ავტორი: ეთერ თურაძე
„გაზეთ ბათუმელების“ 2011 წლის პირველ ნომერში იმაზე დაიწერა, რომ აზიზიეს მეჩეთის აგება იგეგმებოდა ბათუმში. სტატიაში სათაურით „მეჩეთი – მომხრე და წინააღმდეგი“ „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები. გამოკითხულთა თითქმის 50 პროცენტი ამბობდა, რომ არ იყო წინააღმდეგი მეჩეთის მშენებლობის, 50 პროცენტზე ცოტა მეტი კი – კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. საბოლოო ჯამში ეს პროექტი შეჩერდა. საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებას შორის წარმოებული მოლაპარაკების საბოლოო შედეგები ამ საკითხზე საზოგადოებისთვის უცნობია.
იმავე ნომერში ვწერდით, რომ გონიოს მოსახლეობა პრეზიდენტ სააკაშვილის ჩაკეტვას აპირებდა გონიოს ციხეში. ადამიანები მათ სარგებლობაში არსებული მიწების გაყიდვას აპროტესტებდნენ. მიხეილ სააკაშვილის თანხლებით ეს მიწები არაბმა შეიხებმაც დაათვალიერეს. ამ დროისთვის გონიოს მიწების გასხვისება შეჩერებულია.
„შაქრის მაფიოზების უჩინარი თამაშები“, – ეს იყო მე-2 ნომრის მთავარი თემა. გასული წლის იანვარ-თებერვალში შაქრის ფასი 2,80 ლარიც კი გახდა. `ბათუმელებმა~ მაშინ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი კომპანია ეწეოდა შაქრის იმპორტს საქართველოში. გვაცნობეს, რომ ეს იყო კომერციული ინფორმაცია. სამინისტროს ეს პასუხი სასამართლოშია გასაჩივრებული. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯერ არ დამდგარა.
შემდეგი ნომრების მთავარი თემები უკავშირდებოდა აჭარაში დასაქმებული ჩინოვნიკების მიერ აღებულ ხელფასებსა და პრემიებს. განსაკუთრებით საგულდაგულოდ ქვეყნის მასშტაბით ჩინოვნიკები სწორედ პრემიების ოდენობას ასაიდუმლოებენ. ზოგიერთი კი თანახმაა ხალხმა გაიგოს მის მიერ დაქირავებული მოხელე რამდენს იღებს პრემიის სახით.
„მეწარმეებს მასობრივად აჯარიმებენ“, – ეს იყო „ბათუმელების“ მე-6 ნომრის მთავარი თემა. ამ სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ მეწარმეები, რომლებსაც გადასახადები გადახდილი ჰქონდათ, მაინც დააჯარიმა სასამართლომ. „ბათუმელებისთვის“ ამ საქმის საბოლოო შედეგები უცნობია.
მე-7 ნომრის მთავარი თემა სოციალურად დაუცველი ოჯახის უმძიმეს მდგომარეობაზე იუწყებოდა. ამ კატეგორიის ადამიანების პრობლემებს „ბათუმელები“ თითქმის ყოველ ნომერში აშუქებდა, თუმცა ამ მიმართულებით რაიმე საკანონმდებლო ცვლილება თუ პროგრამა სახელმწიფოს არ შეუმუშავებია.
„ბათუმის მერი მეზობლებთან ანგარიშს ასწორებს“, – ეს სტატია „ბათუმელების“ მე-8 ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში საოცარი ისტორია იყო აღწერილი. კონკრეტულად კი ის, რომ ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე და მისი უახლოესი ნათესავები, სოციალურად დაუცველ მეზობლებს – პოღოსიანების ოჯახს 13 ათას დოლარს სთხოვდნენ. ამ მასალის გასაჯაროებით პოღოსიანებისთვის ის შეიცვალა, რომ საქმეში რობერტ ჩხაიძეს მისი და ჩაენაცვლა, პოღოსიანები ამოიღეს სოციალურად დაუცველთა სიიდან, ხოლო ქუთაისის სასამართლომ პოღოსიანებს მერის ნათესავების სასარგებლოდ 13 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. საქმე უკვე გადაეცა აღმასრულებელს, პოღოსიანებს ამ თანხის გადახდა, სავარაუდოდ, სახლის გაყიდვით მოუწევთ. მერისა და პოღოსიანების ოჯახის დაპირისპირების საგანი საერთო სარგებლობის ეზო იყო.
„გზას შეწირული უფლება“ გაზეთ ბათუმელების მე-9 ნომრის მთავარი თემა იყო. გასული წელი, შეიძლება ითქვას, ექსპროპრეაციის წელი იყო. რამდენიმე ათეულ ოჯახს სახელმწიფომ კერძო საკუთრება ჩამოართვა. ზოგიერთი მათგანი კერძო საკუთრების დათმობის წინააღმდეგი იყო. ერთ-ერთი ასეთი ქალი თავისი სახლის ნანგრევებში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ბათუმის მერიის თანამშრომლებმა იძულების წესით დაუნგრიეს ორსართულიანი სახლი.
მე-10 ნომრის მთავარ თემას – „ყოფილი მინისტრი პროკურატურის ობიექტივში“ „ბათუმელების“ მკითხველისგან არაერთი ამ შინაარსის გამოხმაურება მოჰყვა: „ეს თუ სიმართლეა, მაგ კაცს როგორ არ აკავებენ და თუ რედაქცია იტყუება, რატომ თქვენ არ გაპატიმრებენ“. ეს სტატია სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, სტატიის გამოქვეყნების დროისთვის კი ლევან ვარშალომიძის მრჩევლის ემზარ ძირკვაძის გადაწყვეტილებებს ეხებოდა. „ბათუმელებმა“ ფოტომტკიცებულების სახით გამოაქვეყნა მინისტრის ნათესავების ეზოში უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის დიდი მარაგი, რაც ქართული კანონმდებლობით მკაცრად ისჯება. სტატიაში დოკუმენტებზე დაყრდნობით ეწერა იმ ტენდერების შესახებ, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამარჯვებულად გამოაცხადა კომპანია, რომელიც უფრო მეტ თანხას ითხოვდა ბიუჯეტიდან. „ბათუმელები“ დასაბუთებით წერდა გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელისა და მინისტრის კეთილგანწყობილ ურთიერთობაზე. იმავე სტატიაში ყურადღება გამახვილებული იყო პრემიებზე, რომლებიც ამ სამინისტროს ზოგიერთმა თანამდებობის პირმა მიიღო.
ამ დროისთვის უცნობია, პროკურატურაში რა ეტაპზეა საქმის გამოძიება.
მე-11 ნომრის მთავარი თემა „მიხეილ მახარაძის ოჯახის ბიზნესი“ გახლდათ. ამ სტატიაში მოთხრობილი იყო იმის შესახებ, როგორ ააშენა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შვილმა მრავალსართულიანი კომპლექსი, როდესაც მიხეილ მახარაძის ქონებრივ დეკლარაციაში თანხის შესახებ არაფერი იყო მითითებული.
მე-12 ნომერი მიეძღვნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელიც ელჩმა ჯონ ბასმა გაახმოვანა. ანგარიშში ნათქვამი იყო, ელიტარულ კორუფციაზეც, შერჩევით სამართალზეც, მედიის პრობლემებზეც, სასამართლო სისტემაზეც, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზეც, ბიზნესზე ზეწოლაც. ანგარიშში იმაზეც ეწერა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოში რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს.
„ბათუმელების“ მე-13 ნომრის მთავარი თემის სათაური იყო „საუკუნის დანაშაული“. ამ სტატიაში მოთხრობილი იყო იმაზე, რომ ბათუმის ბულვარის 4500 კვადრატული მეტრი მიწა გადაეცა კომპანია „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს“, რომელმაც ბათუმის ბულვარში ხეები გაჩეხა და მრავალსართულიანი მშენებლობა წამოიწყო. 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლების ეს ქმედება სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ კი დაადგინა, რომ „ბულვარში ხეები არ გაუჩეხიათ“.
