სიახლეები

მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა ბათუმში

30.05.2012 • • 1120
მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა ბათუმში

ავტორი: ნათია ზოიძე
[slideshow]
დღეს, დილიდან მიკროავტობუსების მძღოლების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა და სამარშუტო ტაქსები ბათუმის მერიის წინ გააჩერეს. ბათუმის საკრებულოს დღეს მერიის ახალი ინიციატივის განხილვა აქციის და შეძახილების ფონზე მოუწევს. საკრებულომ რამდენიმე საათში მიკროავტობუსებისთვის „სამგზავრო ნებართვის გაცემის კონკურსის“ ჩატარების წესსა და სანებართვო მოწმობის ფორმების საკითხს უნდა უყაროს კენჭი.
ახალი რეგულაციები მკაცრდება და მერია გეგმავს, რომ მისი მიღების შემდეგ, სამარშუტო მიკროავტობუსების რაოდენობა 663-დან 420-მდე შემცირდება.

სიახლებიის შესახებ აქციის მონაწილებმა მედია საშუალებებიდან გაიგეს. „2001 წელს ქვემოთ ვისაც ყავს გამოშვებული მანქანა ის არ იმუშავებს და კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მასეთი მანქანა ბათუმში 5 % თუ იქნება, 700-მდე კაცი რჩება უმუშევარი, ამდენი ხალხმა რა ქნას, საშუალო ჭერიანი მანქანები აღარ დაიშვებიანო, არ გავჩერდებით შეღავათების მიღებამდე, აპრილის 15-მდე მერიამ ტენდერი უნდა ჩატაროს, დრო მაინც მოეცათ, ან მანქანები შეცვლა რომ მოგვესწრო, ამ გადათხრილ ბათუმის გზებზე ჩვენი მანქანები მოვსპეთ, ყვითელი ავტობუსებს მგზავრები აკლია, ჩვენ მხოლოდ ქალაქის მგზავრების 5 % გადაგვყავს და იმასაც გვართმევს ხელისუფლება“ – ამბობს 34 –ე სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლი გიორგი მახარაძე.

აქციაზე მყოფი შალვა არძენაძე, რომელიც 32 –ე სამარშუტო მიკროავტობუსზე მუშაობს „ბათუმელებს“ ბანკიდან სესხის გამოტანის დოკუმენტს და განრიგს გვაჩვენებს, საიდანაც ჩანს, რომ 10 000 ლარი აქვს გამოტანილი და თვეში 530 ლარი აქვს გადასახდელი 3 წლის განმავლობაში.
„ჩვენ ვართ ოჯახის ხალხი, ჩვენ გვჭირდება დასაქმება და ყველაფერს ამას ბათუმის მერია გვიზღუდავს. შარშან ბათუმის მერიამ ტენდერზე რომ დაიწყო ლაპარაკი, ბანკიდან გამოვიტანე სესხი, ვიყიდე მიკროავტობუსი, 700 ლარი მარტო „ჩიხოლებში“ მივეცი, გადავაკარით, მაგრამ ამ ახალ მოთხოვნებს ჩემი მანქანა ვერ აკმაყოფილებს. ვრჩები უმუშევარი ბანკის სესხით ხელში“ – ამბობს შალვა არძენაძე.

„ადრე ხალხს იჭერდნენ სამსახურში რომ არ გადიოდა, ახლა სამსახურსაც და იმასაც გართუმენ რაც გაქვს, 700 მძღოლი რჩება უმუშევარი თავისი ოჯახებით. 25 ლარი მრჩება. მუშაობ დილის 8 საათიდან ღამის 2 საათამდე, პური რომ მიიტანო 40 თეთრს დასდევ“ – ამბობს ვაჟა გოგელია.

აქციაზე პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ლეიბორისტი დავით რობაქიძე მივიდა. ის მერიის მიერ მიკროავტობუსებისთვის და ავტობუსებისთვის ახალი რეგულაციების დაწესებას ქალაქის მერიის მხრიდან შპს –ებისთვის ბიზნესის წართმევის მცდელობად აფასებს „პროექტში ისეთი წინადადება დევს, რომ 100 ლარის ნაცვლად მძღოლებს მოუწევთ 10 ლარის გადახდა, თუ ინდივიდუალურად მიიღებენ მერიის კონკურში მონაწილებას. ( მიკრო ავტობუსის მძღოლი მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თვეში 100 ან 120 ლარს უხდის), მაგრამ მთავარი მომენტია, რომ ესენი „ინდმეწარმედ“ უნდა დარეგისტრირდნენ, ინდ მეწარმეს არ აქვს უფლება აიღოს თანხა მგზავრიდან ქვითრის გარეშე, მძღოლს მგზავრი რომ გაეპაროს, საგადასახადო 500 ლარით დაჯარიმებს, შპს-ს კი მისი ბუღალტერი ყავდა და ახლა ამათ მოუწევთ ბუღალტრის დაქირავებაც, რაც საერთო ჯამში უფრო ძვირი დაუჯდებათ“ –აცხადებს ლეიბორისტი.

მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით კომენტარი საკრებულოს უმრავლესობის წევრს, ნოდარ ფუტკარაძეს ვთხოვეთ, მან განაცხადა, რომ კომენტარს დღეს საკრებულოს სხდომის შემდეგ გააკეთებს.
მაშტაბურ გაფიცვას დღეს მიკროავტობუსების ყველა მძღოლი არ შეერთებია, აქციის მონაწილეები ასეთ მძღოლებს, რომელთაც მგზავრები გადაჰყავდათ, აჩერებდნენ და მოუწოდებდენენ აქციას შემოერთებოდნენ.

მერიის გამკაცრებული რეგულაციების შესახებ წაიკითხეთ აქ.

გადაბეჭდვის წესი