Batumelebi | სოციალურად დაუცველი სოციალური დახმარების გარეშე სოციალურად დაუცველი სოციალური დახმარების გარეშე – Batumelebi
RU | GE  

სოციალურად დაუცველი სოციალური დახმარების გარეშე

სოციალურად-დაუცველი-სოცი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მცხოვრებ ქსენია ზოიძის სამსულიან ოჯახს რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. ოჯახის დიასახლისს, 64 წლის ქსენიას მკურნალობა სჭირდება, თუმცა ოჯახს ამის მატერიალური შესაძლებლობა არ აქვს. ზოიძეების ოჯახს სოციალური დახმარება წელს შეუწყვიტეს.

ეკა ბარამიძე

ზოიძეების ოჯახი გასულ წელს რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა სიაში, შესაბამისად, იღებდა საარსებო შემწეობას – 78 ლარს, თუმცა მალევე შეუწყდათ. ქსენია ზოიძე: „სოციალური დახმარების სააგენტოში განაცხადი შევიტანე, მოვიდა სოციალური აგენტი, შეისწავლა ჩვენი მდგომარეობა, შეავსო ახალი დეკლარაცია და საარსებო შემწეობა აღარ ამიღია, რადგან მაღალი ქულა (75 000 ქულა) მომანიჭეს.
მე, ავადმყოფსა და გაჭირვებულს თუ არ მომცემენ საარსებო შემწეობას, სხვა ვის უნდა დაეხმარონ. ფიზიკური მუშაობა არ შემიძლია, მაგრამ გაჭირვებამ ავადმყოფობა სად იცის, ყოველთვის ვშრომობდი, ბოსტნეული მომყავდა, ვყიდდი და ოჯახსაც ვარჩენდი. ახლა დაავადმყოფდი, წელს ვერაფერი მოვიყვანე, ყველაფერი ხმება, სარწყავი წყალი არ მაქვს. რამდენჯერმე მივმართე ქედის მუნიციპალიტეტს პოლიეთილენის მილი მაინც რომ მოეცათ, მაგრამ ჩემთვის არაფერი გამოინახა, მეუბნებოდნენ, ამ ეტაპზე არ არისო. ამ ეტაპზე არ იყო თუ ჩემთვის არ გამოინახა, ეგ ვინ იცის. სადაა სამართალი“.
სახლში, რომელშიც ქსენია ვაჟთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, წვიმის დროს წყალი ჩადის, ორსართულიანი სახლის სახურავი დამტვრეულია, სახლის პირველ სართულზე სამზარეულო, მისაღები ოთახი და ორი საძინებელია, სამზარეულოს იატაკი ამოცვენილია, სახლს საერთოდ არ გააჩნია აბაზანა, მეორე სართულს კი საკუჭნაოს ფუნქცია აკისრია.
„სად მქონდა ფული სახლისთვის, ქმარი ადრე გარდამეცვალა, დავრჩი ოთხი ბავშვით, ნუკრი 5 წლისა იყო, ყველაზე დიდი კი – მე-10 კლასში. ყველა ჭირ-ვარამი გამოვიარე, როგორც იტყვიან, მარტო წისქვილის ქვა არ დაბრუნებულა ჩემ თავზე. რთულმა ცხოვრებამ და ნერვულობამ მხედველობა დამიკარგა, დროთა განმავლობაში ნერვული დაავადებაც განმივითარდა. სამი გოგონა მყავს, ორი გათხოვილია, წამლებს ყიდულობენ, მაგრამ ყველას თავისი ოჯახი აქვს, მერიდება, რამდენჯერ უნდა დამეხმარონ. ჩემი ოჯახის შემოსავალი 87-ლარიანი პენსიაა, ამით არჩენ ოჯახს?“ – ამბობს ქსენია.
ქედის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს სამსახურის მთავარი სპეციალისტი გენო ბარამიძე: „2011 წლის ივლისის თვის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 847 ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას და 1946 ოჯახი – პოლისს, 2010 წლის მონაცემებიც თითქმის იგივე იყო“.
გასულ წელს ქედის მუნიციპალიტეტში 0-დან 57 000-მდე ქულის მქონე 269 ოჯახს დროებით შეუწყდა საარსებო შემწეობა, 57 000-დან 70 000-მდე ქულის მქონე 520 ოჯახს კი – პოლისით სარგებლობა. ამ ოჯახების მონაცემების გადამოწმების შემდეგ 40 ოჯახს, მათ შორის ქსენია ზოიძის ოჯახსაც, მოუხსნეს ფულადი დახმარება, ხოლო 197 ოჯახს პოლისით სარგებლობა შეუწყვიტეს. მათ, ვისაც შეუწყდათ საარსებო შემწეობა და პოლისი, შეუძლიათ ერთი წლის შემდეგ შეავსონ ახალი დეკლარაცია.
პირველად, 2006 წლის აგვისტო-სექტემბერში, სოციალური შემწეობა ქედაში 363 ოჯახს დაენიშნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge