სიახლეები

უმაღლესი საბჭო მოითხოვს

30.05.2012
უმაღლესი საბჭო მოითხოვს

ავტორი: ლელა დუმბაძე
დღეს გამართულ სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების პროექტში, ცვლილებები შეიტანეს. განათლებისა და კულტურის კომიტეტი „ეფექტური მმართველობის განხორციელების“ მოტივით, მოითხოვს რომ სკოლის დირექტორების დანიშვნა-გათავისუფლების დელეგირება, აჭარის განათლების სამინისტროს გადაეცეს: „ადგილზე არის განათლების სამინისტრო და შესაბამისად მან უნდა უზრუნველყოს კონკურსგავლილი დირექტორების დანიშვნაც და გათავისუფლებაც, ან წარდგენა სამეურვეო საბჭოებისთვის. ეს იქნება ეფექტური და სკოლებიც აღარ იქნებიან მუდმივ გაურკვევლობაში“- აცხადებს კომიტეტის ხელმძღვანელი, ასმათ დიასამიძე.
გარდა დირექტორების მოხსნა-დანიშვნისა, უმაღლესი საბჭო მოითხოვს, რომ სკოლებმა ავტორიზაცია ადგილზე გაიარონ. უმაღლესი საბჭოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელის, ასმათ დიასამიძის თქმით, 2010 წლის 1 სექტემბრამდე ამ უფლებას აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებდა, შემდეგ კი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი ავტორიზაციის საბჭო: „ჩვენ გვინდა იგივე საბჭო შეიქმნას აჭარაშიც რადგან ავტორიზაციის პროცესი აღარ იქნება დროში გაწელილი პროცედურა“.
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, წარდგენილია კიდევ რამდენიმე ინიციატივა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის ადგილზე ადმინისტრირების განხორციელების უფლებას გულიხსმობს და ქალაქში ავტობუსების მარშრუტის დარღვევასთან დაკავშირებული ცვლილებები. პეტრე ზამბახიძის თქმით, „არსებობს მოძრაობის მარშრუტი, როცა არ შეიძლება ცენტრალურ უბნებში გარკვეული კატეგორიის ავტომანქანების მოძრაობა, მაგალითად სატრანზიტო და M2 M3 ტიპის ავტობუსების გადაადგილება, ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლადაც საჭიროა გარკეული უფლებამოსილება განხორციელდეს ადგილზე“. დეპუტატების აზრით, დელეგირებულ უფლებებით უნდა ისარგებლოს გარემოს დაცვის სამმართველომ და სატყეო დეპარტამენტმაც: „დარღვევის დროს, ადმინისტრაციული სახდელის დადებას სატყეო დეპარტამეტი ვერ ახორციელებს, ამიტომ ვითხოვთ რომ სახდელზე ჯარიმის დადება ადგილზე განხორციელდეს “.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.