მე-14 ნომრის მთავარი თემაც ბულვარის გაჩეხვას უკავშირდებოდა. ამავე ნომერში გამოქვეყნდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმეზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია: „სასამართლო წუხილს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებამ (საქართველოს) „თვალები დაიბრმავა“ დაზარალებულის დამაჯერებელ არგუმენტზე, რომლის მიხედვითაც, გირგვლიანის მკვლელობის საქმეში შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლთან დაახლოებული პირები იყვნენ გარეული. „სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლის ხმაშეწყობილი მოქმედებით, ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლიანი მართლმსაჯულება რომ არ აღსრულებულიყო: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინისტრაციის მიერ დაკავებულ პირთა უკანონოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ნაადრევი გათავისუფლება, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება“, – ევროსასამართლოს ამ შეფასებების მიუხედავად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ევროპის სასამართლომ საქართველოს მხოლოდ 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
მე-15 ნომრის მთავარი თემის სათაური იყო „საზღვაო აკადემიის ახალი რექტორის ფასი“. სტატიაში მოთხრობილი იყო იმის შესახებ, რომ თბილისიდან მოწვეულმა რექტორმა ნიკოლოზ წიკლაურმა ბათუმში დაიქირავა ბინა, რომელშიც თვეში 4595 ლარს იხდიდა სახელმწიფო, მაშინ როცა ბათუმის უნივერსიტეტში დაახლოებით 700 სტუდენტს შეუწყვიტეს სტუდენტის სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო. ნიკოლოზ წიკლაური ხელფასის სახით, ერთი თვეში, დაახლოებით 5000 ლარსაც იღებდა. სტატიაში ეწერა იმის შესახებაც, რომ აკადემიაში გაჩნდა პრივილეგირებული ჯგუფი, ანუ ახალი რექტორის მიერ მოწვეული თანამშრომლები თითქმის სამჯერ მეტ ხელფასებს იღებდნენ, ვიდრე სხვა თანამშრომლები. სტატიის გამოქვეყნების შედეგად ის შეიცვალა, რომ რექტორმა ცოტა უფრო იაფფასიანი ბინა დაიქირავა.
„ბათუმელების“ რამდენიმე ნომერი მიეძღვნა 26 მაისის აქციის შემდეგ მოვლენებს. ამ აქციაზე ხელისუფლების ვერსიით დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო არასამთავრობოების ვერსიით – 4 ადამიანი. აქციაზე უსასტიკესად გაუსწორდნენ დაახლოებით 28 ჟურნალისტს, მათ შორის „ბათუმელების“ 4 თანამშრომელი სცემეს, ესროლეს რეზინის ტყვიები და დაუმტვრიეს ვიდეო/ფოტოკამერები. მათგან მხოლოდ 9-მ იჩივლა სასამართლოში. სასამართლო პროცესზე შსს-მ აღიარა, რომ პოლიციამ გადაამეტა უფლებამოსილებას და დამტვრეული აპარატურის დაბრუნების პირობაც დადო. პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
მე-20 ნომერში „ბათუმელების“ პირველ გვერდზე მხოლოდ ერთადერთი სათაური დაიბეჭდა: „სოლიდარობა მედიაპალიტრას“. 26 მაისის აქციების შემდეგ ჰოლდინგ მედიაპალიტრის 6 კომპანიაში საგადასახადო სამსახური ერთდროულად შევიდა და მათი საწყობები დალუქა.
21-ე ნომრის მთავარი თემის სათაური იყო – „ვერა დოლიძემ ცოტნე ანანიძე დააკავა“. ამ მოსამართლის მიერ ჩატარებულ სასამართლო პროცესებს „ბათუმელბმა“ არაერთი სტატია მიუძღვნა. ვერა დოლიძის საქმიანობის ისტორიაში გამამართლებელი განაჩენი თითქმის არ არსებობს. ვერა დოლიძე ასამართლებს 21 მაისის აქციის მონაწილეებსაც. რვა დაკავებული პროტესტანტიდან 6-მა ბრალი უკვე აღიარა და საპროცესო შეთანხმებაც გაფორმდა. აქციის მონაწილეები პოლიციელებისა და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ჩვენების საფუძველზე დააკავეს.
