სიახლეები

ტყუილი თუ შეცდომა – ორი დოკუმენტი სასამართლოდან

30.05.2012 • • 1064
ტყუილი თუ შეცდომა – ორი დოკუმენტი სასამართლოდან

ავტორი: ეთერ თურაძე
16 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს რეგიონული მედიის ექვსმა ჟურნალისტმა ერთდროულად ერთი და იმავე შინაარსის განცხადებით მიმართა: „გთხოვთ მოგვაწოდოთ „ენვერის“ საქმეში მონაწილე ორი ბრალდებულის – პეტრე დევრიშაძისა და გაბრიელ უსტალიშვილის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ქსეროასლები, პროცესის მონაწილეების საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფარვით“.

20 დეკემბერს გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს შორენა ღლონტს და „ტელეარხ 25-ის“ ჟურნალისტს – ნათია როყვას ბათუმის სასამართლოდან შემდეგი შინაარსის წერილი მისწერეს: „გაცნობებთ, რომ გაბრიელ უსტალიშვილისა და პეტრე დევრიშაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ შემოსულა და შესაბამისად ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნული პირების მიმართ განაჩენი არ დამდგარა“.

ზუსტად იმავე მოთხოვნით გაზეთმა „ბათუმელებმა“ იმავე სასამართლოს ცოტა ხნით ადრე, 13 სექტემბერს მიმართა. მაშინ სასამართლოდან „ბათუმელებს“ წერილობით აცნობეს, რომ სასამართლო ვალდებულია არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია. თითქმის ორგვერდიანი წერილი კი ასე მთავრდება: „დახურულ სასამართლო სხდომაზე განხილულ საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და საქმის მასალების გაცემა შესაძლებელია მხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეებზე ან სხვა პირებზე მხარეთა წინასწარი წერილობით თანხმობის წარმოდგენის შემთხვევაში“.

„ბათუმელებმა“ სასამართლოს ეს შეტყობინება ჯერ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა, შემდეგ – სასარჩელო განცხადებით. ამ სარჩელს მოსამართლე ვერა დოლიძე განიხილავს.

ცნობილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო დაახლოებით 9 თვის განმავლობაში განიხილავდა სპეცოპერაცია „ენვერის“ მონაწილეთა საქმეს. ისიც დადასტურებულია, რომ პეტრე დევრიშაძესა და გაბრიელ უსტალიშვილს სწორედ ბათუმის სასამართლოში გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება. შესასწავლია, რაში დასჭირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ ორი პირის მიმართ განაჩენის გამოტანის უარყოფა.

გადაბეჭდვის წესი