სიახლეები

მდინარეებს სუნთქვა უჭირთ

30.05.2012 •
მდინარეებს სუნთქვა უჭირთ

ცაგო კახაბერიძე  

„წყალში ჩაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ზემოქმედებს იქ არსებულ ცოცხალ რესურსებზე და უარყოფით გავლენას ახდენს ზღვის ეკოსისტემაზე. ხშირად ამ ნარჩენებით იკვებებიან თევზები, რაც მათ ქსოვილებში არასასურველ ნივთიერებათა დაგროვებას, მოწამვლას ან დაავადებას იწვევს…“  – სპეციალისტები სიტუაციას საგანგაშოდ აფასებენ, გარემოს დაცვის ინსპექციას კი 2010 წლის განმავლობაში აჭარაში წყლის დაბინძურების ერთი ფაქტიც არ გამოუვლენია.

თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი, შავი  – შორიდან პოლიეთილენის პარკებისგან შექმნილი ფერთა გამა მდინარე მეჯინისწყლის სანაპიროზე,  ხელოვნების ნიმუშის ასოციაციას აჩენს, უფრო ახლოდან კი არსებული რეალობა მხატვრული შედარებების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. მდინარე ფერადი პარკების გარდა გამოუსადეგარი საბურავებით, პლასტმასის ბოთლებით, ე.წ „კონსერვის ბანკებით”, სიგარეტის კოლოფებით, ბავშვის ჰიგიენური საფენებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენითაა სავსე, ხშირ შემთხვევაში ნაგავსაყარადაა ქცეული მდინარის მიმდებარე ტერიტორიებიც.

სოფელ მეჯინისწყლის დასახლებაში მოსახლეობა მდინარეში არსებულ მდგომარეობას „სანდასუფთავების სამსახურის ცუდი მუშაობით“  ხსნის, ზოგიერთი კი ადგილზე მდინარეში ნაგვის ჩაყრას უარყოფს და ამბობს, რომ „გაზაფხულობით წყალს საყოფაცხოვრებო ნარჩენები ზედა სოფლებიდან მოაქვს“.

„მდინარე გზაზე გადმოდის, ეზოებში შემოდის და სახლების პირველ სართულსაც კი ტბორავს, ამ დროს წყალს ზედა სოფლებიდან ნაგავი მოაქვს და ეზოებში ტოვებს.“ – ამბობს მაია ბოლქვაძე.

ოთარ ცინცაძის თქმით კი „ნაგავი მდინარეს არამარტო ზედა სოფლებიდან მოაქვს, ნარჩენებს მდინარეში ყველგან ყრიან… წლების განმავლობაში მდინარის დანაგვიანებამ კიდევ ერთი სავალალო შედეგი გამოიწვია, ჩემს ბავშვობაში მდინარეში თევზი მრავლად იყო, ახლა კი აღარ არის.“

ნაგავსაყარად ქცეულ მდინარეებზე „ბათუმელებში“  სტატია სამი წლის წინაც გამოქვეყნდა. გაზეთის ფოტოობიექტივში მაშინ მდინარე ბარცხანაში გადაგდებული ბატკნის ლეშიც მოხვდა, ამ ხნის განმავლობაში კი აღნიშნული გარემოებების შესაცველად არაფერი გაკეთებულა.

„ნაგვის ურნები დადგეს, მაგრამ სანდასუფთავების მანქანა ოთხ დღეში ერთხელ, ზოგჯერ კვირაში ერთხელ ცვლიდა ურნებს, რამაც ზაფხულის სიცხეში ანტისანიტარია, საშინელი სუნი, ბუზები და ქვეწარმავლები გააჩინა, რის გამოც ნაგვის ურნები დასახლებიდან ოდნავ მოშორებით გადავატანინეთ, თუმცა შეგიძლიათ იქამდეც მიხვიდეთ და ნახოთ, რა სიტუაციაა“ – ამბობს ბარცხანის დასახლებაში, მცხოვრები ზინა ურუშაძე.

ამავე დასახლებაში, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩაზე, ქუჩის ბოლოში ნაგვის ორი ურნა დგას. ისინი ნაგვით სავსეა, მათ ირგვლივ კი საშინელი ანტისანიტარიაა. როგორც აქაურები ამბობენ  „ურნაში ჩაყრილ ნაგავს ძაღლები არ აჩერებენ და მათგან უმეტესობა ისევ მდინარეში ხვდება.“

საქართველოს კანონი წყლის შესახებ გარემოს დამცველ ორგანიზაციებს ავალდებულებს „წყლის დაცვას დაბინძურების, დანაგვიანების, დაშრეტის და სხვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, შეამციროს თევზის მარაგი, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და სხვა არასასურველი შედეგები.“ კანონის დამრღვევი კი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიმხედვით 200 ლარით ჯარიმდება.

გარემოს დაცვის აჭარის ინსპექციის ანალიტოკოსის, გოჩა ნაცვლიშვილის განმარტებით: „მოქალაქის დაჯარიმება, რომელიც კანონს არღვევს მხოლოდ ფაქტზე წასწრების შემთხვევაშია შესაძლებელი. რეაგირებას ვახდენთ ასევე მოქალაქეებისგან შემოსულ შეტყობინებებზე. სხვა მხრივ კი, მაგალითად, სოფელში მდინარეში ბოთლის გადაგდების ფაქტს ინსპექცია ფიზიკურად ვერ გააკონტროლებს, ეს მოქალაქეების ცნობიერების პრობლემაა.“

2010 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის სამმართველომ სულ 115 შემთხვევა გამოავლინა, მათ შორის წყლის დაბინძურების ფაქტს არც ერთი არ უკავშირდებოდა. რაც შეეხება შეტყობინებებს, ანალიტიკოსი გოჩა ნაცვლიშვილი მდინარეებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ შემთხვევას იხსენებს: „შემოვიდა ინფორმაცია, რომ ცემენტიან სატვირთო მანქანას მძღოლი მდინარეში რეცხავდა, ეს პიროვნება 200 ლარით დაჯარიმდა.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმძღვანელის, არჩილ გუჩმანიძის განმარტებით: „მოწამლული მდინარეები გავლენას ახდენს ზღვის ეკოსისტემაზეც. გარდა ამისა, დარღვეულია წყალდაცვითი ზოლის მცნებაც, ანუ ცოცხალი კვეთიდან მდინარის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე გარკვეული ტერიტორია წყალდაცვით ზოლს მიეკუთვნება, კანონმდებლობით ამ წყალდაცვით ზოლზე ნარჩენების დაყრა ან რაიმეს განთავსება, ტყის ჭრა და სხვა მოქმედებები დაუშვებელია, თუმცა დღეს ეს წესიც დარღვეულია. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში გარემოსდაცვითი მაკონტროლებელი ორგანოები საკმაოდ სუსტია და ამას ისიც ადასტურებს, რომ ამ სფეროდან ბევრი მაღალჩინოსანი დღეს უფლებამოსილების გადამეტებისა და კორუფციული გარიგებებისთვის იხდის სასჯელს, მინდა ვთქვა, რომ ეს მოსახლეობის ცნობიერების პრობლემაცაა. ის, რომ გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ბავშვები გამოჰყავთ და სანაპიროს ალაგებინებენ, არის სისულელე და ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება.“

გადაბეჭდვის წესი