სიახლეები

სოლოლაკის რეზიდენციაში ჩატეული საქართველო

30.05.2012 • • 1127
სოლოლაკის რეზიდენციაში ჩატეული საქართველო

ავტორი: ემზარ კახიძე, ისტორიკოსი

ჩემი პირველი სვეტი ივანიშვილის ფაქტორს მივუძღვენი და, ბუნებრივია, ამჯერად სხვა თემაზე მსურდა საუბარი, მაგრამ 1 ნოემბრის პრეს-კონფერენციას ვერაფრით ვერ ავუარე გვერდი. სათაურიდანაც ჩანს თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებ ამ მოვლენას…

წინა ნომერში ვსაუბრობდი ვირტუალური, ილუზიებით შეპყრობილი და რეალური საქართველოს კონფლიქტის გარდაუვალობაზე და აი, პირველი რაუნდიც შედგა. ისევ გავიმეორებ, ამ ძალების დაპირისპირებას დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა ამჯერად ნოდარ დუმბაძის გენიალურ დაკვირვებებს გავიხსენებ ჩვენი აღზრდის მახინჯ სისტემას რომ შეეხებოდა და სწორედ ზემოთ ხსენებულ დისპოზიციასთან ჰქონდა უშუალო კავშირი.

მწერალი კარგად ხედავდა უნიადაგო, მიმბაძველობასა და ქარაფშუტობაზე დამყარებული აღზრდის პრინციპების საშიშროებას და ამგვარი გარემოს „პროდუქტებს“ ციდან ჩამოფრენილ ანგელოზებს ეძახდა, მიწაზე მყარად მდგომების საპირისპიროდ (ეს უკანასკნელი სიტყვები, მგონი, მთლად ზუსტად ვერ გადმოვეცი, აი „ანგელოზების“ განსაზღვრება კი სიტყვა სიტყვით დავიმახსოვრე).

ბოლო ათწლეულების საქართველოში მართლაც ბიბლიური სიუჟეტი გათამაშდა და ეს „ანგელოზები“ ალქაჯებად მოგვევლინნენ. აბა სხვა რა ვუწოდო იმ არსებებს ჟურნალისტებად რომ ასაღებდნენ თავს? მათი აკანკალებული ხელები თუ მიანიშნებდნენ მათში ჯერ კიდევ მკრთალად შემორჩენილ ადამიანურობის ნაშთებზე… სხვა სფეროების დამკვრელ მუშაკებს ამგვარი „კაპიტალის“ ნატამალიც აღარ გააჩნიათ…

დიდი წინასწარმეტყველება არ უნდა იმის თქმას, რომ მსგავსი რაუნდები გაგრძელდება. ჩვენ, ჯერ კიდევ ბევრი, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დრამატული და შოკისმომგვრელი რეალიების მომსწრენი გავხდებით. ალბათ, ფიზიკის კანონების დარღვევა იქნება თუ ამ ორთაბრძოლის თორმეტივე რაუნდი ჩატარდა და შედეგი მომავალი წლის შემოდგომაზე გახდა ცნობილი, რეზულტატს გაცილებით ადრე ველოდები,  ღმერთმა ქნას ვცდებოდე…

როგორც ყველა სხვა მსგავს მოვლენას, ამ დაპირისპირებასაც მხოლოდ სოციალ-პოლიტიკური შემადგენელი არ ექნება. არ დაგვავიწყდეს, რომ 3D ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ ბრძოლის ხაზი სხვა განზომილებებზე, მათ შორის საკრალურზეც გაივლის. ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი კი თითოეულ ჩვენთაგანში წარმოებული შერკინება უნდა გახდეს: რეალურის და მოგონილის, ყალბის და ფასეულის, მარადიულის და წარმავალის ბრძოლა ჩვენში უკვე მიმდინარეობს, თითქმის ყველა ფრონტზე, ეს ეპოქალური ბრძოლაა.

ის ხალხი, ვინც ამ დღეებში ბანკ „ქართუს“ ოფისებს აკითხავს, უდაოდ მომავალი, მაღალი სამოქალაქო შეგნების საქართველოში დებს ინვესტიციებს, ისინი კი ვინც მთელი ხმით ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდებაშია, არ უნდა მისი შეცდომების თუ სისუსტეების დანახვა, ლამის ახალ მესიად აცხადებს მას, კვლავ ყავლგასული საქართველოს მხარეზეა _ თავი კი პროგრესისათვის მებრძოლთა წინა ხაზზე წარმოუდგენია. ისინი უფრო საშიში არიან, ვიდრე ვირტუალური საქართველოს აქტიური კომისრები, რომლებმაც თავიანთი არჩევანი უკვე დიდი ხანია გააკეთეს…

რაც შეეხება ე.წ. ჭაობის მდუმარე და თავიანთ პირადი საქმეებში ჩაფლულ წევრებს, ისინი, როგორც წესი, „ხმელ ტოტზე არ ჯდებიან“, მაგრამ ამჯერად უმეტეს მათგანს მოუწევს თავიანთი მყუდრო საფრიდან გამოსვლა… საქართველოში არაორდინალური მოვლენები იწყება, ასეთი რამ ერთი სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება ორ-სამჯერ მოხდეს და ამ დროს თავის დაძვრენა ძალზედ ძნელი იქნება, არჩევანი ყველა ჩვენთაგანმა უნდა გააკეთოს…

გადაბეჭდვის წესი