სიახლეები

უნიკალური, გადაჭარბული, მაგრამ შეუსრულებელი ბიუჯეტი

30.05.2012 • • 1175
უნიკალური,  გადაჭარბული, მაგრამ შეუსრულებელი ბიუჯეტი

ავტორი: ნათია ზოიძე
20 აპრილს ბათუმის საკრებულოში 2011 წლის ბიუჯეტის ანგარიში ქალაქის მერს რობერტ ჩხაიძეს უნდა წარედგინა, მაგრამ დეპუტატებმა წლის ანგარიში ვიცე- მერისგან ჯემალ ანანიძისგან მოისმინეს. რატომ არ მოვიდა ქალაქის მერი წლის ანგარიშის ჩასაბარებლად? ეს შეკითხვა სხდომაზე არ დასმულა. რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე დასვა და პასუხად მიიღო, რომ რობერტ ჩხაიძე თბილისშია.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე პირველი შეფასებაც ვიცე-მერმა ჯემალ ანანიძემ გააკეთა და შეკითხვებზე პასუხის გაცემაც მას მოუწია. ვიცე-მერის თქმით, 2011 წლის ბიუჯეტი წარმატებულია, რადგან ბოლო 5 წლის განმავლობაში ის ყველაზე მასშტაბური იყო.
ყველაზე მასშტაბური ბიუჯეტის მესამედი – 53 მილიონი კი მხოლოდ ერთი შენობისთვის, ანბანის კოშკისთვის დაიხარჯა.
ყურადღებას იქცევს ერთი დეტალი, 2011 წლის ბიუჯეტი თითქმის ყოველთვიურად იცვლებოდა. დეპუტატებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ კანონი ზუსტად 10-ჯერ შეცვალეს. პირველი ცვლილება 28 თებერვალს განხორციელდა, ბოლო კი -გასული წლის 27 დეკემბერს.

ბიუჯეტი გადასახადების ნაწილში შესრულდა გადაჭარბებით – 103 %-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხა შევიდა (გეგმით გათვალისწინებული იყო 202 774,9, მაგრამ შევიდა 219 14 9,9 ლარი). მერიამ ამ თანხიდან მხოლოდ 186 მილიონი ლარი დახარჯა, 31 მილიონი კი ვერ აითვისა. ანუ შარშან ბიუჯეტი ერთი მხრივ გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო მეორე მხრივ ვერშესრულდა.

ჯემალ ანანიძე სამ ძირითად მიზეზზე საუბრობს, თუ რატომ ვერ შესრულდა გეგმის ნაწილში ბიუჯეტი:
1. ჩავარდა გამოცხადებული ტენდერები.
2. კომპანიებმა ვერ შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობა.
3. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ავანსის სახით არ მოითხოვა მერიის ბიუჯეტიდან თანხა.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვაჟა ვერულიძე ამბობს, რომ ვერ გაიგო, რატომ არის ეს ბიუჯეტი უნიკალური და კარგი.

„თუ სამუშაო ვერ უნდა შესრულდეს, მაშინ რატომ ვგეგმავთ, ე.ი. ვერ ვგეგმავთ სწორად; თუ სწორად ვგეგმავთ, მაშინ რატომ ვიღებთ მილიონებს ნაშთად, შეხედონ თბილისის ბიუჯეტს, იქ რატომ სრულდება გეგმა, ჩვენთან რატომ იქცა ტრადიციად, რომ პროგრამები ვერ სრულდება? შეიძლება სულ ტენდერების ჩავარდნასა და წვიმას დააბრალო ყველაფერი?! რატომ არ ინტერესდება მერია, რატომ ვარდება ტენდერები, იქნებ პირობები უნდა შეცვალო, ასე წლობით გვექნება მოუწყობელი ქუჩები. ჩვენ ვართ ასეთ ვითარებაში: დამნაშავეს ვერ ვპოულობთ, თითქოს მერია არ არის დამნაშავე, არც კომპანიები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მერიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“.

ჩავარდნილი ტენდერების გარდა, ბიუჯეტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გარდა ინფრასტრუქტურული პროგრამებისა, ვერ შესრულდა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები.
სოციალური დაცვის პროგრამებისთვის 3,111, 8 ლარი იყო გათვლილი. ფაქტობრივი ხარჯი იყო 2,460,2 ლარი, რაც გეგმის 79%-ია. ასევე 80%-ით შესრულდა ჯანმრთელობის პროგრამები.
მერიამ სარეზერვო ფონდიდან (250 000) მხოლოდ 13 200 ლარი დახარჯა და ამ თანხით ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარა.
2011 წელს ბათუმის ბიუჯეტიდან 350 000 ლარი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას გადაეცა. ეს თანხა ბათუმის ბიუჯეტმა, ტრანსფერის სახით, აჭარის მთავრობისგან მიიღო. თანხის გადაცემის მიზანია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განვითარება. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე არ ფლობს ინფორმაციას, კერძოდ რა პროექტისთვის დაიხარჯა ეს თანხა.

გადაბეჭდვის წესი