სიახლეები

სტუდენტის გასამართლება

30.05.2012 • • 1494
სტუდენტის გასამართლება

გიორგი ქაშაკაშვილიავტორი: ეთერ თურაძე

22 წლის ირაკლი ხიმშიაშვილის 50-მდე მეზობელი მოსამართლეს დარბაზში ელოდება. გიორგი ქაშაკაშვილი გადაწყვეტილების გამოსატანადაა წასული. აქა-იქ ჩურჩულით ლაპარაკობენ, მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა ლაპარაკი მოსამართლის არყოფნაში არ იკრძალება. ტიპიური კრიმინალია, ერთი გარემოება რომ არა – ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ დანაშაული ჩაიდინა, არ მოუსმინეს; იმავე დანაშაულზე ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ უდანაშაულოა, 7 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.

გამოცხადება

საქმე – ყაჩაღობა
მოსამართლე – გიორგი ქაშაკაშვილი
პატიმრები – ზაურ კომახიძე, რომელიც ამბობს, რომ მოქალაქეები შ.დ-სთან ერთად დააყაჩაღა; ირაკლი ხიმშიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არ არის დამნაშავე
პროკურორი – ვაჟა თოდუა
ადვოკატები – რამინ პაპიძე, გიორგი ჩიქოვანი

მე ვერ შემოვალ დარბაზში, ალბათ 8 წელს მიუსჯის – ისმის 22 წლის სტუდენტის, ირაკლის მამის, გიორგი ხიმშიაშვილის ხმა სასამართლოს ეზოში… არავინ ახსენებს ზაურ კომახიძეს. პროცესზე მოსული მეზობლები დარწმუნებულნი არიან, რომ დამნაშავეა ის და მათი კიდევ ერთი მეზობელი შ.დ. (ეს უკანასკნელი არასრულწლოვანია), ოღონდ არა ირაკლი… არ სჯერათ, რომ მოსამართლე ქაშაკაშვილი გაამართლებს ირაკლი ხიმშიაშვილს, მაგრამ თითქოს იმედიც აქვთ…

დარბაზში შემოსული გიორგი ქაშაკაშვილი ძალიან სწრაფად კითხულობს განაჩენს – ზაურ კომახიძეს მთლიანობაში მიესაჯოს 11 წელი და 2000-ლარიანი ჯარიმა; ირაკლი ხიმშიაშვილს 7 წელი და 6 თვე… მოსამართლე ქაშაკაშვილი სწრაფად გადის დარბაზიდან, თითქოს გარბის. დარბაზი მოგუდულად ხმაურობს, მანდატურები ხალხს დარბაზის დაცლას სთხოვენ.

ბოლო სიტყვა

რამინ პაპიძის არგუმენტები სასამართლო პროცესზე: ბატონო მოსამართლევ, ზაურ კომახიძის ჩვენება პროკურორისთვის დამაჯერებელია იმ ნაწილში, როდესაც ის ამბობს, რომ თვითონ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ არ სჯერათ, რომ მას ამ დანაშაულის ჩადენის დროს ახლდა არა სტუდენტი ირაკლი ხიმშიაშვილი, არამედ შ.დ. არ მოგვეცით შ.დ.ს დაკითხვის უფლება, მაშინ, როცა ხიმშიაშვილის დაკავების შემდეგ ის მასწავლებლისა და ადვოკატის თანხლებით მივიდა სამართალდამცავებთან. მან პოლიციას უთხრა, რომ თვითონ ჩაიდინა დანაშაული. შეგახსენებთ, შ.დ. ორჯერ ჩავიდა თბილისში, მთავარ პროკურატურაში და იქაც დაწერა ანალოგიური განცხადება. ეს ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ შ.დ. სხვა დანაშაულზე დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა კი, პოლიციის ზეწოლის გამო, უარყო თავისი პირველი ჩვენება.

რეალური დამნაშავის დადგენის სურვილი რომ გქონოდათ, შ.დ-ს აუცილებლად დაკითხავდით. მხოლოდ საპატიმროდან გამოგზავნილ მის წერილობით განმარტებას დასჯერდით, ანუ სასამართლო არ დაინტერესდა მისი ამ წერილში ასახული ნების ნამდვილობით. თუმცა, ამ წერილშიც კი შ.დ.-მ პირდაპირ თქვა, რომ ჩვენებას ვერ მისცემს საკუთარი თავის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, დაზარალებულ სოგდიანა ტოსტონუგოვას ჩვენებით, მას იარაღი მიაბჯინეს საფეთქელზე, მისმა მეუღლემ – ანზორ მამისეიშვილმა კი თქვა, რომ შუბლზე.

