სიახლეები

ლუის ნავარო კვლევის შედეგების შესახებ

30.05.2012 • • 1293
ლუის ნავარო კვლევის შედეგების შესახებ

ავტორი: ნათია ზოიძე
„ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის ფერები შავი ან თეთრია, მოსახლეობისთვის კი ნაცრისფერი“, – ასეთი შთაბეჭდილება დაუტოვა ლუის ნავაროს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა. ქვეყნის მასშტაბით ბათუმის მოსახლეობა უფრო მეტად ინფორმირებული და ოპტიმისტია – ეს NDI საქართველოს ოფისის დირექტორის შთაბეჭდილებაა. ბათუმის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სიღარიბესა და ტრანსპორტის ღირებულებას ხელისუფლება საკმარისად არ აქცევს ყურადღებას – ეს კი კვლევის შედეგებმა აჩვენა… რა იყო კვლევის შედეგებში ყველაზე მოულოდნელი? „ბათუმელების“ კითხვებს ლუის ნავარომ – NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა დღეს ბათუმის პრესკაფეში კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ უპასუხა.

თქვენ გამოიკითხეთ საზოგადოებრივი აზრი რამდენიმე მოვლენის, კერძოდ, 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის, რობერტ სტურუას გადადგომის შესახებ… რის მიხედვით შეარჩიეთ ეს მოვლენები?
– ვინაიდან კვლევა ჩატარდა სექტემბერში, აქედან გამომდინარე, ზაფხულის განმავლობაში ახალ ამბებში რა პრობლემებიც ხვდებოდა, აქცენტი ძირითადად იმ თემებზე შევაჩერეთ.
– თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და იცნობთ ა არსებულ გარემოს, რა იყო კვლევის შედეგებში თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი?
– გამოკითხული მოსახლეობის 45 %-ი აცხადებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, მეორეს მხრივ, იგივე საზოგადოება ეწინააღმდეგება ცვლილებებს სამოქალაქო კოდექსში. ერთის მხრივ მოსახლეობა ეთანხმება ხელისუფლების კურსს, მაგრამ მეორე მხრივ მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ცვლილებებს უფრო მეტად მოელოდა მისგან. არ ეთანხმებიან საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, მეორეს მხრივ ცალკეულ ინიციატივას დადებითად უყურებენ. კვლევამ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ნიუანსურად, დეტალურად უყურებს ცალკეულ მოვლენას, ვიდრე ამას აკეთებს ხელისუფლება ან ოპოზიცია. ხელისუფლება და ოპოზიციაც საუბრობს ან შავზე ან თეთრზე, მოსახლეობა კი ყოფას უფრო ნაცრისფერში ხედავს.
თბილისში თქვენი კვლევების გუშინდელ პრეზენტაციას მოჰყვა შეფასებები. ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან, გუშინ დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა, რომ ასეთი კვლევების დროს ცდომილება დასაშვებზე მეტიც შეიძლება იყოს და პრობლემად რესპონდენტების გულწრფელობა დაასახელა. რას ფიქრობთ, აქვს ამ მოსაზრებას საფუძველი?
– ჩვენი მოსაზრება და პასუხი ასეთია: მაგალითად, ის ადამიანები, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, არ ეთანხმებიან რობერტ სტურუას გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზს, სარჩევნო ან სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. ამ ლოგიკით გამოდის, რომ არის საკითხები, სადაც გულწრფელები არიან და სადაც არ არიან გულწრფელები. ერთის მხრივ სჯერათ, რომ ხელისუფლება ახორციელებს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს, მაგრამ არ ეთანხმებიან შეტანილ ცვლილებებს კანონმდებლობაში.
სად უფრო ინფორმირებულია საზოგადოება, თბილისში თუ რეგიონებში. რას აჩვენებს კვლევის შედეგები?
– ვინაიდან ეს რაოდენობრივი კვლევაა, ამგვარი ანალიზის გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ მაინც დავინახეთ, რომ ბათუმის მოსახლეობა არის ყველაზე მეტად ინფორმირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ იღებს განსხვავებული წყაროებიდან ინფორმაციას. ბათუმელების უმრავლესობა აფიქსირებს, რომ ინფორმაციას იღებს ინტერნეტიდან, გაზეთიდან, ტელევიზიებიდან. რეგიონულ დონეზე რეგიონული არხი საკმაოდ ყურებადია.
პოლიტიკური პარტიების რეიტინგები იქნება მალე ცნობილი. საინტერესოა რამდენ პარტიას აქვს რეიტინგი 5%-ს ზემოთ და რამდენს ამ ზღვარს ქვემოთ?
– კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ახლა პოლიტიკური პარტიებისთვის ჩვენს მიერ დადებული რეიტინგები მნიშვნელოვანი არაა, ჯერ ხომ არ არის საარჩევნო პერიოდი. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის პრობლემები, რომელიც აწუხებს საზოგადოებას. კარგი იქნება თუ პოლიტიკოსები ამაზე გააკეთებენ აქცენტს. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ცალკეული პოლიტიკოსის ან პოლიტიკური სუბიექტის რეიტინგი. თუ თქვენ ძალიან გაინტერესებთ პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, დარწმუნებული ვარ, ეს ინფორმაცია მაინც გაჟონავს და გაიგებთ.
– შეგიძლიათ გვითხრათ, რა თანხა დაიხარჯა საზოგადოების განწყობის გასაგებად საქართველოში ?
– თანხებისთვის ნამდვილად არ მიმიქცევია ყურადღება.
NDI-ის კვლევის შედეგები 11 ოქტომბერს გახდა საჯარო. სულ გამოკითხულია 2 445 რესპონდენტი. წინა კვლევებისგან განსხვავებით, ამჯერად შეცვლილია „დიახ“ და „არა“ პასუხების ოდენობა. უცვლელია „არ ვიცი“-ს პროცენტული მაჩვენებელი. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 62 % პროცენტი პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებს. 31 % – ტერიტორიულ მთლიანობას, 31 % – სიღარიბეს.
მოსახლეობას მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები სიღარიბესა და უმუშევრობაზე საკმარისად არ საუბრობენ. საქართველოში დემოკრატიის არსებობის შესახებ კითხვას, დადებითად 45 % პასუხობს.
კვლევის მეთოდოლოგია: შემთხვევითი შერჩევის ფორმა, იგივე პრინციპით შეირჩა საარჩევნო ოლქი, საარჩევნო უბანი, ქუჩა, კორპუსი და რესპონდენტები. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ. კვლევა დააფინანსა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ.

გადაბეჭდვის წესი