სიახლეები

მეტრო ბათუმის თეატრში

30.05.2012
მეტრო ბათუმის თეატრში

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ბათუმის დრამატულ თეატრში რეჟისორი გაგა გოშაძე ახალ სპექტაკლს დგამს. „მეტრო” – ასე ერქმევა სპექტაკლს, რომლის ინსცენირება თავად რეჟისორს ეკუთვნის.

„მეტროს ვაგონში ხდება მთელი მოქმედება. შედის ორი ხულიგანი და აწიოკებს იქაურობას. არავინ შიშით ხმას არ იღებს, ეშინიათ თვითონ მათაც არ შეეხონ. სხვისი ჭირი კედელს ჩხირიო – დაახლოებით ამაზეა პიესა. მე მგონია, რომ ძალიან აქტუალურია დღეს ეს თემა. ნაკლებად გვაღელვებს ერთმანეთის ბედი. ყველანი გამოკეტილები ვართ ჩვენ-ჩვენ ნაჭუჭში. ოღონდ ჩვენ არ შეგვეხოს რამე და სხვის გამო არავინ ხმას არ ვიღებთ,” – ამბობს „ბათუმელებთან” საუბრისას გაგა გოშაძე.

სპექტაკლის ინსცენირება 1967 წელს გადაღებული ფილმის – The Incident (რუსულ თარგმანში Инцидент, или Случай в метро) მიხედვით გაკეთდა. ორიგინალი ფილმის სცენარის ავტორი ნიკოლას ბაერია, რეჟისორი კი – ლარი პირსი.
„მეტროს“მუსიკალურადაც გაგა გოშაძე გააფორმებს. სპექტაკლში 15 მსახიობია დაკავებული.

„შესაძლოა რაღაც ცვლილება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე დასის შემადგენლობა ასეთია: დათო წერეთელი, დათო ჯაყელი, ტიტე კომახიძე, ნინო კვიტაიშვილი, მერი ნაკაშიძე, ლევან თედორაძე, მანუჩარ შერვაშიძე, ნინო საკანდელიძე, გიორგი ფირცხალაშვილი, გოგიტა მეგრელიძე, კახა კობალაძე, ზაზა ზოიძე, დიანა ჩახუნაშვილი, ლაშა კონცელიძე და ზურა ქავთარაძე,”- განაცხადა გაგა გოშაძემ.
სპექტაკლზე მუშაობა დასმა 7 მარტს დაიწყო. რეჟისორის განცხადებით, პრემიერა სავარაუდოდ ერთ თვეში, აპრილის პირველ ნახევარში შედგება.
 
გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.