Batumelebi | სომხური სამკუთხედი სომხური სამკუთხედი – Batumelebi
RU | GE  

სომხური სამკუთხედი

სომხური-ბერმუდის-სამკუთხ

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

აჭარაში მცხოვრები ეროვნებით სომეხი ახალგაზრდობა უმაღლესი პროფესიული განათლების მიღებას ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებს; ბათუმში სომხური სექტორი #9 სკოლაში მოქმედებს. გასულ სასწავლო წელს იქ  სომეხი ეროვნების მხოლოდ 28 ბავშვი სწავლობდა, სკოლის დირექტორის მონაცემებით,  მომავალ სასწავლო წელს მათი რიცხვი ორ ათეულამდე იქნება.

აჭარაში „სომეხთა კავშირის“ პრესსამსახურის უფროსი,  არტურ ოგანესიანი, რომელიც დიდი ხანია ამ საკითხებზე მუშაობს, მიიჩნევს, რომ „ეს ის სამკუთხედია, რომელსაც შესაძლოა თავი შემდეგმა თაობამაც ვერ დააღწიოს“. ის „ბათუმელებს“ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიების საკუთარ ხედვაზე ესაუბრა.

თქვენი აზრით, რატომ ირჩევს მშობლების უმრავლესობა შვილებისთვის განათლების მისაღებად რუსულ სექტორს, მაშინ როცა მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც აქვთ?

ადამიანი, რომელიც ეროვნებით სომეხია და არის საქართველოს მოქალაქე, სწავლობს და აზროვნებს რუსულად; პრობლემაც სწორედ ამაშია, შემდგომში მისი განათლება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სწავლა გააგრძელოს სომხეთის რესპუბლიკაში, რადგან სომხური ენა არ იცის საკმარისად და არც ქართულს ფლობს იმდენად კარგად, რომ ინტეგრირებული იყოს ქართულ სივრცეში, ანუ ისწავლოს საქართველოში; ან ქართული პასპორტით რუსეთში გაარძელოს სწავლა, მითუმეტეს, რომ მან სრულფასოვნად არც რუსული ენა იცის; ეს სამკუთხედი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება არაქართული მოსახლეობისთვის და პირველ რიგში, სომეხი ეროვნების მოქალაქეებისთვის.

ბათუმის მე-9 სკოლის დირექტორი, სადაც სომხური სექტორი ფუნქციონირებს ამბობს, რომ სკოლას შეუძლია ბავშვს მისცეს სრულფასოვანი განათლება მშობლიურ ენაზე

ვიცი ამ სკოლის შესახებ, მათ აქვთ 12-წლიანი განათლების სისტემა სომხურ ენაზე. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამ ტემპით თუ გაგრძელდება ამ სექტორის შენარჩუნების პროცესი, არ არის გამორიცხული, საერთოდ გაუქმდეს იგი, რადგან ბათუმში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეების უმეტესობა შვილებს რუსულ სკოლაში აბარებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში არჩევანის სწორად გაკეთების პრობლემაა; მე მაწუხებს ჩემი თანამემამულეების ბედი და ვიცი, უკეთესი იქნება, ეს ადამიანები ინტეგრირებულნი იყვნენ ქართულ სივრცეში; ვიდრე არ გავაკეთებთ სწორ არჩევანს, მანამდე ამ სამკუთხედის მსხვერპლი ვიქნებით. დრო უნდა გავიდეს, რომ გარდატეხა მოხდეს ჩვენს აზროვნებაში.

 გამოსავალი რა არის?

გამოსავალი არის ბავშვთა ბაღი, შემდგომში კი სკოლა ქართულ-სომხურ ფორმატში; ეს არის ერთი მთავარი მიზანი ორი ქვეტექსტით: ქართულ სივრცეში ინტეგრაცია, პლუს ჩვენი ეროვნული ტრადიციების, ენისა და კულტურის შენარჩუნება; სხვა შეთავაზება ჩვენი ინტეგრაციისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს; ჩვენ ვეძებთ კერძო პირს ან ორგანიზაციას, რომელიც სპონსორობას გაუწევს ამ საქმეს; პირველ ეტაპზე უნდა გაიხსნას ქართულ-სომხური ბაგა-ბაღი; როცა ბავშვი გახდება სასკოლო ასაკის, უფრო ადვილად ჩააბარებს ქართულ-სომხურ სექტორში ან სომხურ კერძო სკოლაში;  შემდეგ კი ის შეძლებს განათლების მიღებას, ჩვენს ქვეყანას რომ  გამოადგეს.

