სიახლეები

ლუდის ფესტივალი იწყება

30.05.2012
ლუდის ფესტივალი იწყება

მირანდა მიქაძე

შაბათ–კვირას 18 საათზე  ბათუმის ახალ ბულვარში ქართული ლუდის ფესტივალი „ბათუმი–ფესტი 2011“ გაიმართება.  ფესტივალზე  აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის (ხევსურეთი, ხევი, თიანეთი), ასევე ოსური ტრადიციული ცოცხალი ლუდისაც დააგემოვნებთ. სპეციალურად განლაგებულ კარვებში  ლუდის ხარშვის იმიტაციის ნახვაც შეგეძლებათ. ცნობილი მომღერლებისა და მოძრავი თეატრის მიერ დადგმული ცეცხლოვანი შოუს ფონზე 2011 წლის “ლუდის რაინდი” და “ლედი-ლუდი”–ც გამოვლინდება. თუკი ლუდის ფესტივალის შემდეგ ცეკვის ხასიათზე დადექით, ორგანიზატორებმა ამაზეც იზრუნეს – საღამო დისკოტეკით გაგრძელდება.

ბათუმში ლუდის ფესტივალი წელს მეორედ ტარდება.

ცნობილია, რომ ყველაზე მაშტაბური ლუდის ფესტივალი, „Oktoberfest“–ი ყოველწლიურად ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში ტარდება.  „Oktoberfest“–ს გერმანიის სახალხო დღესასწაულს უწოდებენ და გინესების რეკორდების  წიგნშიცაა შეტანილი, როგორც ყველაზე დიდი და სანახაობრივი დღესასწაული მსოფლიოში. დღესასწაულის მთავარ სასმელს  სპეციალურად მოხარშული ნახევრადმუქი და საკმაოდ ძლიერი ლუდი – „Oktoberfestbeer“  წარმოადგენს, რომელის შეძენაც მხოლოდ ფესტივალის პერიოდშია შესაძლებელი.  „Oktoberfest“–ი პირველად 1810 წლის 12 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში აღინიშნა და მას შემდეგ ყოველი წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებიდან ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირამდე ტარდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.