ავტორი: ნათია ზოიძე
20 აპრილს ბათუმის საკრებულოში 2011 წლის ბიუჯეტის ანგარიში ქალაქის მერს რობერტ ჩხაიძეს უნდა წარედგინა, მაგრამ დეპუტატებმა წლის ანგარიში ვიცე- მერისგან ჯემალ ანანიძისგან მოისმინეს. რატომ არ მოვიდა ქალაქის მერი წლის ანგარიშის ჩასაბარებლად? ეს შეკითხვა სხდომაზე არ დასმულა. რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე დასვა და პასუხად მიიღო, რომ რობერტ ჩხაიძე თბილისშია.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე პირველი შეფასებაც ვიცე-მერმა ჯემალ ანანიძემ გააკეთა და შეკითხვებზე პასუხის გაცემაც მას მოუწია. ვიცე-მერის თქმით, 2011 წლის ბიუჯეტი წარმატებულია, რადგან ბოლო 5 წლის განმავლობაში ის ყველაზე მასშტაბური იყო.
ყველაზე მასშტაბური ბიუჯეტის მესამედი – 53 მილიონი კი მხოლოდ ერთი შენობისთვის, ანბანის კოშკისთვის დაიხარჯა.
ყურადღებას იქცევს ერთი დეტალი, 2011 წლის ბიუჯეტი თითქმის ყოველთვიურად იცვლებოდა. დეპუტატებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ კანონი ზუსტად 10-ჯერ შეცვალეს. პირველი ცვლილება 28 თებერვალს განხორციელდა, ბოლო კი -გასული წლის 27 დეკემბერს.
ბიუჯეტი გადასახადების ნაწილში შესრულდა გადაჭარბებით – 103 %-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხა შევიდა (გეგმით გათვალისწინებული იყო 202 774,9, მაგრამ შევიდა 219 14 9,9 ლარი). მერიამ ამ თანხიდან მხოლოდ 186 მილიონი ლარი დახარჯა, 31 მილიონი კი ვერ აითვისა. ანუ შარშან ბიუჯეტი ერთი მხრივ გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო მეორე მხრივ ვერშესრულდა. Continue reading “უნიკალური, გადაჭარბული, მაგრამ შეუსრულებელი ბიუჯეტი”