს “ვიღაც მანიაკი” უწოდა
“ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე კუს ნაბიჯებით გავდივართ. ამ კაცს ამდენი წელი ჰქონდა, რომ რაღაც გაეკეთებინა. რაღაც სასამართლო პროცესები მოვიგეთ და ეს კარგია, მაგრამ რეალურად წარმოუდგენელი პოტენციალი არსებობს ჩვენი ღვინისთვის და აღარ უნდა ისმებოდეს საერთოდ კითხვა, გავალთ თუ არა რუსეთის ბაზარზე. ვიღაც მანიაკ ონიშენკოზე უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული, წავა თუ არა ჩვენი ღვინო სადმე, როცა ქართულ ღვინოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს”-განაცხადა დღეს პრეზიდენტმა ბათუმში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე. ვაზის და დეპარტამენტის „ სამტრესტის”
ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე უკვე განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნულმა მინისტრმა ზაზა გოროზიამ თქვა, რომ ვაკანსიაზე ღია კონკურსს გამოაცხადებს და მასში მონაწილეობის მიღება ყველა კანდიდატს შეეძლება .

მიწისძვრით დაზარალებული ქართველები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მალე საქართველოში შემიყვანენ ორ მოქალაქეს, რომლებიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ.
Continue reading “მიწისძვრით დაზარალებული ქართველები”

მინისტრის მეგობარი

ჟურნალისტური გამოძიება ვანო მერაბიშვილის მეგობარი ბიზნესმენის საქმიანობაზე
https://www.youtube.com/watch?v=8xDdy5M2WrI

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება

ჟურნალისტური გამოძიება ვანო მერაბიშვილის მეგობარი ბიზნესმენის საქმიანობაზე
https://www.youtube.com/watch?v=8xDdy5M2WrI

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება

მინისტრის აღსარება, ანუ როგორ დაიჯერა გოგა ხაჩიძემ, რომ ლაზიკა ზღაპარი არ არის

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ისე, შემთხვევით ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის, ვინ არის საქართველოში ყველაზე მაგარი მინისტრიო – ვუპასუხებდი, რომ ყველაზე მაგარი გოგა ხაჩიძეა. უფრო მეტიც, ვუპასუხებდი, რომ ის უნიკალურია. ვინც ჩემსავით არ ფიქრობთ, წინასწარ აგრესიულად ნუ განეწყობით, რადგან არ ვგულისხმობ იმას, რომ ის საქართველოში მოქმედ მინისტრებს შორის ყველაზე კარგად მღერის, ან ყველაზე მაგარ მუსიკას ქმნის – შესაძლოა ეს საკითხი სადავო იყოს. ჩემთვის ბატონი გოგა მხოლოდ იმიტომაა უნიკალური, რომ ის ყველა დანარჩენი მინისტრისგან განსხვავებით ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობს. მაშინ, როცა სხვა მინისტრები პრეზიდენტის მსგავსად ამტკიცებენ, რომ საქართველოს არათუ გადასარჩენი არაფერი სჭირს, არამედ დღითიდღე შენდება და მშვენდება, გოგა ხაჩიძეს სხვა სადარდებელი აქვს. გარემოს დაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას დღეს ურთულესი ამოცანა უდგას: „როგორ გადარჩეს“. Continue reading “მინისტრის აღსარება, ანუ როგორ დაიჯერა გოგა ხაჩიძემ, რომ ლაზიკა ზღაპარი არ არის”

მინისტრი წავიდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ლევან ანთაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ყოფილმა მინისტრმა TV 25 -თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ გარემოს შეცვლა სურს და ამ ატაპზე დასვენებას აპირებს.
ლევან ანთაძე 2008 წლიდან მუშაობდა მინისტრის პოსტზე. მანამდე იგი ბათუმის მერის მოადგილედ და ბათუმის „წყალკანალის“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა.

