სიახლეები

მე-12 კლასელო!

30.05.2012 •
მე-12 კლასელო!

ავტორი:ეთერ თურაძე
მაინც ვერ ჩააბარებ და წადი

ბათუმის სკოლებში 2011 წლის შედეგებს აჯამებენ. ვისთვის შიდა გამოცდები თუ ტესტირება, ვისთვის კი აკადემიური ხარისხის მონიტორინგი დასრულდა. ეს შეფასების ახალი ფორმაა და მისი შედეგები განსაზღვრავს როგორც მეთორმეტეკლასელების, ისე სკოლის დირექტორების ბედს. მოსწავლეებმა უკვე იციან ატესტატის, ანუ ეროვნული გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით რა შანსები აქვთ. გარკვეულმა ჯგუფმა კი გაიგო, რომ მათთვის უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნება დასრულდა.

გამოცდა/ტესტირების მიმდინარეობის პროცესში სკოლების დირექტორები ამბობდნენ, რომ მხოლოდ მოსწავლეების ცოდნის დონეს ამოწმებდნენ. ითქვა, რომ ვინც შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, „იმას სკოლიდან გაუშვებენ“. ითქვა ისიც, რომ ამ მეთოდით სტატისტიკის გაუმჯობესება იგეგმება, ანუ საატესტატო გამოცდაზე მხოლოდ ის მოსწავლეები უნდა დაუშვან, რომლებიც შიდა გამოცდებს ჩააბარებენ.

„ბათუმელებმა“ შიდა გამოცდების პროცესს სტატიების ციკლი მიუძღვნა. დირექტორების საჯარო ლექსიკა – „გამოცდას იმიტომ ვატარებთ, რომ…“, „ვინც ვერ ჩააბარებს, სკოლიდან წავა“, „ვისაც სწავლა არ უნდა, უნდა წავიდეს“, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ასე შეიცვალა: „გამოცდებს არ ვატარებთ“; „ვინც ვერ ჩააბარებს, დამატებით ვამეცადინოთ, უნდა დავეხმაროთ“, „ყველა ბავშვს ვაძლევთ შანსს ბოლომდე“, „როგორც ვიცი, კანონით არ გვაქვს მოსწავლის გაშვების უფლება“.

აი, ასეთ ვითარებაში, ყველა იმ სკოლაში, სადაც შიდა გამოცდები ჩატარდა, ზოგიერთი მე-12-კლასელი შემდეგი სემესტრიდან უკვე აღარ ივლის სკოლაში. მათ შორის ერთ-ერთი, ვისაც წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მიდის, არის უკვე ყოფილი მე-20-სკოლელი მ.შ. ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გამოცდა ვერ ჩააბარა: „მე- სკოლას არ ვაცდენდი, მაგრამ გამოცდა ვერ ჩავაბარე. დირექტორმა მითხრა, რომ საბუთები წამომეღო“.

მე-20 სკოლის დირექტორი „ბათუმელებსაც“ ესაუბრა. მან სატელეფონო კომენტარის დროს თქვა, რომ აკადემიური ხარისხის მონიტორინგი, ანუ ის პროცესი, რაც ამ ეტაპზე მათ სკოლაში მიმდინარეობს, არც ერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს მოსწავლის სკოლიდან გაგდებას. `ზოგიერთი მე-12-კლასელი არ გამოცხადდა. ვცდილობთ მშობლებთან დაკავშირებას, რომ გავარკვიოთ, რატომ არ მოვიდნენ“, – გვითხრა თეა დავითაძემ.

ტესტირებაგავლილი თეა დავითაძე მე-20 სკოლაში დირექტორად ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მისი წინამორბედი კი, სწორედ იმის გამო აღარ არის დირექტორი, რომ ამ სკოლის მოსწავლეებმა 2010 წლის საატესტატო გამოცდები არც თუ ისე კარგად ჩააბარეს.

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის – მედეა გვენეტაძის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ძნელია იმის თქმა, რომ დირექტორებმა მხოლოდ საკუთარი სამსახურის შენარჩუნების მიზნით მოიფიქრეს შიდა ტესტირება. ამ სკოლას გასულ წელს კარგი შედეგი ჰქონდა: „ჩემთან შარშან მხოლოდ 2-მა მოსწავლემ ვერ მიიღო ატესტატი. წელს 122 მე-12-კლასელი გვყავს, აქედან 20-ს დამატებითი მეცადინეობა სჭირდება ფიზიკაში“.

მედეა გვენეტაძისთვის ცნობილია, რომ ცუდი შედეგების გამო, გასულ წელს, დირექტორები დაითხოვეს. მას შიდა გამოცდების, ანუ მე-12-კლასელების ჩამოშორების გზით „თავის დაცვის“ შესახებაც გაუგია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მედეა გვენეტაძის საჯარო შეფასება ასეთია: „არც ერთი ბავშვი არ არის ისეთი, რომელმაც ატესტატი არ უნდა გაიტანოს სკოლიდან“.

მე-10 სკოლის დირექტორი დავით ეცადეიშვილი კი იმ კატეგორიის უმცირესობას მიეკუთვნება, ვინც თავის სკოლაში ჩატარებული შიდა ტესტირების ზუსტი შედეგების გასაჯაროებასა და ანალიზის გაკეთებას არ ერიდება: „მე-12 კლასში მყავს 88 მოსწავლე. ტესტირების შედეგები კი 50/50-ზეა. ტექნიკური საგნები ჭირს. სკოლიდან 10-კაცამდე გავიდა სხვადასხვა მიზეზის გამო…“

მე-10 სკოლის დირექტორის აზრით, „რვა გამოცდა საკმაოდ ბევრია, ანუ პრობლემის გადაჭრას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. მხოლოდ დირექტორის ან სკოლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, არ ვიცი რამდენად სწორია. თუმცა, სკოლამ, რა თქმა უნდა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“.

ეგრეთ წოდებული შიდა გამოცდები ბათუმსა და როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, ამ ეტაპზე მოსწავლეებს ყველაზე მეტად აღელვებთ. ზოგიერთი მათგანი უკვე პროცესის შეფასებასაც ახერხებს. „გაუშვეს მოძველბიჭო ტიპები, ვინც სკოლაში არ დადიოდა ან ვერ სწავლობდა“, – ამბობს ერთ-ერთი, რომელმაც უკვე ყველა შიდა გამოცდა ჩააბარა. კიდევ ერთი გამოცდაჩაბარებულის დაკვირვებით კი, „ზოგი მართლა თავისით წავიდა, მაგრამ ზოგს არ უნდოდა წასვლა. გამოცდები, ძირითადად, იმათ ვერ ჩააბარეს, ვინც ღარიბია და დამატებით ვერ მეცადინეობს“.

იმის დადგენა, თუ რამდენ მე-12-კლასელს მოუწევს მეორე სემესტრიდან სკოლის დატოვება, მხოლოდ დირექტორების ან მხოლოდ მოსწავლეების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჯერჯერობით, შეუძლებელია. სტატისტიკური მონაცემები კი, თუ რამდენი მე-12-კლასელი იყო სასწავლო წლის დასაწყისში ბათუმის სკოლებში და რამდენი დარჩა მეორე სემესტრში, წესით აჭარის განათლების სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს.

პასუხობს თუ არა შიდა ტესტირება/გამოცდის ჩატარების გზით თუნდაც ერთი მოსწავლის გაშვება სკოლიდან განათლების სამინისტროს „უსაფრთხო სკოლის“ პროგრამას? ვისთვის არის შიდატესტირება საფრთხის შემცველი და ვისთვის უსაფრთხო?

ბათუმის მე-17 სკოლის დირექტორი ირინა ვადაჭკორია: „არამგონია ვინმემ გამოცდები იმისთვის გამოიყენოს, რომ ბავშვები სკოლიდან გაუშვას, ეს ჰუმანური არ იქნება. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პირველი სემესტრის მონაცემების მიხედვით მე-12-კლასელის სკოლიდან გაშვება. შეიძლება ბავშვმა მეორე სემესტრში ისე მოინდომოს, რომ ატესტატი გაიტანოს. შარშან, პირადად მე, მქონდა ასეთი პრაქტიკა, როცა ორმა მოსწავლემ პირველი სემესტრის შემაჯამებელ წერაზე დაბალი ქულები მიიღო, მაგრამ მეორე სემესტრში იმდენი იმუშავეს, რომ კომპიუტერთან ჩააბარეს გამოცდები და ატესტატიც აიღეს. შარშანდელი მონაცემებით, ჩვენ სკოლაში 40-დან 38-მა ჩააბარა საატესტატო გამოცდები…

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ აღმზრდელობითი ორგანიზაცია და არა – კოლონია. დირექტორს აქვს შანსი მე-12-კლასელი, რომელიც არ სწავლობს, მეორე სემესტრის შედეგების მერეც არ დაუშვას საატესტატო გამოცდაზე, ანუ სკოლის დამთავრებამდე 4 თვით ადრე არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ვუთხრათ მოსწავლეს, რომ სკოლაში სწავლა მიატოვოს. მგონია, ამის უფლება არც კანონით გვაქვს… აუცილებელია ყველა ბავშვს ბოლომდე მივდიოთ“.

სტატია მომზადებულია პროექტის „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირება“. პროექტს ანხორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით. სტატიაში გადმოცემული თვალსაზრისები შეიძლება არ ემთხვეოდეს ინსტიტუტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი