სიახლეები

მედია ჯგუფი „აჭარა P.S“ ქობულეთის პოლიციის უფროსს უჩივის

30.05.2012 • • 1493
მედია ჯგუფი „აჭარა P.S“  ქობულეთის პოლიციის უფროსს უჩივის

დღეს მედია ჯგუფმა „აჭარა P.S.“ ქობულეთის პოლიციის უფროსის, დავით ბეჟანიძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და გენერალურ პროკურატურაში.

მედია ჯგუფი პოლიციელს ჟურნალისტ სულხან მესხიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო ედავება. ინციდენტი 6 აპილს მოხდა, როცა ქობულეთში რატი მეგრელიძის ოჯახის გამოსახლების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

„ჩვენ ორი კამერით გვაქვს გადაღებული მასალა, ხმების და კადრების იდენტიფიკაციის შემდეგ გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, პირველი იერიში ჟურნალისტზე ქობულეთიის პოლიციის უფროსმა დავით ბეჟანიძემ მიიტანა. უფროსის ამ ქმედებას მხარი სხვა რიგითმა პოლიციელებმაც აუბეს, ასევე აქტიურობდა პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ ზოიძე“ – აცხადებს მედია ჯგუფ „აჭარა P.S.“ –ის გენერალური დირექტორი ჯემალ მეგრელიძე, რომელიც ამ ინციდენტის თვითმხილველი იყო.

ჯემალ მეგრელიძის განცხადებით აქამდე სამართალდამცველები ამ ფაქტის გამოძიებით არ დაინტერესებულან, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია მედია საშუალებებმა გაავრცელეს. ერთადერთი კომენტარი შსს სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან გადაიცა ტელეარხ „მაესტროს“ ეთერში, სადაც უტიაშვილი აცხადებდა, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტზე ძალადობის ნიშნები ვერ დაინახა.
„ჩენ ვითხოვთ ამ ფაქტზე რეგირებას, ისე როგორც მოხდა ორი თვის წინ, „ტვ 25“ –ს ჟურნალისტზე ზეწოლის შემთხვევაში“ –აცხადებს ჯემალ მეგრელიძე, რომელმაც ბრიფინგი დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სარჩელის შეტანამდე გამართა.

ბრიფინგს ესწრებოდა სახალხო დამცველის რეგიონული რწმუნებული გიორგი ჩარკვიანი, რომელმაც განაცხადა, რომ მალე დაიწყებს ამ ფაქტის მოკვლევას „რადგან ამ ფაქტის შესახებ იმნფორმაცია სამწუხაროდ გუშინ გაიგო.“

„აჭარა P.S.“ –ის ჟურნალისტ სულხან მესხიძეს მედია ჯგუფის განცხადებით პროფესიულ საქმიანობაში ხელი მეგრელიძის ოჯახის გამოსახლების პროცესის გადაღების დროს შეეშალა. რატი მეგრელიძის ოჯახის გამოსახლებას პოლიცია 6 აპრილს ცდილობდა. ჯემალ მეგრელიძის ინფორმაციით ოჯახის დიასახლისს, მზევინარ მანელიშვილს საზღვაო ბანკიდან ჰქონდა 143 000 ათასი ლარი სესხი გამოტანილი. აჭარაში ვარდების რევოლიციის შემდეგ ბანკი გაკოტრდა და გაუქმდა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა მანელიშვილის მეუღლეს, ამირან მეგრელიძეს, რომელმაც განაცხადა: „ბანკის გაუქმების შემდეგ არ გვიხსნიდნენ თანხა სად უნდა გადაგვეხადა, ახლა კი ჩემი ძმის 5 სართულიან სასტუმროს გვედავებიან, სადაც ამჟამად დროებით ვცხოვრობთ.“ ამირან მეგრელიძე ადასტურებს, რომ ეს 5 სართულიანი სასტუმრო–სახლი, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს ბალანსზეა უკვე აყვანილი.
მანელიშვილს და მის ოჯახს ვარდებიის რევოლუციიის შემდეგ ქობულეთში დაუნგრიეს რესტორანი და ფერმა. ამირან მეგრელიძეს უფრო დეტალურ ინფორმაციაზე საუბარი აღარ სურს, რადგან იმედი აქვს, რომ ხელისუფლება საქმის მოგვარება დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი