სიახლეები

მილიარდერი ქართულ პოლიტიკაში, 3 წლით

30.05.2012 • • 1381
მილიარდერი ქართულ პოლიტიკაში, 3 წლით

მოამზადა ნათია ზოიძემ
ქართველი მილიარდერი, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გაუჩნდა, მზად არის, 14 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირველად ღია ეთერში გამოჩნდეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხოს. სანამ ქართული მედია მსჯელობს, იყო თუ არა კორექტული მედიისადმი გაგზავნილ მიმართვაში ივანიშვილი, საერთაშორისო მედია აქცენტს „უჩინარი მილიარდერის პროდასვლელ სააკაშვილისთვის“ გაგზავნილ გამოწვევაზე აკეთებს.

თითქმის ყველა სტატია, რაც ივანიშვილზე მედიაში აქამდე დაბეჭდილა, სრულდება იმით, რომ ცნობილი მილიარდერი საჯაროდ არ ჩნდება. რუსული გამოცემა „ვედმოსტი“ კი, რომელმაც 2005 წელს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ივანიშვილთან, წერს – „სინამდვილეში ბიზნესმენზე პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. ჰოლდინგ „უნიკორში“, რომელიც ივანიშვილის ყველა აქტივს მართავს, ამბობენ, რომ ბიზნესმენმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეკონომისტის დიპლომი მიიღო. 1982 წელს კი მოსკოვში გადაბარგდა, სადაც სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა დაამთავრა. ივანიშვილის ნაცნობი ბიზნესმენები კითხვაზე მისი პირველადი კაპიტალის შესახებ ყვებიან, რომ ბიზნესმენმა ის 1980-იანი წლების ბოლოს, სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობით დააგროვა“.
ქართულ „ვიკიპედიაში“ ვკითხულობთ, რომ 5,5 მილიარდი დოლარის მფლობელი სოფელ ჭოვრილაში ცხოვრობს, ანუ იქ, სადაც დაიბადა. ბიოგრაფიული წერილი ივანიშვილის შესახებ, მისი საქმიანობის ისტორიას ასახავს, წერილის ავტორი ხშირად იყენებს ფრაზებს: „მაგრამ ბატონ ბიძინას მათთან პარტნიორობა არამიზანშეწონილად მიაჩნდა“ ან „რუსეთშიც და დასავლეთშიც ყველა აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერი ეკონომისტ-ფინანსისტი და კარგი სტრატეგი, საუცხოო ხელმძღვანელი და ორგანიზატორია, ყოველთვის თავად არჩევს თავის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციების მმართველ კადრებს, მკაცრია მართვაში და ძალზე მომთხოვნი იმათ მიმართ, ვინც მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად არ ასრულებს. ის კარგად აკონტროლებს კონკრეტული პირების, პირველ რიგში, ხელმძღვანელების მოქმედებას. გარე კავშირებს ბიძინა ივანიშვილი უმეტესად იმ ადამიანების მეშვეობით ამყარებს, ვინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ ხელისუფლების წარმომადგენლებში და ბიზნესის სამყაროში“.
ეს ფრაზები ბადებს ეჭვს, რომ ავტორი იცნობს მას, ვისზეც წერს. ივანიშვილის მიმართ, რომელიც ერთდროულად რუსეთის, საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეა, ახლა განსაკუთრებული ინტერესია. მან 7 ოქტომბერს მოუწოდა სააკაშვილს, რომ გადადგეს. თავად ფიქრობს, რომ პრობლემებს 3 წელში მოაგვარებს და შემდეგ პოლიტიკიდან წავა.

2008 წლის იანვარში გამოცემული „ბიზნესი და კანონმდებლობა №1“ წერს (საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“):
„ბიძინა ივანიშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. მამა „ჭიათურმარგანეცის“ კომბინატში მეშახტედ მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის თბილისში ჩამოვიდა და სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პარალელურად კამოს სახელობის „ჩარხმშენებელ“ ქარხანაში მუშად მუშაობდა. წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და იმავე ქარხანაში განაგრძო მუშაობა, ჯერ უფროსი ინჟინრის, ხოლო შემდეგ ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე. 1982 წელს გაემგზავრა მოსკოვში, ჩააბარა ასპირანტურაში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა“.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა ბიზნესით დაკავებულიყო და არმინირებული შლანგების წარმოება დაეწყო. იმ დროისთვის ეს დეფიციტური საქონელი იყო. დაარეგისტრირა კოოპერატივი და კამოს სახელობის ქარხანაში შენობა იჯარით აიღო – საღამოობით თვითონ ჩარხავდა ხელსაწყოებს, მაგრამ საქმე შლანგების გამოშვებამდე არ მივიდა – ივანიშვილმა გეზი შეიცვალა და „მომავლის“ საქონლით, კომპიუტერებით ვაჭრობა დაიწყო.
პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ივანიშვილის ამ დაკვეთის შედეგად, კოოპერატივის ანგარიშზე სოლიდური თანხა დაგროვდა. მერე ამ თანხით პროკურატურა დაინტერესდა და მისი ანგარიშები დაბლოკა. ივანიშვილმა ამის შემდგომ, 1988 წელს, დატოვა საქართველო…

