სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ვიზრდებით მთელი მსოფლიოს ტენდენციის საწინააღმდეგოდ“

30.05.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ვიზრდებით  მთელი მსოფლიოს ტენდენციის საწინააღმდეგოდ“

„ჩვენ ალბათ თითქმის 7 %-ით გავიზრდებით ეკონომიკურად მაშინ, როცა თურქეთმა 2-ჯერ შეამცირა პროგნოზი, რუსეთმა 2-ჯერ თუ 3-ჯერ, ევროზონის ქვეყნებში 2-3-ჯერ შემცირდა პროგნოზი. ჩვენ ვიზრდებით მთელი მსოფლიოს ტენდენციის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საჯარო მოხელეებთან სატელევიზიო შეხვედრის დროს.

„რატომ ვიზრდებით ჩვენ? – იმიტომ, რომ ჩვენ აღმოგვაჩნდა კონკურენციაში ის უპირატესობა, რაც არ აქვთ სხვებს. პირველ რიგში მაგარი სახელმწიფო აპარატი და კორუფციის არ ქონა“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს მოუწევს ეკონომიკური ზრდის მონაცემების გადახედვა და წლევანდელი პროგნოზის 7% -მდე გაზრდა.
(წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-ია).
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ საქართველო არ არის რეფორმების საექსპერიმენტო ქვეყანა: „ყველაფერი კეთდება ხალხის სახელით და ხალხისთვის“. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ კადრების გამოცვლა მტკივნეული პროცესია და აღიარა, რომ ამ კუთხით „ბევრი შეცდომა“ დაუშვა. „ახლა უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხებს“, – თქვა პრეზიდენტმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

კატეგორია
არქივი