 სხვა პრობლემა ხომ არ არსებობს, რაც ეთნიკური ნიშნით შეიძლება იყოს გამოწვეული?

ხშირად მესმის, რომ ვერ იწყებენ სამსახურს და ამას ყოველთვის ეთნიკური ნიშნით ხსნიან; როცა გადავამოწმე, ვერ დავაფიქსირე მსგავსი ფაქტი, თუმცა არ არის გამორიცხული ასეც იყოს.

მიმაჩნია, რომ უფრო მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოს სახელმწიფომ, უნდა დააინტერესოს ისინი, რომ მათი ინტეგრაცია ქართულ სივრცეში იყოს ორივე მხარისთვის მიმზიდველი; ცალმხრივი თამაში არანაირ შედეგს არ მოიტანს; სახელმწიფოს აქვს ამის რესურსი, მითუმეტეს, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე აჭარაში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეების ინტეგრირების პროცესი უფრო აქტიურდება. მე ამას ვხედავ ნებისმიერ სფეროში.

 თქვენ ითხოვდით ეკლესიისთვის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს პარლამენტში უკვე იმსჯელეს ამ საკითხზე.

ვიმედოვნებ, რომ სომეხთა პატრიარქის ვიზიტის შემდეგ ჩვენი ეკლესიის საკითხი გადაწყდება, მითუმეტეს, რომ საქართვველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია; მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ ტაძარს ჰქონდეს იურიდიული სტატუსი, ასე უფრო დაცულები ვიქნებით.

ამ საკანონმდებლო ცვლილებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც საქართველოში, ისე სომხეთში. თბილისში საპროტესტო აქციაც კი გაიმართა. თქვენი აზრით, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოჰყვება ამ ცვლილებას?

სომხეთში ათი წელი ელოდნენ ამ კანონპროექტის მიღებას და თავის დროზე ამასთან დაკავშირებით პოზიცია სომხეთის კათალიკოს-პატრიარქმა, ვატიკანმა, ვენეციის კომისიამ, ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დააფიქსირეს;  მართალია, საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეჩერდეს სტატუსის მინიჭების პროცედურა, მაგრამ კანონპროექტი უკვე მიღებულია; მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს ექსკლუზიური უფლების დაკარგვის ეშინია და ამიტომ აპროტესტებს კანონის მიღებას. მას სურს, საქართველოს რელიგიურ სივრცეში იყოს მონოპოლისტი ან საერთოდ არ სურს საქართველოში სხვა რელიგიური გაერთიანებების არსებობა, ტოლერანტობის შესახებ კი მათი მხრიდან მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და რეალურად არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. მუდმივად გაისმის, რომ უტევენ რაღაც სექტები, ართმევენ ტრადიციულ ფესვებს და ასე შემდეგ. მიმაჩნია, რომ კანონპროექტი დროზე მიღებულია და როგორც ტოლერანტულ ქვეყანაში, ჩვენ ერთ ოჯახად უნდა ვიცხოვროთ.

აქ არის კიდევ ერთი პრობლემა, კანონპროექტის პირველ ვარიანტში ჩამოთვლილი იყო მხოლოდ ხუთი რელიგიური გაერთიანება და  ნათქვამი იყო, რომ ისტორიულად საქართველოსთან დაკავშირებული გაერთიანებები მიიღებდნენ ამ სტატუსს. ეს სწორ მიდგომად არ მიმაჩნია, ფაქტობრივად, ახლა ისინი არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ვფიქრობ, რომ კანონპროექტის ავტორებმა უნდა მისცენ საშუალება რელიგიურ გაერთიანებებს, მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი სტატუსით ისარგებლებენ. ვისაც ექნება სურვილი, გაივლის რეგისტრაციას, ვისაც არა-  დარჩება სტატუსის გარეშე. ეს უნდა იყოს მათი არჩევანი და არა სახელმწიფოს შეთავაზება.

პ.ს. სომხურმა დიასპორამ ბათუმში გაზეთ „ახბიურ“-ის პირველი ნომერი გამოუშვა, გაზეთი სამენოვანია – სომხურ, ქართულ და რუსულ ენაზე იბეჭდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge