სიახლეები

მამუკა ღლონტმა მედიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა

30.05.2012
მამუკა ღლონტმა მედიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ტელეკომპანია “მაესტროს” მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ განახლდა და რამდენიმე წუთში კვლავ გაითშა. მაყურებელს პირდაპირ ეთერში ტელეარხის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა მიმართა. მან “მაესტროში” მიმდინარე მოვლენებს ოპერაცია “იმედი 2” უწოდა. მისი თქმით, ახლა არის ტელეარხის დახურვის მცდელობა.

როგორც მამუკა ღლონტმა განაცხადა, ის საინფორმაციო გამოშვების სტუდიაში შიგნიდან არის ჩაკეტილი და არ იცის, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს პირდაპირ ეთერში საუბარს. ღლონტის თქმით, ტელეარხის ჟურნალისტები გმობენ ეროსი კიწმარიშვილის ქმედებას და ისინი მხოლოდ “მაესტროს” დამფუძნებლებს ემორჩილებიან. ტელეკომპანიაში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ იქ მომუშავე სხვა ადამიანები, ისინი ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი.

მამუკა ღლონტმა ასევე აღნიშნა, რომ მათფვის ახლა “მნიშვნელოვანია” მედიის მხარდაჭერა, თუმცა, ტელეარხის მაყურებლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ტელეკომპანიის შენობასთან მისვლისგან. მამუკა ღლონტმა იმედი გამოთქვა, რომ უფლებადამცველები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი არ მისცემს საშუალებას ეროსი კიწმარიშილს “მაესტრო” ჩაახშოს.

ტელეკომპანიის ეთერში ამ წუთებში საუბრობს ტელეარხის ჟურნალისტი ანა ლაპიაშვილი. მისი თქმით, ტელეარხის შენობაში ამ წუთებში მხოლოდ ჟურნალისტთა ნაწილი იმყოფება და ისინი საშუალებას არ აძლევენ ეროსი კიწმარიშვილს, დაიკავოს ტელეარხის მეორე–მესამე სართულები, საიდანაც ხდება მაუწყებლობა. “მაესტრო” მაუწყებლობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.