სიახლეები

მანსარდა კულტურული მეკვიდრეობის ძეგლზე

30.05.2012
მანსარდა კულტურული მეკვიდრეობის ძეგლზე

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ბათუმში, აბაშიძის 49 ნომერში მდებარე კულტურული მეკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. შენობაში ამ დრომდე თოჯინების თეატრი იყო განთავსებული. როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გუბაზ ვარშალომიძე ამბობს ძეგლს მხოლოდ მანსარდას დააშენებენ.

„პროექტი შეთანხმებულია უკვე, გასულია კომისიაზე, ზემოდან ალბათ დაედგმება მანსარდის ვარიანტი, ფართის გადიდების მიზნით. 8 მეტრი და 40 სმ არის მანსარდის სიმაღლე. ფასადი იქნება აბსოლუტურად ხელუხლებელი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ყველანაირი კანონისდაცვით მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დოკუმენტაცია არის აბსოლიტურად გამართული,“ – განაცხადა გუბაზ ვარშალომიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული შენობა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. ძეგლის სააღრიცხვო ბარათში მითითებულია რომ შენობა მაღალი არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა.

„შენობის თავდაპირველი, მარცხენა ნაწილი მდიდრულად არის გაფორმებული მოდერნის სტილის ელემენტებით. ნაგებობის საერთო გადაწყვეტა, ნაძერწი, თუ ნაკაწრი დეკორატიული ელემენტების ორიგინალური კომპოზიცია და დახვეწილი შესრულება, ბათუმის არქიტექტურულ ძეგლთა შორის მნიშვნელოვან ადგილს მიუჩენს მას,“ – მითითებულია ძეგლის სააღრიცხვო ბარათში, რომელიც ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილის მიერაა შედგენილი 2004 წელს.

[slideshow]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.