მილიარდერი ქართულ პოლიტიკაში, 3 წლით

მოამზადა ნათია ზოიძემ
ქართველი მილიარდერი, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გაუჩნდა, მზად არის, 14 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირველად ღია ეთერში გამოჩნდეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხოს. სანამ ქართული მედია მსჯელობს, იყო თუ არა კორექტული მედიისადმი გაგზავნილ მიმართვაში ივანიშვილი, საერთაშორისო მედია აქცენტს „უჩინარი მილიარდერის პროდასვლელ სააკაშვილისთვის“ გაგზავნილ გამოწვევაზე აკეთებს.

Continue reading “მილიარდერი ქართულ პოლიტიკაში, 3 წლით”

მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა ბათუმში

ავტორი: ნათია ზოიძე
[slideshow]
დღეს, დილიდან მიკროავტობუსების მძღოლების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა და სამარშუტო ტაქსები ბათუმის მერიის წინ გააჩერეს. ბათუმის საკრებულოს დღეს მერიის ახალი ინიციატივის განხილვა აქციის და შეძახილების ფონზე მოუწევს. საკრებულომ რამდენიმე საათში მიკროავტობუსებისთვის „სამგზავრო ნებართვის გაცემის კონკურსის“ ჩატარების წესსა და სანებართვო მოწმობის ფორმების საკითხს უნდა უყაროს კენჭი.
ახალი რეგულაციები მკაცრდება და მერია გეგმავს, რომ მისი მიღების შემდეგ, სამარშუტო მიკროავტობუსების რაოდენობა 663-დან 420-მდე შემცირდება. Continue reading “მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა ბათუმში”

მთავრობის გაფართოებული სხდომა ბათუმში

ხელისუფლების 5წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართება .რამდენიმე წუთში ბათუმის თეატრის შენობაში მთავრობის გაფართოებული სხდომა დაიწყება, სხდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაუძღვება, მთავრობის წევრების გარდა სხდომას გუბერნატორები ,საქართველოს პარლამენტის წევრები და ბიზნესმენები დაესწრებიან .სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურულია.

მთავარი თემები „ბათუმელებისგან“

ავტორი: ეთერ თურაძე
„გაზეთ ბათუმელების“ 2011 წლის პირველ ნომერში იმაზე დაიწერა, რომ აზიზიეს მეჩეთის აგება იგეგმებოდა ბათუმში. სტატიაში სათაურით „მეჩეთი – მომხრე და წინააღმდეგი“ „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები. გამოკითხულთა თითქმის 50 პროცენტი ამბობდა, რომ არ იყო წინააღმდეგი მეჩეთის მშენებლობის, 50 პროცენტზე ცოტა მეტი კი – კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. საბოლოო ჯამში ეს პროექტი შეჩერდა. საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის წარმოებული მოლაპარაკების საბოლოო შედეგები ამ საკითხზე საზოგადოებისთვის უცნობია. Continue reading “მთავარი თემები „ბათუმელებისგან“”

მექსიკაში და ბოლივიაში ადამიანები ახალ წელს ფერადი ტრუსებით ხვდებიან

 ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) დავით გოგიტიძე

ყველა ერს განსხვავებული ტრადიცია აქვს, რომელიც არ გააჩნია ყველა ქვეყანას და რომელიც წარმოადგენს უპირატესობას სხვა ერისადმი. ტრადიცია ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები და ყოფაქცევის ნორმებია, მისი მაგალითია ადამიანის მოპყრობის, მოქცევის ან მისალმების განსხვავებული ფორმები სხვადასხვა საზოგადოებაში. ტრადიცია შესაძლოა გავრცელებული იყოს გარკვეული სოციალურიჯგუფის (ერის) შიგნითანთაობაში. მსგავსი ტრადიციების მქონესოციალური ჯგუფები აყალიბებენ კულტურას. ინსტიქტისაგან განსხვავებით ტრადიცია თანდაყოლილი არაა, ის იქმნება გარკვეული ხნის განმავლობაში. Continue reading “მექსიკაში და ბოლივიაში ადამიანები ახალ წელს ფერადი ტრუსებით ხვდებიან”

მეტრო ბათუმის თეატრში

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ბათუმის დრამატულ თეატრში რეჟისორი გაგა გოშაძე ახალ სპექტაკლს დგამს. „მეტრო” – ასე ერქმევა სპექტაკლს, რომლის ინსცენირება თავად რეჟისორს ეკუთვნის.

