სიახლეები

მალე ბათუმში უნიფორმიანი სამარშუტო ტაქსის მძღოლები გამოჩნდებიან

30.05.2012 • • 1377
მალე ბათუმში უნიფორმიანი სამარშუტო ტაქსის მძღოლები გამოჩნდებიან

ავტორი: ნათია ზოიძე
ბათუმის მერია სამარშუტო ტაქსებისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს
1.როცა გაეღვიძებათ მაშინ მოდიან;
2. როცა უნდათ მაშინ წყვეტენ მუშაობს;
3.სადისპეჩერო საქმიანობის წესი ირღვევა;
4. სადაც უნდათ იქ აჩერებენ;
5.ხაზების ყიდვა-გაყიდვა გადაიქცა კორფციის წყაროდ, როცა რეალურად მხოლოდ მერიაა სამარშუტო ხაზის მფლობელი და არა კონკრეტული პირი, რომელიც ამ ხაზს ხან 5000, ხან – 6 ათას დოლარად ყიდის.
ზემოთ ჩამოთვლილ ხუთივე მიზეზს ვიცე-მერი ჯემალ ანანიძე ასახელებს. მისი ადრესატები კი ბათუმის სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ან ის გადამზიდავი კომპანიები არიან, რომელთაც ბათუმში მგზავრთა გადაყვანაზე ვალდებულება აქვთ აღებული.
ამ მიზეზების გამო, ორ დღეში, საკრებულო განიხილავს ბათუმის საზღვრებში ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის სამგაზავრო ნებართვის გაცემის კონკურსის ჩატარების წესსა და სანებართვო მოწმობის ფორმების საკითხს.
ახალი რეგულაციების მიღების შემდეგ, სამარშუტო მიკროავტობუსების რაოდენობა 663-დან 420-მდე შემცირდება. მოწესრიგდება სამარშუტო ხაზების ოდენობაც აქამდე ბათუმში იყო 34 სამარშუტო ხაზი, რაც 29-მდე შემცირდება. აქედან 6 ერას ქუჩაზე დარჩება, 18 – ჭავჭაძეზე, დანარჩენი კი პუშკინის ქუჩაზე. არ გაძვირდება მგზავრობის ფასი– – ეს ბათუმის მერიის და საკრებულოს დაპირებებია.
ამ გადაწყვეტილების ოპონენტების აზრით, ახალი რეგულაციების წყალობით მგზავრები დარჩებიან ქუჩაში, გაძვირდება მგზავრთა გადაყვანის ღირებულება და მესამე – მერია დოტაციაზე მყოფი ყვითელი ავტობუსებისთვის მგზავრთა რაოდენობის გაზრდას ცდილობს.

რა მოეთხოვება იურიდიულ ან ფიზიკურ პირს მგზავრთა გადაყვანის ნებართვა რომ მიიღოს?

თუ აქამდე მხოლოდ იურიდიულ პირს ჰქონდა ამ სახის კონკურსში მონაწილეობის უფლება, მალე ამის უფლება ექნებათ ფიზიკურ პირებსაც. მსურველს, ანუ პირს, რომელსაც აქვს გამართული ავტომანქანა, მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში შეუძლია მიიღოს მონაწილება.

რომელი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ დაიშვება კონკურსზე?

ახალი რეგულაციების პროექტის თანახმად, არ დაიშვებიან ავტომანქანები, რომელთა ძარა დეფორმირებულია ან ძარის ნომერზე მითითებული მონაცემები არ შესააბამება ავტომანქანის ტექპასპორტში მითითებულ ნომრებს. 2. თუ მიკროავტობუსის ჭერის სიმაღლე 180 სანტიმეტრზე დაბალია. სალონი არ არის გაწყობილი ხმაურჩამხშობი გადასაკრავითა და იატაკი დაზიანებულია. ავტომანქანას, რომელსაც არ აქვს გასაღები ფანჯრები, კონდიციონერი, ლუქი, დაზიანებული აქვს სავარძლები, საბურავები. ხოლო მანქანა ,რომელიც 12 წელზე მეტი ხნისაა კონკურსზე დაიშვება მაგრამ 0 ქულით შეაფასდება. კონკურსში გამარჯვებული სამარშუტო ხაზს ლოტოტრონის პრინციპით აირჩევს.