ერთი ოთახი სამოთახიან ბინაში ოფისისთვის, ანუ მოსკოვური ბიზნესიის დასაწყისი
როდესაც ბატონი ბიძინა რუსეთში ჩავიდა, დაუკავშირდა თავის ძველ ნაცნობს, ვიტალი მალკინს, რომელმაც იმ დროისთვის უკვე მცირე ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ივანიშვილმა მას უფრო ორგანიზებული და წარმატებული საქმე შესთავაზა – კომპიუტერებით ვაჭრობა. ხოლო მალკინს, თავის მხრივ, ჰყავდა მეგობრები სარკინიგზო ინსტიტუტიდან – დოცენტი სერგეი მოსინი და ალექსანდრე ბრიანცევი. ისინი აშენებდნენ სათბურებს ნარო-ფომინსკში, ჰქონდათ კოოპერატივი „აგროპროგრესი“. იმისათვის, რომ დრო უქმად არ დაეკარგათ ახალი კოოპერატივის რეგისტრირებაზე, დაიწყეს კომპიუტერებით ვაჭრობა უკვე არსებული კოოპერატივის მეშვეობით. საქმე ფაქტობრივად, მიზერიდან დაიწყეს, ბატონმა ბიძინამ და მისმა პარტნიორებმა დაიქირავეს ერთი ოთახი სამოთახიან ბინაში, მეხუთე სართულზე – ეს მათი ოფისიც იყო და საწყობიც. ბიზნესი ჩქარი ტემპებით ვითარდებოდა, გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი მრავალფეროვანი გახადეს: კომპიუტერებთან ერთად ქსეროქსის აპარატებითა და ტელეფონებით ვაჭრობდნენ. იმ დროისთვის მოსკოვი სავსე იყო უცხოელებით, რომლებიც სხვადასხვა საქონლის ფართო სპექტრს სთავაზობდნენ მყიდველს, მაგრამ მათთან პარტნიორობა ბიძინას არამიზანშეწონილად მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, სერიოზული პარტნიორების მოძიება საზღვარგარეთ გადაწყვიტა.

პარტნიორების ძიება პარიზში და პირველი ბანკი საბავშვო ბაღის შენობაში
ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები პარიზში გაემგზავრნენ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიათა გამოფენა იმართებოდა. იქ გაიცნეს ჰონგ-კონგური ფირმის წარმომადგენლები. ისინი მალევე ჰონგ-კონგში ჩავიდნენ და გააფორმეს მათი პირველი ფართომასშტაბიანი კონტრაქტი. საქმე უფრო შორს წავიდა: შეისყიდეს რა იქ ტელეფონებისა და მაგნიტოფონების დამამზადებელი ფაბრიკა, ივანიშვილის ფირმამ 1990 წლისთვის რუსეთში ელექტროტექნიკით მოვაჭრე ერთ-ერთი მოწინავე ფირმის სახელი მოიხვეჭა. და ბანკი „როსკრედიტის“ დარეგისტრირებისთვის მათ უკვე ჰქონდათ ანგარიშზე 100000-120000$. მაშინ ამ თანხით, რამდენიმე ბანკის გახსნა შეიძლებოდა. საკმარისად ჩათვალა რა თავისი კაპიტალი, ბრიანცევმა უარი თქვა ახალ საქმეზე და გააგრძელა სათბურების შენება. ივანიშვილმა, მალკინმა და მოსინმა ერთნაირი წილები აიღეს ბანკში, ყოველივე მათგანს 33% ერგო. შემდგომში ივანიშვილმა გამოისყიდა მოსინის წილი. ამრიგად, ივანიშვილი იყო 67%-ის, ხოლო მალკინი 33%-ის მფლობელი. „როსკრედიტმა“ მოწინავე პოზიციები რუსულ საბანკო ბიზნესში მალე მოიპოვა. მისი პირველი ოფისი საბავშვო ბაღის შენობაში იყო განთავსებული, ხოლო მომსახურება – 24-საათიანი. ისინი იყვნენ პირველები ნაღდი ანგარიშსწორებით ვალუტის გაყიდვის მოცულობაში.
ივანიშვილის გადაწყვეტილებით გეზი აიღეს საფილიალო ქსელის ჩამოყალიბებაზე. ამისათვის ორი პრობლემის გადაჭრა იყო საჭირო: უნდა ეპოვათ სათანადო შენობები და კადრები. ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა, მიემართა შემდგომი ხერხისთვის: „როსკრედიტის“ წარმომადგენლები მიდიოდნენ საწარმოებისა და ინსტიტუტების დირექტორებთან, სთავაზობდნენ მათ გამოეყოთ სათანადო შენობები ბანკში 2% საანაბრო წილის სანაცვლოდ. ეს სვლა სწორად გათვლილი და წარმატებული გამოდგა. შეიქმნა ძლიერი და გამართული საბანკო ქსელი. ივანიშვილმა დააარსა რუსეთში პირველი საბანკო კოლეჯი, რომელშიც ლექციებს თავიდან კითხულობდა.