„რიზეს პოლიციის უფროსი: „ქართველ მუშებს ქუჩაში ვეღარ დაინახავთ“ – ეს იყო „ბათუმელების“ შემდეგი ნომრის მთავარი თემა. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ დაახლოებით 300 მოქალაქე გამოაძევა თურქეთის სახელმწიფომ დეპორტაციის გზით. ეს მოქალაქეები სამუშაოდ იყვნენ წასულები. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თურქეთში მეორეხარისხოვანი სამუშაოს შესასრულებლად საქართველოს მოქალაქეების მასობრივი გადინება ნორმალური პროცესია.
შემდეგი ნომრის მთავარ თემაში „ბათუმელებმა“ დაითვალა, რა უჯდება ერთი პარლამენტარის შენახვა სახელმწიფოს. გაირკვა, რომ სახელმწიფო რიგით პარლამენტარს წელიწადში, საშუალოდ, 50 ათას ლარს უხდის. ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატი მუშაობს.
შემდეგი ორი ნომერი მიეძღვნა ფოტოგრაფების დაკავებას. შსს-მ 6 ფოტოგრაფი დააკავა 314-ე მუხლით, ანუ ჯაშუშობის ბრალდებით. ექვსივე, მათ შორის პრეზიდენტის ფოტოგრაფი, საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს. იურისტებმა 314-ე მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, როგორც ანტიკონსტიტუციური. 314-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გამოაცხადოს ჯაშუშად.
„დეპუტატები და ქონების გასხვისების პოლიტიკა“ – ამ სტატიაში დოკუმენტებზე დაყრდნობით აღწერილი იყო, როგორ იგებენ დეპუტატებს მიერ დაფუძნებული კომპანიები სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ მილიონიან ტენდერებს. საკითხს „ბათუმელებმა“ არაერთი სტატია მიუძღვნა, თუმცა სამართალდამცავების მხიდან ამ საკითხით დაინტერესების შესახებ საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი.
გასული წლის ერთ-ერთი რეზონანსული საქმე უკავშირდებოდა სპეცოპერაცია „ენვერს“. შსს-მ 16 მოქალაქე, ძირითადად ბათუმელები, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ბრალი მათგან მხოლოდ ორმა აღიარა, რომლებიც საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს. სასამართლომ 12 და 13-წლიანი სასჯელი მიუსაჯა მათ, ვინც ბრალი არ აღიარა. ამავე ნომერში „ბათუმელბმა“ დაწერა პრეზიდენტის რასისტული გამონათქვამების შესახებ. მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის ფრაზები „ზანგები ხომ არ ვართ“ და „ბარბაროსული“, მონღოლოიდური“.
„რას მალავს აჭარის კუდ-ის უფროსი“, – ამ სტატიაში „ბათუმელებმა“ დასაბუთებით აღწერა, რომ აჭარის კუდის უფროსი თემურ პატარიძე გაცილებით მეტი ქონების მფლობელია, ვიდრე მას ქონებრივ დეკლარაციაში აქვს ჩაწერილი. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ თემურ პატარიძემ ძალიან მოკლე პერიოდში ან შეიძინა, ან სარგებლობაში მიიღო სულ ცოტა სამი ძვირადღირებული სახლი ბათუმში, მათ შორის ერთ-ერთი თავისი წინამორბედის, სოსო გაგიტიძის საკუთრებაში არსებული სახლია.
სტატიაში „ნიაკა და ბათუმის მერი“ დოკუმენტურად არის დასაბუთებული ბათუმის მერისა და განსასჯელების ირაკლი ანანიძისა და ალეკო მიქელაძის ურთიერთობის შესახებ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, იმ პერიოდში, რამდენიმე საათით, კუდ-მა თვით რობერტ ჩხაიძეც დააკავა. განსასჯელების კომპანიებს რამდენიმე მილიონის დაკვეთა აქვთ მიღებული ქალაქის მერიიდან. იმავე ნომერში „ბათუმელებმა“ შესაბამისი სამსახურების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების დაჯამებით დაადგინა, რომ ქვეყანაში 115 ათასი ამომრჩეველი არის განსჯილი.
