სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი -“ეს კაცი ბოლოს და ბოლოს გაათავისუფლეთ სამსახურიდან“

30.05.2012
მიხეილ  სააკაშვილი -“ეს კაცი ბოლოს და ბოლოს გაათავისუფლეთ სამსახურიდან“

პრეზიდენტმა ონიშენკოს “ვიღაც მანიაკი” უწოდა
“ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე კუს ნაბიჯებით გავდივართ. ამ კაცს ამდენი წელი ჰქონდა, რომ რაღაც გაეკეთებინა. რაღაც სასამართლო პროცესები მოვიგეთ და ეს კარგია, მაგრამ რეალურად წარმოუდგენელი პოტენციალი არსებობს ჩვენი ღვინისთვის და აღარ უნდა ისმებოდეს საერთოდ კითხვა, გავალთ თუ არა რუსეთის ბაზარზე. ვიღაც მანიაკ ონიშენკოზე უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული, წავა თუ არა ჩვენი ღვინო სადმე, როცა ქართულ ღვინოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს”-განაცხადა დღეს პრეზიდენტმა ბათუმში მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე. ვაზის და დეპარტამენტის „ სამტრესტის”
ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე უკვე განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნულმა მინისტრმა ზაზა გოროზიამ თქვა, რომ ვაკანსიაზე ღია კონკურსს გამოაცხადებს და მასში მონაწილეობის მიღება ყველა კანდიდატს შეეძლება .

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.