სიახლეები

საჯარო სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელები მიენიჭა

30.05.2012
საჯარო სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელები მიენიჭა

8 აგვისტოს აჭარის მთვარობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ და აჭარის განათლების მინისტრმა, გია აბულაძემ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ედნარ დიასამიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ქობულეთის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლას მისი სახელი მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება.

“სამი წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღეებიდან. ჩვენი ვალია გვერდით დავუთდეთ დაღუპულთა ოჯახებს და უკვდავყოთ მათი სახელები”, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ედნარ დიასამიძე სახალვაშოს საშუალო სკოლაში 1981-1989 წლებში სწავლობდა. დღეს მისი შვილები იქვე განაგრძობენ სწავლას: ნუკრი მეოთხე კლასშია, ხოლო გიორგი – მეორეში გადავიდა. მათ საჩუქრად ნოუთბუქი გადაეცათ. 2008 წელს აჭარამ 16 გმირი დაკარგა. აჭარის ა.რ მთავრობამ ტრადიცია წელსაც არ დაარღვია და თითოული დაღუპულის ოჯახს 2000–2000 ლარი გადასცა.

დღესვე აჭარაში არსებულ კიდევ 6 საჯარო სკოლას მიენიჭა 2008 წლის აგვისტოში დაღუპული გმირების სახელები: ხულოში, ბეღლეთის საჯარო სკოლას – ნადიმ ართმელაძის, ირემაძეების საჯარო სკოლას – მერაბ ჭელიძის; შუახევში, ბუთურაულის საჯარო სკოლას – იაგო მიქელაძის, ბარათაულის საჯარო სკოლას – ამირან მამალაძის; ქობულეთში, ჯიხანჯურის საჯარო სკოლას ომარ ასლანიძისა და ლეღვას N2 საჯარო სკოლას რაულ მჟავანაძის. ასევე, უახლოეს პირიოდში იგეგმება ქედის მუნიციპალიტეტის მერისის საჯარო სკოლისათვის ფრიდონ თურმანიძის სახელის მინიჭება. გარდა ამისა, ერთი წელია, რაც ქ. ქობულეთის მე–6 საჯარო სკოლა ბადრი ბერანძის სახელს ატარებს.

ajara.gov.ge

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.