სიახლეები

მეტალ ფესტივალის მოტყუებული მაყურებელი

30.05.2012 • • 1860
მეტალ ფესტივალის მოტყუებული მაყურებელი

განაწყენებულმა Dark Tranquility-იმ სცენა  დროზე ადრე დატოვა

ავტორი: ლელა დუმბაძე

გუშინ ბათუმში Global east rock festival-ი გაიხსნა. კონცერტი დაახლოებით რვა საათის დაგვიანებით დაიწყო და ყოველგვარი ოფიციალური განცხადების გარეშე, ერთიანად შეიცვალა პირველი დღის მონაწილეთა სიაც. ნაცვლად რვა ჯგუფისა:  Tanelorn

(საქართველო),Signs  (საქართველო), Carthagods (ტუნისი), Moribund oblivion  (თურქეთი),Cemetary of scream  (პოლონეთი),W.H.I.T.E.  (უკრაინა), Dark tranquility (შვედეთი) და Sabaton (შვედეთი) – ფესტივალის გახსნაზე მხოლოდ Sabaton, Dark Tranquility  და Moribund oblivion  გამოვიდნენ.

გარდა იმისა, რომ ორგანიზატორებმა თავდაპირველად შეპირებული, ბრაზილიური, Heavy metal ჯგუფის -Sepultura -ს ჩამოყვანა ვერ მოახერხეს, რის გამოც განაწყენებულმა მსმენელმა, ბილეთების ღირებულების ანაზღაურებაც კი მოითხოვა მათგან,  გუშინ დილით, ყველასათვის მოულოდნელად მათ, ფესტივალის ჩატარების ადგილიც შეცვალეს – ნაცვლად ანგისის სტადიონისა, კონცერტი ერას მოედანზე, რამოდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.

გარკვეული მღელვარება შეინიშნებოდა კონცერტზე თავმოყრილ ახალგაზრდებშიც, რომელთა უმრავლესობაც უნდობლობას გამოხატავდა ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ და როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე უმიზეზოდ. კონცერტზე ერთ მეტად უსიამოვნო ფაქტს

ჰქონდა ადგილი – შვედური, Melodic death metal ჯგუფი – Dark Tranquility, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო, აპარატურის გაუმართაობის გამო იძულებული გახდა, გამოსვლა თითქმის ერთი საათით ადრე დაემთავრებინა. მათ ბოდიში მოუხადეს მაყურებელს და მხოლოდ სამი-ოთხი სიმღერით შემოიფარგლენ. რის შემდეგაც  კულისებში პირადად შეხვდნენ, ფესტივალის ორგანიზატორებზე გულმოსულ მაყურებელს და მათთან ერთად მოკლე ფოტო-სესიაც კი მოაქყვეს.

მართალია Global east rock festival -ი ძალიან ბევრი ხარვეზით გაიხსნა, მაგრამ მთლიანობაში მსმენელი მაინც ბედნიერი ჩანდა, თავისი საყვარელ ჯგუფებთან შეხვედრით და მათი ცოცხალი შესრულეის მოსმენით, რაც ფესტივალის ორგანიზატორებმა საკმარისად ჩათვალეს და დღეს facebook -ზე Global east rock festival -ის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ევროპის მოედანზე ფესტივალის ჩატარების ნებართვის არ ქონის გამო, ფესტივალის მე-2 დღე საერთოდ გაუქმებულია

(https://www.facebook.com/jam.promotion) . როგორც აღმოჩნდა ფესტივალის ორგანიზატორებს გარდა ორგანიზების ნიჭისა, არც პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოტყუებული მსმენელი, რომელიც უკვე რა ხანია ბილეთების ღირებულების ნაწილის, ანაზღაურებას ითხოვს და სასამართლოში ჩივილითაც იმუქრება (ჰტტპ://პარანოიცჰკა.წორდპრესს.ცომ/2011/07/16/ნორეგრეტს/) ახლაც ვერანაირ ოფიციალურ პასუხს ვერ მიიღებს.  თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფესტივალის ორგანიზატორები მობილურ ტელეფონებს არ პასუხობენ და საორგანიზაციო ჯგუფის RMNA (Rock Music National Association) და ჟამ ევენტს-ის ოფიციალური ვებ გვერდი საერთოდ გაუქმებულია.

იმედია ორგანიზატორების დაუდევრობითა და არაპროფესიონალიზმით განაწყენებული მსმენელი და ჯგუფები, რომელთაც საერთოდ არ მიეცათ მსმენელის წინაშე გამოსვლის საშუალება, აუცილებლად მოითხოვენ ფინანსური ან მორალური ზარალის ანაზღაურებას. ფესტივალის ორგანიზატორებისგან კი ერთხელ და სამუდამოდ მივიღებთ განმარტებას, ოფიციალური განცხადების და არა ფეისბუკის სტატუსად დაყენებულ, ჟარგონებითა და ჭორებით გაჯერებულ სტატუსების სახით.

გადაბეჭდვის წესი

ასევე: