სიახლეები

საჯარო შეხვედრაზე ბათუმის მოსახლეობის პრიორიტეტები განიხილება

30.05.2012 • • 1135
საჯარო შეხვედრაზე ბათუმის მოსახლეობის პრიორიტეტები განიხილება

ბათუმი – ხუთშაბათს, 19 აპრილს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (ნინოშვილის 35) ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ბათუმის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრის მიზანია ბათუმის მოსახლეობასთან ერთად ისეთი პრიორიტეტული საკითხების განხილვა, როგორიცაა კომუნალური მომსახურების ღირებულება, გაზმომარაგება და ტრანსპორტის ღირებულება. საჯარო შეხვედრაზე მოქალაქეები ამ საკითხებზე ადგილობრივი ხელისუფლების მოსაზრებებს მოისმენენ და ექნებათ შესაძლებლობა დაუსვან კითხვები და მოისმინონ მათი პასუხები.

შეხვედრას დაესწრებიან მოქალაქეები, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები, ქალაქის მერი, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

საჯარო შეხვედრის ორგანიზატორია საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური დახმარებით. მსგავსი შეხვედრები მოსახლეობის პრიორიტეტების შესახებ, NDI-ის მხარდაჭერით, ტარდება ასევე ქუთაისში ფოთსა და თელავში.

საკონტაქტო პირი:
NDI საქართველოს ოფისი
ირინა რეხვიაშვილი
(832 2) 93 58 30; 599 78 02 08
irina@ndi.ge

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით. 

გადაბეჭდვის წესი