სიახლეები

მინისტრის აღსარება, ანუ როგორ დაიჯერა გოგა ხაჩიძემ, რომ ლაზიკა ზღაპარი არ არის

30.05.2012 • • 1155
მინისტრის აღსარება, ანუ როგორ დაიჯერა გოგა ხაჩიძემ, რომ ლაზიკა ზღაპარი არ არის

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ისე, შემთხვევით ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის, ვინ არის საქართველოში ყველაზე მაგარი მინისტრიო – ვუპასუხებდი, რომ ყველაზე მაგარი გოგა ხაჩიძეა. უფრო მეტიც, ვუპასუხებდი, რომ ის უნიკალურია. ვინც ჩემსავით არ ფიქრობთ, წინასწარ აგრესიულად ნუ განეწყობით, რადგან არ ვგულისხმობ იმას, რომ ის საქართველოში მოქმედ მინისტრებს შორის ყველაზე კარგად მღერის, ან ყველაზე მაგარ მუსიკას ქმნის – შესაძლოა ეს საკითხი სადავო იყოს. ჩემთვის ბატონი გოგა მხოლოდ იმიტომაა უნიკალური, რომ ის ყველა დანარჩენი მინისტრისგან განსხვავებით ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობს. მაშინ, როცა სხვა მინისტრები პრეზიდენტის მსგავსად ამტკიცებენ, რომ საქართველოს არათუ გადასარჩენი არაფერი სჭირს, არამედ დღითიდღე შენდება და მშვენდება, გოგა ხაჩიძეს სხვა სადარდებელი აქვს. გარემოს დაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას დღეს ურთულესი ამოცანა უდგას: „როგორ გადარჩეს“.

„…ამ რეალობაში, თანამედროვე სამყაროში ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა: როგორ გადარჩეს როგორც ქვეყანა“ – განაცხადა მინისტრმა ბლოგერებთან პრივატულ შეხვედრაზე.

გარემოს დაცვის მინისტრის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ ის ერთადერთია, რომელიც პრეზიდენტისგან განსხვავებულად ფიქრობს, თუ მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველო მალე სინგაპურს დაემსგავსება, გოგა ხაჩიძეს მხოლოდ ლაზიკას იმედი აქვს. ის იმედოვნებს, რომ შესაძლოა გვიშველოს ახალმა ქალაქმა ლაზიკამ და ახალმა ნავსადგურმა, რომელმაც „აზიის ტვირთების გადაზიდვა უნდა უზრუნველყოს.“

მინისტრის მოსმენისას, როცა ის ბლოგერებთან დაცული ტერიტორიის მნიშვნელობასა და რამსარის კომისიაზე საუბრობდა, ერთი ქართული „წინასაარჩევნო“ ანეკდოტი გამახსენდა, სადაც განაწყენებული ამომრჩეველი სვამს კითხვას „კი დაგვიგო მიშამ ასფალტი, მაგრამ რა ვქნათ, ასფალტი ვჭამოთ?“ – დაახლოებით ასე ჟღერს მისი განმარტება ლაზიკას მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მან ბლოგერებს მისცა: „უნიკალურია კოლხეთის ჭაობი, მაგრამ რა ვქნათ ჭაობი ვჭამოთ?“ …უფრო კონკრეტულად კი მინისტრი ამბობდა: „რაღა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ, რომ ეს დააზარალებს რამსარის საკითხს, მაგრამ გეტყვით რამსართან დაკავშირებით რაც ხდება. ჯერ ერთი, ძალიან კარგად გვესმის სამინისტროში, რომ ჩვენი დაცული ტერიტორია არ არის მხოლოდ შიდა მასშტაბის დაცული ტერიტორია. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი, სადაც, გადამფრენი ფრინველები ჩერდებიან, ისვენებენ, ჭამენ, სვამენ და ასე შემდეგ, ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის, ჩვენ ეს საკითხი რა თქმა უნდა კარგად გვესმის.

…ჩვენ გვესმის, რომ ჭაობი არის მართლა მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ასევე ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება სასწრაფოდ განვითარება. შენ ხომ იცი, რომ ასეთი ჭაობი ბევრი არ არის მსოფლიოში, ამას რამდენი ვაფასებთ? – ბევრნი ვაფასებთ, მაშინ დამეხმარე, რომ იმ ბევრიდან ნაწილი ჩამოვიდეს აქ, როგორც ტურისტი, ნახოს ეს ჭაობი. დაინტერესდეს, რამე დაწეროს, გააშუქოს, სურათი გადაიღოს, ფული დახარჯოს. მქონდეს რაღაც ფინანსური სარგებელიც… ძალიან ძნელია, ვერაფერს გიკეთებენ, ვერაფერში გეხმარებიან. რაც შეეხება ლაზიკას, ახლა რომ მკითხო, ვერ გეტყვი ვერაფერ კონკრეტულს. არიან კომპანიები, რომლებიც უკვე იდეებს სთავაზობენ. გვინდა, რომ აშენდეს რაღაც ახალი ქალაქი, რომელსაც ექნება სხვა ამოცანები, მაგალითად დიდი ნავსადგური, რომელშიც შემოვა დიდი გემი, რომელიც გააჩენს იმას, რომ აზიური ტვირთები პირდაპირ შენი ზღვიდან გავიდეს… ეს არის კონკრეტული საჭიროება ქვეყნის. არსებობს ამოცანები, რომლებსაც არსებული ნავსადგური ბათუმი-ფოთი ვერ მოაგვარებს, ანაკლიასთან უფრო არი ეს პირობები. ლაზიკა მინდა – ეს არ არი რაღაც ბავშვობის ოცნების ასრულება, ეს არი გრძელ ვადაში გათვლილი ქვეყნის განვითარების პერპექტივა.“ (სტილი დაცულია)

შეხვედრაზე მინისტრი უყვება ბლოგერებს იმის შესახებ, თვითონაც როგორ და რა ვითარებაში დაიჯერა, რომ ლაზიკა ზღაპარი არ არის: „უკვე არსებობენ რეალურად დაინტერესებული ადამიანები, კომპანიები სერიოზული გამოცდილებებით, რამდენიმე სამუშაო პროცესში რაღაცნაირად მეც მომიწია ყოფნა და ვნახე, რომ ეს არ არი ზღაპარი. დაინტერესებულ ადამიანებში ვგულისხმობ მხარეებს, არსებობენ ადამიანები რომლებიც… ხომ გესმით, ამ ყველაფერს ტიპები უყურებენ რუკაზე. შენ თუ რაღაც ფუნქცია არ შეიძინე, ნავთობი არ გაქვს, სამხედრო ძალა არა გაქვს ისეთი, რომ ხმა ვერავინ ვერ გაქცეს _ ერთი წუთით დავაჭერ ახლა ხელს და მეც შეიძლება გავსკდე მაგრამ მაგრამ თქვენ …. ეგეთი არაფერი არ გვაქ.“

შეხვედრა, რომლის ჩანაწერის ნახვამაც უამრავი ემოცია გამიჩინა და მაფიქრებინა, რომ გარემოს დაცვის მინისტრი უნიკალურია საქართველოს მინისტრებს შორის, ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა გადაიღო და საკუთარი ბლოგის საშუალებით გაავრცელა. ეს ვიდეოჩანაწერი თავადაც შეგიძლიათ ნახოთ და დასკვნებიც თავად გააკეთოთ. მე კი ვფიქრობ, რომ ჩანაწერიც ისევე უნიკალურია, როგორც მინისტრი. იმის შესახებ კი, რა სერვისს სთავაზობს სამინისტრო ტურისტს დაცულ ტერიტორიებზე, სადაც მათ მოზიდვაში დახმარებას რამსარის კომისიას სთხოვს გაზეთ ბათუმელებშის წინა ნომერში გამოქვეყნდა და მალე ამავე საიტზეც დაიდება.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=akeHAOcEU_4]

გადაბეჭდვის წესი