Batumelebi | მასწავლებლად დაბადებული მასწავლებლად დაბადებული – Batumelebi
RU | GE  

მასწავლებლად დაბადებული

მასწავლებლად-დაბადებული

ვალენტინა (ვალია) ხომერიკი

მასწავლებელი! დიდებულად ჟღერს! რამდენი სიტბო და სიყვარული, რამდენი შრომა და რუდუნება, ფიქრი და რწმენა. ძიება და შემოქმედებაა ჩადებული ამ სიტყვაში! საუკუნეების მანძილზე დიდი რიდით, მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ ამ სახელის მატარებლებს, თავანს სცემდნენ და აფასედნენ მას, რადგან ღრმად სწამდატ, რომ მატი მომავალი მასწავლებლის თვალსა და გონებაზე იდგა. მის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება, მოზარდი თაობის სწავლა-განატლება. მასწავლებელი იყო მუდამ მოზარდი თაობისთვის ცოცხალი მაგალითი, მისი თიტოეული ნაბიჯი, ქმედება, ქცევა სამაგალიტო იყო ყოველთვის. სამშობლოსა და ხალხის ზნე-ჩვეულებისა და ადათ-წესებისადმი სიყვარულს არსებითად მისგან სწავლობდნენ ახალგაზრდები. სწორედ ასეთ პედაგოგთა რიცხვს ეკუთვნოდა ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელი, მრავალი მადლობის ბარათის, ჯილდოსა და სიგელის მფლობელი ვალენტინა (ვალია) ხომერიკი.

თამამად შეიძლება ითქვას, ვალენტინა ხომერიკი ერთ-ერთი ნოვატორი მასწავლებელი იყო. მან პედაგოგიური მუშაობის დაწყებისთანავე შემოიტანა სკოლაში კრიტიკული აზროვნება.

როგორც ცნობილია, 2002 წლიდან სკოლებში ახალი რეფორმების დანერგვასთან დაკავშირებით სწავლების ახალი მიმართულება – „წერა და კითხვა კრიტიკული აზროვნებისათვის“ შემოიღეს. ვ. ხომერიკს ეს მეთოდი მისი მუშაობის პირველივე დღეებიდან ჰქონდა დანერგილი თავის პრაქტიკაში. მის მიერ ჩატარებული თითოეული გაკვეთილი იყო შემოქმედებითი შინაარსის მატარებელი. მოსწავლეებისაგან იგი მოითხოვდა ფიქრს, დამოუკიდებელ აზროვნებას, ძიებას, კითხვების დასმას, რითაც აღწევდა მსჯელობისა და დასკვნის გამოტანის უნარ-ჩვევათა დანერგვას. ამიტომაც მისმა არაერთმა მოსწავლემ მოიპოვა დიდი წარმატება შემოქმედებიტ კონფერენციებში და დაჯილდოვდნენ პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებითა და სიგელებით. მაგალითად, დავასახელებთ რამდენიმე თემას: „მე და ჩემი აფხაზი მეგობრები“, „მზის მხატვრული სახე შ. რუსთაველისა და გ. ტაბიძის პოეზიაში“, „სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა ქართულ ხალხურ პოეზიაში“, „ხატიმამული ზურაბ გორგილაძის შემოქმედებაში“ და სხვა.

ვალენტინახომერიკის ხელმძღვანელობით სკოლებსი, სადაც თვითონ მუშაობდა (ჭარნალის, კახაბრის #1 და ფერიის), დაარსდა ლიტერატურული სალონები: „საფიხვნო“ და „აღმაფრენა“, სადაც ეწყობოდა დისკუსიები ასეთ თემებზე: „სიყვარული და ახალგაზრდობა“, „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა~, „ჩემი საქართველო აქ არის“, ტაო-კლარჯეთი-ჩვენი სიამაყე და ტკივილი“ და სხვა. ვალენტინა ხომერიკი სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს ლიტერატურის სწავლების ახლებურ მეთოდებზე ჟურნალ-გაზეთებში: „ლიტერატურული საქართველო“, „განატლება“, „საქართველოს მომავალი“, „ლიტერატურული აჭარა“ და სხვა. მაგალითად, „ეშმაკის ქვის სწავლებისას“ ბიბლიური „დავითიანის“ სწავლებისთვის…

ვალენტინა ხომერეკი დაიბადა 1935 წლის 14 მარტს ქალაქ ოზურგეთში, მოსამსახურის ოჯახში (მამა, ვალერიან ხომერიკი ჟირნალისტი იყო, დედა – სონია თოთიბაძე – ბუღალტერი). ზოგადსაგანმანათლებლო განათლება იქვე, ოზურგეთის ქალთა#2 სკოლაში მიიღო, შემდეგ წარჩინებით დაამთავრა პედაგოგიური ტექნიკუმი და უგამოცდოდ ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალში ისტორიის მასწავლებლად, შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწვალებლად.. შემდეგ მუშაობდა კახაბრის #1 სკოლაში, ბოლოს – ფერიის საჯარო სკოლაში.

