სიახლეები

სოფლის მეურნეობის პროდუქტი დღგ– ს გარეშე

30.05.2012
სოფლის მეურნეობის პროდუქტი დღგ– ს გარეშე

ავტორი: ნათია ზოიძე
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) აღარ დაიბეგრება.
საგადასახადო კოდექსში შესამაბიმისი ცვლილებება პარლამენტმა დღეს მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა. ფინანსთა სამინისტრომ ეს ინიციატივა პარლამენტში თებერვლის დასაწყისში შეიტანა.
საუბარია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი ან გაცივებული ხორცის, აგრეთვე ყველის მიწოდების დღგ–სგან გათავისუფლებაზე. თუმცა აღნიშნული ლიბერალიზაცია არ ვრცელდება სოფლის მეურნეობის გადამუშავებულ პროდუქციაზე.
ამ ინიციატივაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მარტს წნორში ახალი საავადმყოფოს გახსნისას მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა და გამოთქვა ვარაუდი რომ ეს პროდუქციაზე ფასის შემცირებასაც გამოიწვევს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.