დღეს მერიის მიერ ახალი რეგულაციების პროექტი საკრებულოს სხდომათა დარბაზში განიხილეს. შეხვედრა სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა. პროექტში ერთადერთი ცვლილების შეტანაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა, რომ პროექტით გათვალისწინებული ნებართვის ფასი – ავტობუსებისთვის 30, ხოლო მიკროავტობუსისთვის – 20 ლარი, შეამცირონ 10–მდე ან 5 ლარამდე. სამარშუტო ავტობუსის მფლობელმა, რომელიც კონკურსში გაიმარჯვებს, მთელი წლის გადასახადი ბიუჯეტში ერთად უნდა გადაიხადოს.

რატომ ვერ მიიღებს კონკურში მონაწილეობას ბათუმში მგზავრთა გადამყვანი ერთ-ერთი მსხვილი კომაპანია

ვაჟა ცინცქილაძე კომპანია შპს „აჭარ ტრანს რეგულირება“-ს წარმოადგენს. ეს კომპანია ერთ-ერთია იმ ხუთს შორის, რომელსაც ბათუმში მგზავრთა ტრანსპორტირებაზე ვალდებულება აქვს აღებული. 18 წელია ამ ბიზნესშია .კომპანიას 150-მდე სამარშუტო ტაქსიის მფლობელთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა ცინცქილაძეს გაუმართავი ავტომანქანები არ ჰყავს, ამბობს, რომ ახალი რეგულაციების დამტკიცების შემთხვევაში, სურვილი რომც ჰქონდეს, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
1. გაუჭირდება ავტომობილების მფლობლების დარწუნება, რომ კომპანიამ მათი კუთვნილი ავტომობილები კომპანიის ბალანსზე აიყვანოს.
2. ფიზიკური პირებისთვის დასაშვები გახდება კონკურში მონაწილეობა: თუ აქამდე გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მას სამარშრუტო ტაქსის მძღოლი თვეში 100 დან ან 120 ლარამდე უხდიდა, მერია ამ თანხას 5-10 ლარამდე ამცირებს.
ვაჟა ციცნქილაძის აზრით, მძღოლების უმრავლესობას არ აქვს უნარი დამოუკიდებლად აწარმოოს ურთიერთობა საგადასახადო სამსახურთან, მაგრამ თანხა (100 ლარის ნაცვლად 5) იმდენად შთამბეჭდავია, რომ ისინი ამ „ცდუნებაზე“ წავლენ „და საერთო ჯამში, უფრო მეტ პრობლემას მიიღებენ“.
ვაჟა ცინქილაძის პასუხად ვიცე-მერი ანანიძე შემდეგ განმარტებას აკეთებს: გადამყვან კომპანიებს არ მოეთხოვება ყველა ავტომანქანის ბალანსზე აყვანა – საკმარისია ავტომანქანების მფლობელებთან ხელშეკრულების გაფორმება. რაც შეეხება სანებართო თანხის შემცირებას, ანანიძე ურჩევს ცინცქილაძეს, დაელოდოს საკრებულოს გადაწყვეტილებას ტარიფის შესახებ. ვიცე-მერი ეთანხმება ვაჟა ციცნქილაძეს იმ საკითხში, რომ მძღოლებს შეიძლება გაუჭირდეთ დამოუკიდებლი ურთიერთობა შესაბამის სამსახურებთან.

ბათუმის მერია 1 მაისს ბათუმის ქუჩებში გამართული მიკროავტობუსების გამოჩენას ვარაუდობს და ასევე პირობას დებს, რომ მძღოლები უნიფორმებში იქნებიან.

გადაბეჭდვის წესი