ნეტგაზეთი • RU

მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს უკვე შეხვდა

მიხეილ-სააკაშვილი-შვეიცა

საქართველოსა და შევიცარიის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ პირველი კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. სერგი კაპანაძის განცხადებით,შვეიცარიის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ტექსტი უცვლელი რჩება.
რუსეთმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ითხოვა.
საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტებს შეხვედრა ბათუმში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიშელინ კალმი-რეის შეხვდა.ქართული მხრიდან შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც ესწრებოდნენ.შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.კომენტარები პრეზიდენტების მხრიდან არც შეხვედრის შემდეგ გაკეთებულა..ინფორმაციას შეხვედრის თაობაზე პრეზიდენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა .შვეიცარიის მხარემ,როგორც მედიატორმა მიხეილ სააკაშვილს შეთავაზებულ კომპრომისული დოკუმენტის თაობაზე რუსეთის მხარის დამოკიდებულება გააცნო. “მედიატორი ქვეყნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებულია ქართული მხარის მოთხოვნები, რაც საზღვრებზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ მონიტორინგსა და ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას ითვალისწინებს.”– წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

პრეზიდენტის ვებ–გვერდის ინფორმაციით “ოფიციალურ მოსკოვის გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით უცნობია. სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბერს არის ჩანიშნული. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხს 153 ქვეყანა მინისტერიალზე 15 დეკემბერს გადაწყვეტს. რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება გასულ კვირას დასრულდა.

ოფიციალურმა მოსკოვმა ორგანიზაციის წევრობის სურვილით პირველი განაცხადი მსო-ში 1993 წელს წარადგინა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge