Batumelebi | სტომატოლოგია სოციალურად დაუცველთათვის სტომატოლოგია სოციალურად დაუცველთათვის – Batumelebi
RU | GE  

სტომატოლოგია სოციალურად დაუცველთათვის

სტომატოლოგია-სოციალურად

ავტორი:ნინო კახიშვილი
ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სერვისს, სტომატოლოგიურ მომსახურებას სოციალურად დაუცველი, საპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო უფასოდ უზრუნველყოფს. ჯერჯერობით, „ღიმილიანი საქართველოს“ კონკრეტული პროგრამა არ არსებობს.

ბათუმის სათნოების სახლში საქართველოს პრეზიდენტმა ხანდაზმულებს ახალი საპრეზინდეტო პროგრამის „ღიმილიანი საქართველოს“ ინიციატივა გააცნო, რომელიც სოციალურად დაუცველთათვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტმა დავალებაც გასცა, – აჭარაში იმ ადამიანთა სრული აღრიცხვა დაიწყოს, რომლებსაც ამ მხრივ ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.

„ის ადამიანები, რომლებიც სათნოების სახლის მომსახურებით სარგებლობენ და ყველაზე მეტად სჭირდებათ დაცვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აღვრიცხოთ. მათთვის გამოვყოფთ თანხას, რათა სტომატოლოგიური პრობლემები მოვუგვაროთ. მინდა ყველა ასაკოვანი ადამიანი იღიმებოდეს… ახალმა პროგრამამ „ღიმილიანი საქართველო“ ყველა ქალაქი და სოფელი უნდა მოიცვას. თავის მხრივ, ეს პროგრამა დარგის განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და იმ სადაზღვევო კომპანიებში, რომლებიც მილიონზე მეტ სოციალურად დაუცველ ადამიანს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში უფასო სამედიცინო სადაზღვევო პოლისებით უზრუნველყოფენ, პრეზიდენტის ინიციატივაზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ და რაიმე პასუხის გაცემისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

სადაზღვევო კომპანიებში ჯერ ისევ ძალაში რჩება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილება, რომლის მიხედვით, სოციალურად დაუცველთა სამედიცინო სადაზღვევო პაკეტში სტომატოლოგიური მომსახურება არ შედის.

სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ სტომატოლოგიური სერვისების მაღალი ფასის გამო, სახელმწიფოს მიერ გაცემულ სამედიცინო პოლისებში ეს მომსახურება არ შედის.
თათია ანდღულაძე, ბათუმში არსებული სტომატოლოგიურ კლინიკა „ნია-დენტის“ მფლობელი და მოქმედი ექიმია. ექიმი-სტომატოლოგი ამბობს, რომ მედიცინის დარგებს შორის სტომატოლოგია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია.

მოქალაქეთა ასაკიდან გამომდინარე, სტომატოლოგი ვარაუდობს, რომ ახალი საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, ძირითადი მომსახურება პროთეზირება იქნება, რაც ექიმის თქმითვე, იაფიან მომსუხურებათა ნუსხაში არ შედის.

„ორივე ყბის პროთეზი მინიმუმ 200-300 ლარი დაჯდება. ეს არის ყველაზე იაფიანი პროთეზის ღირებულება. რიგ შემთხვევებში კი, პაციენტი ამისთვის 600-700 ლარსაც ხარჯავს. რაც შეეხება ბჟენების ფასს, ის ხარისხსა და დაავადების სირთულეზეა დამოკიდებული. ეს დაახლოებით, 35-დან 80 ლარამდე ღირს. კბილის რესტავრაცია 120-130 ლარი, ხოლო გაპრიალება, ანუ პირის ღრუს ჰიგიენური გაწმენდა – 50 ლარი ჯდება“, – ამბობს თათია ანდღულაძე.

სტომატოლოგი ამბობს, რომ მათ კლინიკაში სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოქალაქეები მომსახურების მისაღებად არ დადიან.

„ბავშვთა სახლიდან კი მოდიან. ჩვენ მათ უფასოდ ვუწევთ სტომატოლოგიურ მომსახურებას. სოციალურად დაუცველთა სხვა ჯგუფიდან ჯერ არავის მოუმართავს, თუმცა თუ სოციალურად დაუცველი ხანდაზმული მოვა, ჩვენ მას უფასოდ გავუწევთ დახმარებას“, – ამბობს „ნია-დენტის“ მფლობელი.
ბათუმში კიდევ ერთი კლინიკის „დენსის“ მფლობელი, სტომატოლოგიური იური აბაშიძე ახალ პროგრამას დროულს უწოდებს: „რეალურად ეს იქნება ძალიან კარგი პროგრამა და მე მივესალმები. ფასების დასახელება შეუძლებელია, რადგან მკურნალობა არის აბსოლუტურად ინდივიდუალური და იმაზეა დამოკიდებული, რა მდგომარეობა აქვს თითოეულ ადამიანს პირის ღრუში.

ვფიქრობ, საქართველოში არსებული კლინიკები უზრუნველყოფენ პროგრამის განხორციელებას, რადგან ამ პრობლემის მოგვარება არ არის მაღალტექნოლოგიებთან დაკავშირებული. სახელმწიფო, ალბათ, ტენდერს გამოაცხადებს და ამის მიხედვით შეარჩევს კლინიკებს“.

მაგდა ანიკაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიც ძირითადად, ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ ახალი პროგრამის შესახებ მედიასაშუალებებიდან გაიგო.

„ძალიან ხშირია, როდესაც ჯანდაცვის სფეროში რაიმე ინიციატივების შესახებ ტელევიზიით ვისმენთ და ამ ზეპირი განცხადებების საფუძველზე იწყება პროგრამების შემუშავება. ეს არასერიოზული მიდგომაა. ასეთი პროგრამები, როგორც წესი, მოკლევადიანი და არაეფექტურია. გაურკვეველია პროგრამის დაფინანსების საკითხიც. საიდან უნდა გამოიყოს ამისთვის ფული? ჯანდაცვის ბიუჯეტი უკვე დეტალურად არის გაწერილი და დამტკიცებული. ამ ბიუჯეტში ეს პროგრამა გაწერილი არ არის. თუმცა, შესაძლოა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს ამისთვის თანხა“, – ამბობს მაგდა ანიკაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს იმედს აქვს, რომ სამედიცინო სერვისებში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მომსახურება – სტომატოლოგია, რეალურად გახდება ხელმისაწვდომი სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის.

„ასეთი ერთჯერადი აქციაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი ის მართლაც განხორციელდება და მხოლოდ ტელევიზიებისთვის ნათქვამად არ დარჩება“, – ამბობს ანიკაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge