სიახლეები

ტონინო გუერა და ლარს ვონ ტრიერის „მელანქოლია“ ბათუმის კინოფესტივალზე

30.05.2012 • • 1668
ტონინო გუერა და ლარს ვონ ტრიერის „მელანქოლია“ ბათუმის კინოფესტივალზე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მე-6 სეზონისათვის ემზადება. კინოფესტივალი ტრადიციულად, ტურისტული სეზონის მიწურულს, 17-24 აგვისტოს გაიმართება და ერთი კვირის განმავლობაში კინომოყვარულებს დიდ ეკრანზე 80-მდე ფილმის ნახვის საშუალება ექნებათ.

ნანა კვაჭაძე

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა წელს იტალიელი მწერლის, სცენარისტისა და პოეტის, ტონინო გუერას სტუმრობა იქნება. სცენარისტს, რომელსაც ფელინის, ანტონიონის, ვისკონტის, ანგელოპულოსის და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმებისთვის აქვს დაწერილი სცენარები, ბათუმის კინოფესტივალზე მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვებენ. ამ ჯილდოს წელს ასევე ცნობილ ირანელ რეჟისორს, დარიუშ მეჰრჯუის გადასცემენ, ხოლო ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის ქართველ რეჟისორს, ალექსანდრე რეხვიაშვილს დააჯილდოვებენ. მათი ფილმები კინოფესტივალის საგანგებო სექციაშიც იქნება ნაჩვენები.
კინოფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება ვუდი ალენის 2011 წლის ფილმით „შუაღამე პარიზში“. ფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონია გამონაკლისი იქნება, როდესაც ფესტივალის ორგანიზატორები მოსაწვევებით დაპატიჟებენ სტუმრებს. სხვა ყველა კინოჩვენება ღიაა და მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. დასწრება თავისუფალია არა მხოლოდ კინოჩვენებაზე, არამედ ფესტივალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციებზეც, სადაც ნებისმიერ კინომოყვარულს შეუძლია დაუსვას სასურველი შეკითხვა კინოფესტივალის ჟიურის წევრებსა და სტუმრებს. როგორც ამ დრომდეა ცნობილი, ფესტივალი ახლახან განახლებულ კინო „აპოლოსა“ და ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.
უკვე ცნობილია კინოფესტივალის პროგრამაც, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორები უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ. ფესტივალი სამი საკონკურსო სექციისგან შედგება: მხატვრული ფილმები, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. შესაბამისად, ჟიურიც სამი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. მხატვრულ ფილმებს დარიუშ მეჰრჯუი (ირანი), გოგი გვახარია (საქართველო), ოლენა ფეტისოვა (უკრაინა) და სერგეი სოლოვიოვი (რუსეთი) შეაფასებენ, ჟიურის თავმჯდომარე გიორგი დულგეროვია (ბულგარეთი).
მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი ათამდე ფილმიდან უმრავლესობა 2011 წლის სურათია და ბათუმის კინოფესტივალამდე მათი პრემიერა კანის, ბერლინის, კარლოვი ვარისა და სხვა ცნობილ კინოფესტივალებზე შედგა.
დოკუმენტური ფილმების ჟიურის თავმჯდომარე წელს ბრიტანელი პაველ პავლიკოვსკი იქნება, რომელიც ბათუმის კინოფესტივალზე მეორედაა მოწვეული ჟიურის წევრის ამპლუაში (პავლიკოვსკი 2008 წელს უკვე იყო ჟიურის თავმჯდომარე ბათუმის კინოფესტივალზე). დოკუმენტური ფილმების ჟიურის წევრები იქნებიან: სალომე ჯაში (საქართველო), ნოსირ საიდოვი (ტაჯიკეთი), როსიტა ვალკანოვა (ბულგარეთი) და ირა კორმანჰაუსი (გერმანია).
დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში წელს, ძირითადად, ევროპული და ამერიკული ფილმებია წარმოდგენილი. არის ერთი ქართული სურათიც, მინდია ესაძის 2011 წელს გადაღებული ფილმი „თეთრი არა, _ შავი“, რომელიც მანქანით მოვაჭრეთა ცხოვრებას ასახავს.
მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჟიურის კი კრისტინა ტრაპი, (საფრანგეთი, EAVE-ს დირექტორი) უხელმძღვანელებს. ჟიურის წევრები არიან: მოჰამად ატებაი (ირანი), თამარ ტატიშვილი (საქართველო), რეზო ჩხიკვიშვილი (გერმანია) და ელჩინ მუსაღლუ (აზერბაიჯანი).
ბათუმის კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაზე არანაკლები მაყურებელი ჰყავს რეტროსპექტივებს, ჟიურის წევრთა ფილმების, „ოსტატთა კოლექციებისა“ და „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინოს“ სექციაში წარმოდგენილი ფილმების ჩვენებებს. წელს ფესტივალზე ფედერიკო ფელინის „ამარკორდის“, რომლის სცენარის ავტორიც ტონინო გუერაა, ალექსანდრე რეხვიაშვილის „გზა შინისაკენ“ და დარიუშ მეჰრჯუის „ლეილა“-ს რეტროსპექტივა შედგება. სექციაში „MASTERS COLLECTION“ მაყურებელი კანის წლევანდელ ფესტივალზე გამორჩეულ ორ ფილმს იხილავს, თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჯეილანის „ერთხელ ანატოლიაში“, რომელმაც კანის კინოფესტივალის გრან-პრი მიიღო და ლარს ვონ ტრიერის „მელანქოლიას“.
სკანდალებით ცნობილი რეჟისორი წელს კინოფესტივალის „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს, ლარს ვონ ტრიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას ესმის ჰიტლერის და მის მიმართ სიმპათიაც აქვს. თუმცა რეჟისორის სკანდალურ განცხადებას ფილმის წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია, მთავარი როლის შემსრულებელმა კირსტენ დანსტმა კანის წლევანდელ კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა. „მელონქოლიაში“ ასევე შარლოტა გინსბურგი და კიფერ საზერლენდი ასრულებენ მთავარ როლებს.
სექციაში – „MASTERS COLLECTION“ ნახავს მაყურებელი ტომ დიჩილას გასულ წელს გადაღებულ ფილმს ლეგენდარული Doors-ის სოლისტისა და 60-იანი წლების ბიტ-პოეტის, ჯიმ მორისონის შესახებ. ფილმი 60-იან წლებში გადაღებული უნიკალური კადრების მიხედვითაა მომზადებული, თუმცა დოკუმენტური მასალის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ როგორც ფილმის ავტორები ამბობდნენ, სან-დენსის კინოფესტივალზე ჟურნალისტების აღშფოთებაც კი გამოიწვია, მათ არ სჯეროდათ, რომ ეკრანზე მორისონი იყო და არა მსახიობი. მასალა ჯიმ მორისონის უნივერსიტეტის მეგობარმა, პოლ ფერარამ გადაიღო 35-მილიმეტრიან ფირზე. გადაღების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ფირი ახალივით გამოიყურება.
8 ფილმი იქნება წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის“ ფილმების კოლექციაში, აქედან ახალი ქართული ფილმებიც, ქეთი მაჭავარიანის „მარილივით თეთრი“, რომელიც წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი და თამარ შავგულიძის ფილმი – „დაბადებულები საქართველოში“, რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს ასახავს.
24 სექტემბერს, მას შემდეგ რაც გამარჯვებული ფილმები გახდება ცნობილი, ფესტივალს ფინელი რეჟისორის, აკი კაურისმაკის 2011 წლის ფილმი, „ჰარვი“ დახურავს.
ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორები არიან: ბათუმის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ის საელჩო, კომპანია „აირზენა“ და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი.

გადაბეჭდვის წესი