კრიზისი ბანკ „როსკრედიტში“ და თვითმკვლელობად შეფასებული ნაბიჯები
1998 წლის დეფოლტის გამოცხადების შედეგად, „როსკრედიტისთვის“ კრიზისული მომენტი დადგა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა თვით მისი არსებობაც – რამეთუ დეფოლტის გამოცხადების მიზეზით ასიათასობით აქციონერი მიაწყდა ბანკს თანხის გასატანად. „როსკრედიტი“ სხვა
ბანკებისგან განსხვავებით პატიოსნად გასცემდა თანხას. როდესაც 180 მილიონი დოლარის გაცემის შედეგად აბსოლუტურად უსახსროდ დარჩა, ივანიშვილმა მიმართა ცენტრალური ბანკის მმართველს – სერგეი დუბინინს. შეახსენა მას პირობა კრედიტის თაობაზე, მაგრამ უარი მიიღო.
სიტუაცია სასწრაფო გადაწყვეტილებას მოითხოვდა – ან „როსკრედიტი“ უნდა გამოცხადებულიყო ბანკროტად, ან ჩატარებულიყო მისი სრული რესტრუქტურიზაცია. ბატონმა ბიძინამ არჩევანი რესტრუქტურიზაციაზე შეაჩერა, თუმცა, აქციონერის პოზიციიდან ამ ნაბიჯს ივანიშვილისთვის დიდი აზრი არ ჰქონდა, გასაგები იყო, რომ რესტრუქტურიზებული ბანკის საბაზრო ფასი ძალიან დაბალი იქნებოდა, მის აქტივებს და პასივებს შორის სხვაობა იმ დროისთვის 1 მილიარდი დოლარი იყო. თუ ბანკი გაკოტრდებოდა, რიგითი აქციონერების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა. თავისი ცხოვრებისეული პრინციპებიდან გამომდინარე, ივანიშვილმა არ დაუშვა „როსკრედიტის“ ბანკროტად გამოცხადება და გადაწყვიტა, ბანკის გადასარჩენად საბანკო აქტივების გარდა მის მფლობელობაში არსებული 1 მილიარდი დოლარი ჩაედო „როსკრედიტის“ ვალების გასასტუმრებლად. ბიზნესმენთა დიდმა ნაწილმა ივანიშვილის ეს ნაბიჯი თვითმკვლელობად შეაფასა. „როსკრედიტი“ გადარჩა. მსოფლიო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კერძო კომპანიამ დაფარა სახელმწიფოს შეცდომების შედეგად წარმოშობილი ვალები.

„უნიკორის“ დაფუძნების ისტორია და ივანიშვილის ქონების ნუსხა რუსეთში
ამავე წლებში უძრავი ქონებისა და საწარმოო აქტივების მართვის მიზნით ივანიშვილმა დააარსა ჰოლდინგ-კომპანია „მეტალოინვესტი“. 2004 წელს მართვის ფუნქციები გადაეცა „უნიკორს“. ამასთან, 2002 წელს შექმნა სააფთიაქო ქსელი „ექიმი სტოლეტოვი“. მთლიანობაში ივანიშვილის მფლობელობაშია: „რუსული კრედიტისა“ და იმპეკსბანკის აქციათა 67%. კომპანია „ინტერფინდ ტრეიდის“ და მმართველობითი კომპანია „უნიკორის“ 100%, „უნიკორის“ მმართველობის ქვეშ მყოფი თითქმის ყველა საწარმოს 100%. ესენია: „სტოილენსკის ნივა“, „ტიაჟმეხპრესი“, „რტი-კაუჩუკი“ რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, „ერკაფარმა“, სადაზღვევო კომპანია „რკ-გარანტი“, სასტუმრო „მინსკი“ და „Центральная“, სატრანსპორტო კომპანია „წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი“ და 28,5% აღმოსავლეთ-ციმბირის ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციებისა.

ბიზნესი საქართველოში
ამჟამად ივანიშვილი საქართველოში, მშობლიურ სოფელ ჭორვილაში ცხოვრობს. იგი დიდი ხანი არ არის, რაც დაბრუნდა, მაგრამ ბიზნესსაქმიანობას აქ 10 წელია ეწევა. მას ეკუთვნის ერთ-ერთი უმსხვილესი კვების პროდუქტების კომპანია „თოლია“, ბანკი „ქართუ“, სამშენებლო კომპანია, სოფლის მეურნეობის კომპანია – ფლობს 600 ჰა მიწას, აქედან 300 ჰექტარზე ვენახი აქვს გაშენებული. აქვს ასევე საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის მარანი. ის აშენებს სათხილამურო კომპლექსს – „ბაკურიანი-2“.
მას რამდენიმე პროექტი აჭარაშიც აქვს განხორციელებული – 6 მაისის პარკი, დელფინარიუმი, ბოტანიკური ბაღი და ბავშვთა გასართობი ცენტრი „ციცინათელა“ ქობულეთში.

გადაბეჭდვის წესი