სიახლეები

მელანომა – სიმსივნეების „დედოფალი“

30.05.2012
მელანომა – სიმსივნეების „დედოფალი“

თეიმურაზ გოგიტიძე, ონკოლოგი

კანის კიბო ისეთი სიმსივნეა, რომლის აღმოჩენა თვითგამოკვლევითაც შეიძლება, რადგან, უმეტეს შემთხვევაში ის ხილულ ადგილას ვითარდება. ამავდროულად კანის კიბოს ისეთი სახეობა, როგორიცაა მელანომა (შავი სიმსივნე), სიმსივნეთაგან ყველაზე აგრესიული და ყველაზე საშიშია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს მის მიმართ, როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებს. მელანომას „სიმსივნეების დედოფალსაც“ უწოდებენ და მისი მთავარი მზაკვრობა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე ზომის, თითქმის უხილავ წარმონაქმნსაც შეუძლია სასიკვდილო მეტასტაზების განვრცობა. მეორე მხრივ, ადრეულად აღმოჩენის და დროულად მკურნალობის შემთხვევაში ის განკურნებადია. სწორედ დროულად აღმოჩენას ემსახურება თვითგამოკვლევა.

რა და როგორ უნდა გამოვიკვლიოთ: ჩვეულებად აქციეთ კანის პერიოდული დათვალიერება (სასურველია თვეში ერთხელ). კანზე საეჭვო წარმონაქმნი ჩნდება სხეულის არა მხოლოდ ღია, მზისგან დაუცველ, არამედ ტანსაცმლით დაფარულ ადგილებზეც. ასე რომ, დაათვალიერეთ კანი მთლიანად, სხეულის წინა და უკანა მხარე. უმჯობესია, სარკეში თქვენს სხეულს მთელ სიგრძეზე ხედავდეთ. დაათვალიერეთ თქვენი სახე – ცხვირი, ტუჩები, პირი და ყურების წინა და უკანა ზედაპირი. შეამოწმეთ თქვენი ხელები, მათი გარეთა, შიდა ზედაპირი და თითებშორის არეები. ასწიეთ ზევით იდაყვები, დაათვალიერეთ მკლავების შიდა ზედაპირი და იღლიები. ფოკუსირება გააკეთეთ კისერზე, გულმკერდსა და სხეულის ზედა ნაწილზე. ქალებმა უნდა შეამოწმონ სარძევე ჯირკვლების დაფარული არეები. გამოიყენეთ პატარა სარკე კისრის უკანა ზედაპირისა და ზურგის დასათვალიერებლად.

ვინ არის რისკის ქვეშ? კანის კიბო უპირატესად ვლინდება 50 წლის ზევით ასაკის ადამიანებში, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც ცხოვრების მანძილზე მზის ხანგრძლივი ან ინტენსიური გამოსხივების ქვეშ იმყოფებოდნენ. ჩვეულებრივზე უფრო მაღალი რისკის ჯგუფს შეადგენენ ადამიანები ღია ფერის კანით ან ისინი, ვინც ადვილად იწვებიან მზეზე, ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში მიღებული აქვთ მზით დამწვრობა; რომლებიც დიდ დროს ატარებენ მზეზე; რომლებიც დროდადრო იმყოფებიან მზის ინტენსიური გამოსხივების ქვეშ; რომელთაც აქვთ მრავლობითი ხალი; რომლებიც ხშირად დადიან სოლარიუმში; რომელთაც აღენიშნებათ კანის კიბოს ოჯახური შემთხვევა; რომელთა ასაკი აღემატება 50 წელს.

სამწუხაროდ ამ რისკების არარსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია კანის კიბოს განვითარება. ამ პრობლემის აქტუალობამ განაპირობა ის, რომ მელანომის წინააღმდეგ ევროპაში ტარდება სხვადასხვა კამპანია. ასე მაგალითად, 21-დან 27-მაისამდე საქართველოში, ისევე როგორც მთელს ევროპაში, გამოცხადებულია მელანომის კვირეული „ევრომელანომის“ სახელით. ამ პროექტის ფარგლებში ბათუმის კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერში ჩატარდება დერმატოლოგებისა და ონკოლოგების უფასო კონსულტაციები კანის კიბოს და მელანომის პრევენციისთვის. მისამართია: ბარათაშვილის ქ.#24. საკონტაქტო ტელეფონი: 27-03-31. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მიზეზია იმისთვის, რომ გადავხედოთ ჩვენს ხალებს და ვაჩვენოთ ისინი ექიმს.

მასალაში გამოყენებულია „ევრომალონიმის” კამპანიის ინფორმაცია. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.