„ბათუმელებმა“ რამდენიმე სტატია მიუძღვნა „პიაცას“ გაყიდვას. მისი მეპატრონე, რომელიც წესით მილიონერი უნდა იყოს, რადგან პიაცაში აპირებს 11 მილიონი გადაიხადოს, ბათუმში იტალიურ ეზოში ცხოვრობს. წლის ბოლოს კი გაირკვა, რომ რუსეთის მოქალაქე ირაკლი სამხარაძე, ანუ პიაცას მეპატრონე, პიაცას შესყიდვის თანხას ვერ იხდის. თუმცა, ირაკლი სამხარაძეს ამის გამო პრობლემა არ შეჰქმნია, მას ბათუმის საკრებულომ თანხის გადახდა 2012 წლის მარტამდე გადაუვადა. ეს ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფო ყველა ინვესტორს თანაბარ პირობებში არ აყენებს, ანუ არიან ინვესტორები, რომლებსაც, თანხის გადახდის ვადების დარღვევის გამო უმალ ართმევენ სახელმწიფო ქონებას და ხელახლა ყიდიან.
„ბათუმელებმა“ რამდენიმე თემა მიუძღვნა ქართულ პოლიტიკაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას. ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით მტკიცდება, რომ ამ ბიზნესმენმა საქართველოში ერთ მილიარდზე მეტი თანხა ქველმოქმედებაში დახარჯა. ივანიშვილსა და მის მეუღლეს საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამოართვა.
„ბათუმელების“ ერთ-ერთი ბოლო ნომრის მთავარი თემა იყო „ანბანის კოშკის მშენებლობა“. ამ კოშკის მშენებლობას ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი მოხმარდა. „გამოდის, ერთი ასო 2 მილიონი ღირს. ეს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ანბანია,“,- თქვა ევროსაბჭოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებთან“ არაოფიციალურ საუბარში.
კიდევ ერთ მთავარ სტატიაში – „ხელისუფლება და ოფშორი“ საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში ინვესტიციები, ძირითადად, ოფშორიდან შემოდის, ანუ თანხა, რომელიც ქვეყანაში შემოდის, გაურკვეველი წარმომავლობისაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შემოსული ფული შეიძლება უკანონო გზით იყოს მოპოვებული.
„ბათუმელების“ მთავარი თემის სათაური – „ნაპოვნია“ იმაზე იუწყებოდა, რომ რედაქციამ 2-წლიანი ჟურნალისტური გამოძიებით სპეცსამსახურის იმ თანამშრომლის ვინაობა დაადგინა, რომელიც „ბათუმელების“ ჟურნალისტ თედო ჯორბენაძეს 2009 წლის 25 ნოემბერს აშანტაჟებდა. ეს არის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირი დავით დევნოზაშვილი. ფაქტის გახმაურების შემდეგ ხელისუფლების რეაგირების შესახებ უცნობია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრა პროკურორი გელა მახარაძე, რომელიც თედო ჯორბენაძის საქმეს იძიებდა. „ბათუმელებმა“ ამ საქმესთან დაკავშირებით ახლახან სარჩელი შეიტანა სასამართლოში.
ერთ-ერთ ბოლო სტატიაში, რომელიც „ბათუმელების“ მთავარ გვერდზე გამოქვეყნდა, მოთხრობილია `სამშობიარო სახლის გაყიდვაზე“. ბათუმის სამშობიარო სახლი და კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება ლევან ვარშალომიძემ პირდაპირი მიყიდვის წესით ყოფილ დეპუტატს და გუბერნატორს მიყიდა.
„ბათუმელები“ ზემოთ აღწერილი კანონდარღვევების შესახებ სტატიებს მხოლოდ დოკუმენტებზე დაყრდნობით ამზადებდა.