1984 წლიდან ხომერიკი დანიშნული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განატლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასკოლო ინსპექტორად. პირველივე საატესტაციო კომისიისგან მას მინიჭებული ჰქონდა უფროსი მასწავლებლის წოდება.

1985 წლიდან მიანიჭეს ხელვაჩაურის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდისტის წოდება, შემდეგ კი – ქართული ენისა და ლიტერატურის მთავარი სპეციალისტისა.

1998 წელს საატესტაციო კომისიამ ვალენტინა ხომერიკს მიანიჭა მასწავლებლის უმაღლესი კატეგორია, 2002 წელს კი – წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება.

1998 წელს ვ. ხომერიკმა მეცნიერებათა კანდიდატ ნაზი მიქელაძესთან ერთად გამოსცა მე-10 კლასის ქართული ენის დამხმარე სახელმძღვანელო. როგორც ცნობილია, 1990-იან წლებში ქართული ენის კურსი გაგრძელებულ იქნა მე-10-11 კლასებში. ერთიანი სახელმძღვანელოების არარსებობის გამო მასწავლებლები თავიანთი შეხედულებებისა და ცოდნის მიხედვით ასწავლიდნენ მეათეკლასელებს ქართულ ენას. ხსენებული სახელმძღვანელო კი მტლიანად აგებული იყო ზოგადსაგანმანატლებლო საშუალო სკოლების სასწავლო პროგრამების შესაბამისად და აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამ სახელმძღვანელომ დიდი დახმარება გაუწია როგორც მე-10 კლასის მოსწავლეებს, ისე საგნის მასწავლებლებსაც.

ვალენტინ ხომერიკს მასწავლებელთა მასწვალებელს ეძახდნენ. ხსირად მასტან ნახავდიტ აიონებიდან ჩამოსულ პედაგოგებს, რომელთაც ვ. ხომერიკი დაუზარელადუწევდა კონსულტაციებს, უზიარებდა თავის გამოცდილებას, ახალბედა მასწავლებლებს კი ესაუბრებოდა ახალი მეთოდებისა დახერხების გამოყენებაზე. ისტორიასა და ლიტერატურაში აძლევდა სხვადასხვა სახის დამატებით მასალებს. უნდა არინისნოს ისიც, რომ მას უამრავი მასალა ჰქონდა დაგროვებული საქართველოს ისტორიასა და ქართული ლიტერატურის კრიტიკაში, რომელსაც გზადაგზა აწვდიდა მოსწავლეებს.

ვ. ხომერიკი ერტ წუთსაც უქმად არ კარგავდა. სწამდა, სჯეროდა, წუხდა და ზრუნავდა მოსწავლეებისათვის, თავდავიწყებიტ უყვარდა ბავსვებთან დამოუკიდებლად მუსაობაც. ამიტომაც ღრმა სიყვარულითა და თაყვანისცემით სარგებლობდა როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობაში, ისე პედკოლექტივებში.

ვალენტინა ხომერიკი მარტის ერთ სუსხიან დღეს, 2011 წლის 12 რიცხვში სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. უკანასკნელ მომენტამდე იგი თავის მოსწავლეებზე ფიქრობდა, ზოგჯერ ვეხუმრებოდიტ კიდეც, საძინებელი სკოლასი უნდა გედგასო. უპირველს ყოვლისა, იგი დააკლდა სკოლას, პედაგოგებს, იმ ახალგაზრდებს, ვისაც უგრძვნიათ ვალენტინა ხომერიკის მიერ ჩატარებული გაკვეთილის მადლი და შემეცნებითი პროცესით მიღებული აღმაფრენა. ვალენტინა, მართლაც მასწავლებლად იყო დაბადებული.

დაე, ამქვეყნიური მადლით გაბრწყინებულიყოს მისი იმქვეყნიური მარადისობა.

ჟუჟუნა ფერცელიძე, წარნალის საჯარო სკოლის დირექტორი
ლეილა დუმბაძე, ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი,
ლეილა აბულაძე, პრაქტიკოსი მასწავლებელი, ფილოლოგი,
ნაზი მიქელაძე, აკადემიური დოქტორი, ფილოლოგი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge