სიახლეები

სომხეთის მოჭიდავეთა ნაკრები ბათუმში

30.05.2012
სომხეთის მოჭიდავეთა ნაკრები ბათუმში

ავტორი: მირანდა მიქაძე

სომხეთის მოჭიდავეთა ნაკრები ბათუმში იმყოფება შეკრებაზე

სომხეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მთავარი ნაკრები რამდენიმე დღეა ბათუმში იმყოფება შეკრებაზე.  ამჟამად როგორც ყველა მოჭიდავეთა ნაკრები ისინიც  მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც სექტემბერში სტამბულში გაიმართება.სომხეთის ნაკრების მწვრთნელის ოვსეპ ოვსეპიანის თქმით  ბათუმში ძირითადათ გამაჯანსაღებელი ვარჯიშები აქვთ, მთავარი ორი შეკრება კი სომხეთში ექნებათ.  თუმცა ზღვისთვის ჩამოსულ ნაკრებს ამინდმა ხელი არ შეუწყო. სომხეთის ნაკრები ყოველ დღე ბათუმის ჭიდაობის დარბაზში ვარჯიშობს. ამიტომაც აჭარის ახალგაზრდული ნაკრების  ფალავნები, რომლებიც რაიონებში ვარჯიშობენ ცდილობენ ეს დღეები  ბათუმში ივარჯიშონ. ოვსეპ ოვსეპიან:  ბათუმი ძალიან მოგვწონს, ოთხი წლის წინათაც ბათუმში ვემზადებოდით მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ახლაც ბათუმში ზღვაზე ჩამოსვლა გადავწყვიტეთ, ჩვენთან ზღვა არ არის, რაც აუცილებელია მოჭიდავეებისთვის. ბათუმში 13 აგვისტომდე ვიქნებით.

საქართველოს ნაკრები კი ძირითადათ დუშეთის ოლიმპიური მზადების ბაზაზე და სომხეთის კურორტ წახკაძორში ვარჯიშობენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.