„მეტროს ვაგონში ხდება მთელი მოქმედება. შედის ორი ხულიგანი და აწიოკებს იქაურობას. არავინ შიშით ხმას არ იღებს, ეშინიათ თვითონ მათაც არ შეეხონ. სხვისი ჭირი კედელს ჩხირიო – დაახლოებით ამაზეა პიესა. მე მგონია, რომ ძალიან აქტუალურია დღეს ეს თემა. ნაკლებად გვაღელვებს ერთმანეთის ბედი. ყველანი გამოკეტილები ვართ ჩვენ-ჩვენ ნაჭუჭში. ოღონდ ჩვენ არ შეგვეხოს რამე და სხვის გამო არავინ ხმას არ ვიღებთ,” – ამბობს „ბათუმელებთან” საუბრისას გაგა გოშაძე.

სპექტაკლის ინსცენირება 1967 წელს გადაღებული ფილმის – The Incident (რუსულ თარგმანში Инцидент, или Случай в метро) მიხედვით გაკეთდა. ორიგინალი ფილმის სცენარის ავტორი ნიკოლას ბაერია, რეჟისორი კი – ლარი პირსი.
„მეტროს“მუსიკალურადაც გაგა გოშაძე გააფორმებს. სპექტაკლში 15 მსახიობია დაკავებული.

„შესაძლოა რაღაც ცვლილება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე დასის შემადგენლობა ასეთია: დათო წერეთელი, დათო ჯაყელი, ტიტე კომახიძე, ნინო კვიტაიშვილი, მერი ნაკაშიძე, ლევან თედორაძე, მანუჩარ შერვაშიძე, ნინო საკანდელიძე, გიორგი ფირცხალაშვილი, გოგიტა მეგრელიძე, კახა კობალაძე, ზაზა ზოიძე, დიანა ჩახუნაშვილი, ლაშა კონცელიძე და ზურა ქავთარაძე,”- განაცხადა გაგა გოშაძემ.
სპექტაკლზე მუშაობა დასმა 7 მარტს დაიწყო. რეჟისორის განცხადებით, პრემიერა სავარაუდოდ ერთ თვეში, აპრილის პირველ ნახევარში შედგება.
 
მეტალ ფესტივალის მოტყუებული მაყურებელი

განაწყენებულმა Dark Tranquility-იმ სცენა  დროზე ადრე დატოვა

ავტორი: ლელა დუმბაძე

<!** Image 1 align="right" width="335" height="500" >გუშინ ბათუმში Global east rock festival-ი გაიხსნა. კონცერტი დაახლოებით რვა საათის დაგვიანებით დაიწყო და ყოველგვარი ოფიციალური განცხადების გარეშე, ერთიანად შეიცვალა პირველი დღის მონაწილეთა სიაც. ნაცვლად რვა ჯგუფისა:  Tanelorn

(საქართველო),Signs  (საქართველო), Carthagods (ტუნისი), Moribund oblivion  (თურქეთი),Cemetary of scream  (პოლონეთი),W.H.I.T.E.  (უკრაინა), Dark tranquility (შვედეთი) და Sabaton (შვედეთი) – ფესტივალის გახსნაზე მხოლოდ Sabaton, Dark Tranquility  და Moribund oblivion  გამოვიდნენ.

გარდა იმისა, რომ ორგანიზატორებმა თავდაპირველად შეპირებული, ბრაზილიური, Heavy metal ჯგუფის -Sepultura -ს ჩამოყვანა ვერ მოახერხეს, რის გამოც განაწყენებულმა მსმენელმა, ბილეთების ღირებულების ანაზღაურებაც კი მოითხოვა მათგან,  გუშინ დილით, ყველასათვის მოულოდნელად მათ, ფესტივალის ჩატარების ადგილიც შეცვალეს – ნაცვლად ანგისის სტადიონისა, კონცერტი ერას მოედანზე, რამოდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.