თუ თავდამსხმელმა იარაღი მიაბჯინა საფეთქელზე ზურგიდან, რანაირად დაინახავდა და მით უფრო დაიმახსოვრებდა ორი თავდამსხმელის სახეს ან იარაღის სახეობას დაზარალებული. თავდასხმა ხომ სულ 2-3 წუთს გაგრძელდა. ან როგორ დაინახავდა დანის ტარს როგორი ზოლები ჰქონდა, როცა ამ დანას ხელში იჭერ, ტარი მთლიანად იფარება. ეს ყველაფერი პოლიციელების ინტერპრეტაციით დაწერეს დაზარალებულებმა. ხიმშიაშვილიც მათივე მითითებით ამოიცნეს. შ.დ.-ს გამოჩენის შემდეგ მთელი საქმე ამოყირავდა. ეს პრობლემა კი იმით მოაგვარა პოლიციამ, რომ დაზარალებულებს ჩვენების შეცვლის შემთხვევაში დასჯით დაემუქრნენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი – კომახიძის ამბის გასაგებად პოლიციაში მეზობლებთან ერთად მისული ირაკლი ხიმშიაშვილი სოგდიანა ტოსტონუგოვამ მინიმუმ სამჯერ ნახა. თუ ის დაესხა თავს, იქვე რატომ არ უთხრა პოლიციას ამის შესახებ.

გამოძიება ირაკლი ხიმშიაშვილის დასჯით იმიტომ არის დაინტერესებული, რომ თუ დამტკიცდება კომახიძისა და შ.დ.-ს ჩვენების ნამდვილობა, მინიმუმ 11 პოლიციელი და ჩვენების მიმცემი დაისჯება ყალბი ჩვენების საფუძველზე საქმის შეკერვის გამო.

გიორგი ჩიქოვანის არგუმენტები სასამართლო პროცესზე: რატომ არ ჩაატარა გამოძიებამ ირაკლი ხიმშიაშვილის ტანსაცმლის ექსპერტიზა, რომ დაედგინა მართლა ედო ცეცხლსასროლი იარაღი შარვლის უბეში თუ არა? რანაირად მოახერხა ყაზახი ეროვნების ქალმა იმის გაგება, თავდამსხმელები აჭარულ დიალექტზე საუბრობდნენ თუ არა? რატომ არის დაზარალებულ ტოსტონუგოვას ჩვენება დამაჯერებელი და უტყუარი, როცა ამ ჩვენებაში არის მრავალი წინააღმდეგობა? რატომ არ გჯერათ ზაურ კომახიძის ჩვენების? რატომ არიან ირაკლი ხიმშიაშვილის მშობლები დაინტერესებული პირები და რატომ არ არიან პოლიციელები დაინტერესებული პირები, როცა ხიმშიაშვილის გამართლების შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება?

ვაჟა თოდუას არგუმენტები სასამართლო პროცესზე: 2011 წლის 7 აგვისტოს 17:00 საათზე, ირაკლი ხიმშიაშვილი და ზაურ კომახიძე, ბათუმში, ეგრეთ წოდებულ პერიეზდზე ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით თავს დაესხნენ სოგდიანა ტოსტონუგოვასა და ანზორ მამისეიშვილს. სიცოცხლისათვის საშიში მუქარით მათ დაზარალებულს ხელიდან გამოსტაცეს 800 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი. ცდილობდნენ, დაზარალებულისთვის წაერთმიათ ოქროს ყელსაბამი.

ზაურ კომახიძე დანაშაულს აღიარებს. ამ საქმეში კომახიძეს „შესაძლოა ირაკლი ხიმშიაშვილი რომ ახლდა“, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაიგო პოლიციამ.

კომახიძემ აღიარა დანაშაული, რითაც მას უნდა, რომ ხიმშიაშვილს აარიდოს პასუხისმგებლობა.

წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით, სოგდიანა ტოსტონუგოვამ და ანზორ მამისეიშვილმა ამოიცნეს თავდამსხმელები – ზაურ კომახიძე და ირაკლი ხიმშიაშვილი. ისინი უნდა დაისაჯონ კანონის შესაბამისად.

გიორგი ქაშაკაშვილის გადაწყვეტილება: განადგურდეს დამნაშავეებისგან ამოღებული ორი სანთებელა და ერთი დანა (ეს ამბავი მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ წაიკითხა).

P.ს. სასამართლო კრძალავს პროცესის დიქტოფონზე ჩაწერას, ამიტომ პროკურორისა და ადვოკატების „ბოლო სიტყვა“ არ არის ასპროცენტიანი სიზუსტით გადმოცემული.

გადაბეჭდვის წესი

კატეგორია
არქივი
Gazeti Batumelebi LLC
7a Louis Pasteur str., Tbilisi, Georgia, 0102
48 Memed Abashidze ave., Batumi, Georgia, 6010
Phone: (995)422 274512, (995) 0322960830
Mobile: (995)577537154, (995) 591960109
Email: info@batumelebi.ge, info@netgazeti.ge

შპს გაზეთი „ბათუმელები“ დაარსდა 2001 წელს ენთუზიასტი ჟურნალისტების მიერ.
გამოცემის პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანის უფლებების, მოწყვლადი, დაუცველი ჯგუფებისა და უმცირესობების პრობლემების გაშუქება.