მურმან დუმბაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ ბათუმის ოფისი დღეს სამ საათზე სოლიდარობის აქციას გეგმავს .
სოლიდარობის აქცია ბათუმში „ბანკი ქართუს“ ოფისთან გაიმართება . „ემსახურე საქართველოს“ წარმომადგენლის ავთანდილ ბერიძის (ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ) განცხადებით ორგანიზაციის ბათუმის აქტივი ამ ფორმით გამოხატავს პროტესტს “იმ ძალადობის მიმართ,” რაც ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ხდება.
ავთანდილ ბერიძე: „ ვაპირებთ პირადი ანგარიშები გავხსნათ „ქართუ ბანკში“. ანგარიშზე ზოგი 1 ლარს, ზოგი 10 ლარს და ზოგიც მილიონს შევიტანთ დემონსტრაციულად. ამ სახით გამოვხატავთ თანადგომას, თუმცა ვფიქრობთ, რომ გაცილებით მეტია საჭირო“.
ბიძინა ივანიშვილის ღია განცხადების შემდეგ „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ ის ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან.“„ივანიშვილსგან კი არ უნდა მივიღოთ რამე, ჩვენ უნდა მივეხმაროთ. მე როგორც რიგითი მოქალაქე, მივეხმარები ივანიშვილს იმაში, რომ საქართველოში სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი დასრულდეს.“– განაცხადა მურმან დუმბაძემ.