Continue reading “მეტალ ფესტივალის მოტყუებული მაყურებელი”

მერიის პრესცენტრი დაცვის ამპულაში

ქეთი ლაბაძე

VID00039

დღეს ბათუმის ბულვარში აქცია “საჭესთან ფრთხილად!” გაიმართა, რომელიც ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის ინიციატივით. ბათუმელი სტუდენტებთან ერთად საზაფხულო ავტობუსიდან სანდრა რულოვსიც არიგებდა ფლეიერებს.

ამ პროცეს ყველა ნაციონალური არხი აშუქებდა. მე კი რატომღაც ამიკრძალეს გადაღება, ბიჯის წარდგენა და გადაღებული მასალის წაშლა მომთხოვეს. ავუხსენით, რომ `ბათუმელების~ სტაჟიორები ვიყავით, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი თან არ გვქონდა, ამიტომ რედაქციაში მოსვლა და ინფორმაციის დაზუსტება შევთავაზეთ. ამის მიუხედავად ფოტოები მაინც წაგვაშლევინეს.

ამ პროცესში თავისი წვლილი ბათუმის მერიის პრეს სამსახურის უფროსმა ირინა შერვაშიძემაც შეიტანა. ის სანდრა რულოვსის დაცვას გამოექომაგა. ალბათ სანდრა რულოვსი რომ არ წასულიყო იმ წუთებში ბულვარიდან, არ მოგვეშვებოდნენ. ჩემი ჟურნალისტური პრაქტიკის განმავლობაში ამ ქალბატონს უკვე მეორედ გადავეყარე. მაშინ პრეზიდენტის დაცვას “ექომაგებოდა”

VID00040

მერია კანონს არღვევს

 ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ბათუმისათვის“ წევრები აცხადებენ, რომ მერია მის მიერვე მიღებულ კანონს არღვევს. საკითხი პარკირების საფასურის გადახდას შეეხება. 31 იანვრის სხდომაზე, საკრებულომ მიიღო დადგენილება პარკირების საფასურის  გაზრდის შესახებ. ამ ცვლილების მიხედვით, პარკირების საფასური თითქმის 100 პროცენტითაა გაზრდილი. დადგენილება, კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ უნდა ამოქმდებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, მოქალაქეებს მერია საშუალებას არ აძლევს პარკირების საფასური ძველი ტარიფით გადაიხადონ. „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ მერიამ ახალი კანონის ამოქმედებამდე, ბანკებს პარკირების საფასურის მიღება აუკრძალა. „მერიას შეუძლია მანქანის მფლობელი დააჯარიმოს საფასურის გადაუხდელობის გამო, თუმცა მომხმარებელს არ ეძლევა საშუალება რომ მოსაკრებელი გადაიხადოს, რადგან ყველა კომერციულ ბანკში დაიგზავნა წერილები პარკინგის საფასურის გადახდის შეჩერების შესახებ“. ფრაქციის წევრების განცხადებით, ეს არის კანონის დარღვევა, რადგან მერიამ წინსწრებად მოახდინა დადგენილების ამოქმედება. „მიუხედავად ჩვენი პროტესტისა, რომ არ გაძვირებულიყო პარკირების მოსაკრებელი, მერიამ არ გაითვალისწინა თანამოქალაქეების ინტერესებიც. პირიქით, კიდევ უფრო შორს წავიდა და დაარღვია კანონი. ჩვენ მოვითხოვთ იმ პირების პასუხისმგებლობას, რომლებმაც კანონზე მაღლა საკუთარი თავი დააყენეს, მოქალაქეები დააზარალეს და შეუზღუდეს კანონიერი უფლება“.ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ მერიის ამ ქმედებას, სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მელანომა – სიმსივნეების „დედოფალი“

თეიმურაზ გოგიტიძე, ონკოლოგი

კანის კიბო ისეთი სიმსივნეა, რომლის აღმოჩენა თვითგამოკვლევითაც შეიძლება, რადგან, უმეტეს შემთხვევაში ის ხილულ ადგილას ვითარდება. ამავდროულად კანის კიბოს ისეთი სახეობა, როგორიცაა მელანომა (შავი სიმსივნე), სიმსივნეთაგან ყველაზე აგრესიული და ყველაზე საშიშია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს მის მიმართ, როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებს. მელანომას „სიმსივნეების დედოფალსაც“ უწოდებენ და მისი მთავარი მზაკვრობა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე ზომის, თითქმის უხილავ წარმონაქმნსაც შეუძლია სასიკვდილო მეტასტაზების განვრცობა. მეორე მხრივ, ადრეულად აღმოჩენის და დროულად მკურნალობის შემთხვევაში ის განკურნებადია. სწორედ დროულად აღმოჩენას ემსახურება თვითგამოკვლევა.

რა და როგორ უნდა გამოვიკვლიოთ: ჩვეულებად აქციეთ კანის პერიოდული დათვალიერება (სასურველია თვეში ერთხელ). კანზე საეჭვო წარმონაქმნი ჩნდება სხეულის არა მხოლოდ ღია, მზისგან დაუცველ, არამედ ტანსაცმლით დაფარულ ადგილებზეც. ასე რომ, დაათვალიერეთ კანი მთლიანად, სხეულის წინა და უკანა მხარე. უმჯობესია, სარკეში თქვენს სხეულს მთელ სიგრძეზე ხედავდეთ. დაათვალიერეთ თქვენი სახე – ცხვირი, ტუჩები, პირი და ყურების წინა და უკანა ზედაპირი. შეამოწმეთ თქვენი ხელები, მათი გარეთა, შიდა ზედაპირი და თითებშორის არეები. ასწიეთ ზევით იდაყვები, დაათვალიერეთ მკლავების შიდა ზედაპირი და იღლიები. ფოკუსირება გააკეთეთ კისერზე, გულმკერდსა და სხეულის ზედა ნაწილზე. ქალებმა უნდა შეამოწმონ სარძევე ჯირკვლების დაფარული არეები. გამოიყენეთ პატარა სარკე კისრის უკანა ზედაპირისა და ზურგის დასათვალიერებლად.

ვინ არის რისკის ქვეშ? Continue reading “მელანომა – სიმსივნეების „დედოფალი“”

მედიაკოორდინატორის ვაკანსია პრესკაფეში

სოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ აცხადებს ვაკანსიას მედიაკოორდინატორის ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.

ვაკანსია ცხადდება პროექტის- ,,დემოკრატიული იდეების განვითარებასაქართველოში‘’პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია NED-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

ანაზღაურება: 140 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში;

Continue reading “მედიაკოორდინატორის ვაკანსია პრესკაფეში”

მედია ჯგუფი „აჭარა P.S“ ქობულეთის პოლიციის უფროსს უჩივის

დღეს მედია ჯგუფმა „აჭარა P.S.“ ქობულეთის პოლიციის უფროსის, დავით ბეჟანიძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და გენერალურ პროკურატურაში.

მედია ჯგუფი პოლიციელს ჟურნალისტ სულხან მესხიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ედავება. ინციდენტი 6 აპილს მოხდა, როცა ქობულეთში რატი მეგრელიძის ოჯახის გამოსახლების მცდელობას ჰქონდა ადგილი. Continue reading “მედია ჯგუფი „აჭარა P.S“ ქობულეთის პოლიციის უფროსს უჩივის”

მე-12 კლასელო!

ავტორი:ეთერ თურაძე
მაინც ვერ ჩააბარებ და წადი

ბათუმის სკოლებში 2011 წლის შედეგებს აჯამებენ. ვისთვის შიდა გამოცდები თუ ტესტირება, ვისთვის კი აკადემიური ხარისხის მონიტორინგი დასრულდა. ეს შეფასების ახალი ფორმაა და მისი შედეგები განსაზღვრავს როგორც მეთორმეტეკლასელების, ისე სკოლის დირექტორების ბედს. მოსწავლეებმა უკვე იციან ატესტატის, ანუ ეროვნული გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით რა შანსები აქვთ. გარკვეულმა ჯგუფმა კი გაიგო, რომ მათთვის უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნება დასრულდა. Continue reading “მე-12 კლასელო!”

მე რომ წიგნის პერსონაჟი ვიყო

ვიდეო მომზადებულია ანანო იაშვილის მიერ, სტუდია „თვითმხილველის“ პროექტის ფარგლებში.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=Ern3vuZwP6o&w=560&h=349]

ვიდეო მომზადებულია ანანო იაშვილის მიერ, სტუდია „თვითმხილველის“ პროექტის ფარგლებში.

[youtube https://www.youtube.com/watch?v=Ern3vuZwP6o&w=560&h=349]

მდინარეებს სუნთქვა უჭირთ

ცაგო კახაბერიძე  

„წყალში ჩაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ზემოქმედებს იქ არსებულ ცოცხალ რესურსებზე და უარყოფით გავლენას ახდენს ზღვის ეკოსისტემაზე. ხშირად ამ ნარჩენებით იკვებებიან თევზები, რაც მათ ქსოვილებში არასასურველ ნივთიერებათა დაგროვებას, მოწამვლას ან დაავადებას იწვევს…“  – სპეციალისტები სიტუაციას საგანგაშოდ აფასებენ, გარემოს დაცვის ინსპექციას კი 2010 წლის განმავლობაში აჭარაში წყლის დაბინძურების ერთი ფაქტიც არ გამოუვლენია.

Continue reading “მდინარეებს სუნთქვა უჭირთ”

მდინარეების „დამორჩილების“ წელი

მანანა ქოჩლაძემანანა ქოჩლაძე, „მწვანე ალტენატივა“
2011 წელი ისეთივე პრობლემატური აღმოჩნდა გარემოსდაცვის სექტორისთვის, როგორც წინა წლები, კვლავაც წარმატებით გაგრძელდა არსებული გარემოსდაცვით პრობლემების მიჩქმალვის, ეკონომიკური მოგების წინ წამოწევისა და მსოფლიოში აღიარებული გარემოსდაცვითი პრინციპების უგულვებელყოფის ტენდენცია. Continue reading “მდინარეების „დამორჩილების“ წელი”

მასწავლებლად დაბადებული

ვალენტინა (ვალია) ხომერიკი
მასწავლებელი! დიდებულად ჟღერს! რამდენი სიტბო და სიყვარული, რამდენი შრომა და რუდუნება, ფიქრი და რწმენა. ძიება და შემოქმედებაა ჩადებული ამ სიტყვაში! საუკუნეების მანძილზე დიდი რიდით, მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ ამ სახელის მატარებლებს, თავანს სცემდნენ და აფასედნენ მას, რადგან ღრმად სწამდატ, რომ მატი მომავალი მასწავლებლის თვალსა და გონებაზე იდგა. მის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება, მოზარდი თაობის სწავლა-განატლება. მასწავლებელი იყო მუდამ მოზარდი თაობისთვის ცოცხალი მაგალითი, მისი თიტოეული ნაბიჯი, ქმედება, ქცევა სამაგალიტო იყო ყოველთვის. სამშობლოსა და ხალხის ზნე-ჩვეულებისა და ადათ-წესებისადმი სიყვარულს არსებითად მისგან სწავლობდნენ ახალგაზრდები. სწორედ ასეთ პედაგოგთა რიცხვს ეკუთვნოდა ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელი, მრავალი მადლობის ბარათის, ჯილდოსა და სიგელის მფლობელი ვალენტინა (ვალია) ხომერიკი. Continue reading “მასწავლებლად დაბადებული”

მანსარდა კულტურული მეკვიდრეობის ძეგლზე

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ბათუმში, აბაშიძის 49 ნომერში მდებარე კულტურული მეკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. შენობაში ამ დრომდე თოჯინების თეატრი იყო განთავსებული. როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გუბაზ ვარშალომიძე ამბობს ძეგლს მხოლოდ მანსარდას დააშენებენ.

„პროექტი შეთანხმებულია უკვე, გასულია კომისიაზე, ზემოდან ალბათ დაედგმება მანსარდის ვარიანტი, ფართის გადიდების მიზნით. 8 მეტრი და 40 სმ არის მანსარდის სიმაღლე. ფასადი იქნება აბსოლუტურად ხელუხლებელი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ყველანაირი კანონისდაცვით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დოკუმენტაცია არის აბსოლიტურად გამართული,“ – განაცხადა გუბაზ ვარშალომიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული შენობა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. ძეგლის სააღრიცხვო ბარათში მითითებულია რომ შენობა მაღალი არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა.

„შენობის თავდაპირველი, მარცხენა ნაწილი მდიდრულად არის გაფორმებული მოდერნის სტილის ელემენტებით. ნაგებობის საერთო გადაწყვეტა, ნაძერწი, თუ ნაკაწრი დეკორატიული ელემენტების ორიგინალური კომპოზიცია და დახვეწილი შესრულება, ბათუმის არქიტექტურულ ძეგლთა შორის მნიშვნელოვან ადგილს მიუჩენს მას,“ – მითითებულია ძეგლის სააღრიცხვო ბარათში, რომელიც ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილის მიერაა შედგენილი 2004 წელს.

მამუკა ღლონტმა მედიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ტელეკომპანია “მაესტროს” მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ განახლდა და რამდენიმე წუთში კვლავ გაითშა. მაყურებელს პირდაპირ ეთერში ტელეარხის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა მიმართა. მან “მაესტროში” მიმდინარე მოვლენებს ოპერაცია “იმედი 2” უწოდა. მისი თქმით, ახლა არის ტელეარხის დახურვის მცდელობა. Continue reading “მამუკა ღლონტმა მედიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა”

მალხაზ ზარქუას ოლიმპიური ლიცენზია

ავტორი: მირანდა მიქაძე

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ფალავნებმა 12-18 სექტემბერს სტამბულში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლონდონის ოლიმპიადის ოთხი ლიცენზია მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგაშვილი (84), დავით მოძმანაშვილი (120). Continue reading “მალხაზ ზარქუას ოლიმპიური ლიცენზია”

მალე ბათუმში უნიფორმიანი სამარშუტო ტაქსის მძღოლები გამოჩნდებიან

ავტორი: ნათია ზოიძე
ბათუმის მერია სამარშუტო ტაქსებისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს
1.როცა გაეღვიძებათ მაშინ მოდიან;
2. როცა უნდათ მაშინ წყვეტენ მუშაობს;
3.სადისპეჩერო საქმიანობის წესი ირღვევა;
4. სადაც უნდათ იქ აჩერებენ;
5.ხაზების ყიდვა-გაყიდვა გადაიქცა კორფციის წყაროდ, როცა რეალურად მხოლოდ მერიაა სამარშუტო ხაზის მფლობელი და არა კონკრეტული პირი, რომელიც ამ ხაზს ხან 5000, ხან – 6 ათას დოლარად ყიდის. Continue reading “მალე ბათუმში უნიფორმიანი სამარშუტო ტაქსის მძღოლები გამოჩნდებიან”

მათ, ვისაც აწუხებს თანდაყოლილი გულის მანკი

„ვინც იცნობთ ბავშვებს, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი გულის მანკი, გთხოვთ გააგებინეთ მათ ახლობლებს, რომ საქართველოში ჩამოდის უცხოელი ექიმი, რომელიც მათ ჩაუტარებს ოპერაციებს უფასოდ. მსურველებმა მიწერეთ ინბოქსში გვანცა ჟურულს და დაგაკონტაქტებთ. გთხოვთ გაავრცელეთ, რომ დავეხმაროთ ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ ეს ოპერაცია“, – ეს ინფორმაცია ბოლო დღეებში ფეისბუქით ვრცელდება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გვანცა ჟურულს, რომლის ინფორმაციითაც, ოპერაციები ჩატარდება „ქირურგიის ინსტიტუტში (დიღომში) მესამე სართულზე, კლინიკა ღია გულ-ში. უცხოელი ქირურგი საქართველოში იქნება 11 და 12 ნოემბერს. სასურველია, რაც შეიძლება მალე მიხვიდეთ“.

გვანცა ჟურულის ცნობით, ამ ოპერაციების საქმის კურსში ქირურგი დავით მიქელაძეა.

მადლობა და ნახვამდის

ნაირა ჯანელიძე მე-16 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდას უკვე ერთწლიანი ისტორია აქვს… თუმცა, კამათი იმაზე, გვჭირდება თუ არა იგი, ჯერაც არ წყდება. ყოფნა-არყოფნასავით დაუმძიმდა საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი, მით უფრო რომ სტატისტიკა თვალის მომჭრელი არ არის. დიდი ამბიციით დახუნძლული ხელისუფლება 11%-ით თავს ვერ მოიწონებს, ნამდვილად ცოტაა და ვფიქრობ, არც რეალობას ასახავს. იმ გამოცდაზე გასული, წარმატებულიცა და წარუმატებელიც, აბსურდული ისტორიის გმირია, რადგან დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: კარგი მასწავლებელი ამ გამოცდის გარეშეც კარგ მასწავლებლად დარჩება. Continue reading “მადლობა და ნახვამდის”

ლუის ნავარო კვლევის შედეგების შესახებ

ავტორი: ნათია ზოიძე
„ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის ფერები შავი ან თეთრია, მოსახლეობისთვის კი ნაცრისფერი“, – ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვა ლუის ნავაროს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა. ქვეყნის მასშტაბით ბათუმის მოსახლეობა უფრო მეტად ინფორმირებული და ოპტიმისტია – ეს NDI საქართველოს ოფისის დირექტორის შთაბეჭდილებაა. ბათუმის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სიღარიბესა და ტრანსპორტის ღირებულებას ხელისუფლება საკმარისად არ აქცევს ყურადღებას – ეს კი კვლევის შედეგებმა აჩვენა… რა იყო კვლევის შედეგებში ყველაზე მოულოდნელი? „ბათუმელების“ კითხვებს ლუის ნავარომ – NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა დღეს ბათუმის პრესკაფეში კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ უპასუხა.

Continue reading “ლუის ნავარო კვლევის შედეგების შესახებ”

ლუდის ფესტივალი იწყება

მირანდა მიქაძე

შაბათ–კვირას 18 საათზე  ბათუმის ახალ ბულვარში ქართული ლუდის ფესტივალი „ბათუმი–ფესტი 2011“ გაიმართება.  ფესტივალზე  აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის (ხევსურეთი, ხევი, თიანეთი), ასევე ოსური ტრადიციული ცოცხალი ლუდისაც დააგემოვნებთ. სპეციალურად განლაგებულ კარვებში  ლუდის ხარშვის იმიტაციის ნახვაც შეგეძლებათ. ცნობილი მომღერლებისა და მოძრავი თეატრის მიერ დადგმული ცეცხლოვანი შოუს ფონზე 2011 წლის “ლუდის რაინდი” და “ლედი-ლუდი”–ც გამოვლინდება. თუკი ლუდის ფესტივალის შემდეგ ცეკვის ხასიათზე დადექით, ორგანიზატორებმა ამაზეც იზრუნეს – საღამო დისკოტეკით გაგრძელდება.

ბათუმში ლუდის ფესტივალი წელს მეორედ ტარდება.

ცნობილია, რომ ყველაზე მაშტაბური ლუდის ფესტივალი, „Oktoberfest“–ი ყოველწლიურად ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში ტარდება.  „Oktoberfest“–ს გერმანიის სახალხო დღესასწაულს უწოდებენ და გინესების რეკორდების  წიგნშიცაა შეტანილი, როგორც ყველაზე დიდი და სანახაობრივი დღესასწაული მსოფლიოში. დღესასწაულის მთავარ სასმელს  სპეციალურად მოხარშული ნახევრადმუქი და საკმაოდ ძლიერი ლუდი – „Oktoberfestbeer“  წარმოადგენს, რომელის შეძენაც მხოლოდ ფესტივალის პერიოდშია შესაძლებელი.  „Oktoberfest“–ი პირველად 1810 წლის 12 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში აღინიშნა და მას შემდეგ ყოველი წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებიდან ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირამდე ტარდება.

Exit mobile version