სიახლეები

სიღარიბის ფორმულა

30.05.2012 • • 1196
სიღარიბის ფორმულა

ავტორი: ლელა დუმბაძე, ეკა ბარამიძე

ოჯახებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ სოციალური მომსახურების სააგენტომ დაუსაბუთებლად მოუხსნა ფინანსური შემწეობა, საშუალება ეძლევათ, სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.

ქედის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს შენობის ნანგრევებში მცხოვრებმა როსტომ დიასამიძის ხუთსულიანმა ოჯახმა საარსებო შემწეობის მოხსნის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ბანკში მისულებმა დახმარება ვეღარ მიიღეს. როგორც ოჯახის დიასახლისი, სამი შვილის დედა ხათუნა დიასამიძე ამბობს, მათი ოჯახი გასული წლის სექტემბერში მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა და დახმარებაც მოუხსნეს: „ოჯახში არავინ მუშაობს, ჩვენი ოჯახის შემოსავალს საარსებო შემწეობა (126 ლარი) შეადგენდა, ისიც კი მოგვიხსნეს და ყოველგვარი დახმარების გარეშე დაგვტოვეს. სამი ბავშვი მყავს, სამივე სკოლის მოსწავლეა, როცა შემწეობას ვიღებდი, ბავშვებს წიგნებს უფასოდ აძლევდნენ, სამომავლოდ ამდენ პრობლემასთან ერთად ისიც დამემატება, რომ ბავშვები სახელმძღვანელოების გარეშე დამრჩება.”

საარსებო შემწეობის გარეშე დარჩა ქედაში, ყოფილ საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები ეკომიგრანტ შაჰმურად დავითაძის ოჯახიც. დავითაძეების ოჯახის შესწავლის შემდეგ სარეიტინგო ქულამ 70 000 გადააჭარბა. არამარტო საარსებო შემწეობის, არამედ პოლისის გარეშეც დარჩა ჩერნობილის მონაწილე შაჰმურად დავითაძე, ვისაც მუდმივი მკურნალობა სჭირდება და უსახსრობის გამო მკურნალობაზე უარის თქმა უწევს.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი გიორგი აბულაძე ამბობს, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტში საგრძნობლად იმატა იმ ოჯახების რიცხვმა, რომელებსაც შემწეობა შეუწყვიტეს: „ვიცი, რომ ათეულობით ოჯახია, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება აღარ ეძლევათ, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით ათმა მოქალაქემ მოგვმართა~.
იურისტის განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განთავსებულია ორგანიზაციის საფოსტო ყუთები და ვრცელდება საინფორმაციო ბუკლეტებიც. საფოსტო ყუთებში ადამიანებს შეუძლიათ მოათავსონ წერილები, სადაც აღწერენ მათ პრობლემას, ორგანიზაცია კი განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებას პროექტის `ჩემი უბნის ადვოკატის~ ფარგლებში გაუწევს.

გიორგი აბულაძე ამბობს, რომ უსამართლობის განცდა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, მაგრამ კითხვაზე, – რატომ შეუწყდათ ოჯახებს ფინანსური შემწეობა, როცა მათი სოციალური მდგომარეობა იგივეა? – სააგენტოში პასუხი არ აქვთ: „სოციალური აგენტი ოჯახის დეკლარაციაში მხოლოდ იმას მიუთითებს, რასაც ბენეფიციარი ეტყვის. თუ პიროვნება ეთანხმება აგენტის მიერ შედგენილ დეკლარაციას, ხელი უნდა მოუწეროს. ეს მონაცემები კი შემდეგ სპეციალური ფორმულის მიხედვით ჯამდება და სარეიტინგო ქულა აქედან იწერება”  – ამბობს სოციალური მომსახურების აჭარის სააგენტოს ხელმძღვანელი, გოჩა გაბრუჩიძე. „ჩვენც იმავეს გვეუბნებიან, მაგრამ პირად საუბარში სააგენტოს წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ არ იციან, რა ფორმულით ხდება ქულების დაჯამება“-ამბობს გიორგი აბულაძე. მისი თქმით, „არის შემთხვევები, როცა განსხვავებული ოჯახების, სრულიად იდენტური დეკლარაციის შემთხვევაშიც კი, ფორმულა თუ მანქანა, სრულიად განსხვავებულ სარეიტინგო ქულებს სდებს. რატომ? ამაზე პასუხი არ აქვთ“.

ქედის მუნიციპალიტეტში, ერთ ოჯახს ფინანსური დახმარება მხოლოდ იმიტომ შეუწყვიტეს, რომ მათი შვილი სტუდენტი გახდა. „აგენტმა ჩათვალა, ის აღარ ცხოვრობდა ოჯახში და შესაბამისად, ოჯახის წევრთა პერსონალური მონაცემებიდან ამოიღო. რის შემდეგაც სარეიტინგო ქულების რაოდენობა გაიზარდა და ოჯახს ფინანსური დახმარება შეუწყდა. როცა სააგენტოს მიზეზი ვკითხეთ, მათ მიგვითითეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის მე-7 მუხლზე, სადაც ცვლილება 2010 წლის მაისში შევიდა და ცვლილების მიხედვით, სტუდენტი ამოღებულ იქნა ოჯახის პერსონალური მონაცემებიდან“.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ოჯახი ფინანსურ დახმარებას იმ შემთხვევაში იღებს, თუ მისი სარეიტინგო ქულა 50 000-ზე ნაკლებია. „ამ ოჯახის ქულა კი 50000-იდან, შვილის ამოღების შემდეგ, 674000 ქულაზე ავიდა, რაც არ ითვალისწინებს ფინანსურ შემწეობას. არავინ დაინტერესებულა იმით, სად ცხოვრობდა ეს სტუდენტი, იქნებ ქუჩაში ეძინა. წესით, სტუდენტის შენახვა გაცილებით მეტ ფინანსებს ითხოვს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა ამ სოფლის გამგებელმა და ოფიციალურად დაუდასტურა, რომ სტუდენტი შვილი თავის მამის სახლში განაგრძობდა ცხოვრებას. ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში ამ ოჯახს დახმარება ჩვენმა ორგანიზაციამ გაუწია. ჩვენ მივმართეთ სააგენტოს, რომ ხელმეორედ შეემოწმებინათ ოჯახი და ფინანსური შემწეობაც აღედგინათ“. თუმცა, როგორც გიორგი აბულაძე ამბობს, აქ მოხდა კიდევ ერთი უცნაურობა. გადამოწმების შემდეგ სტუდენტი შვილი კვლავ შეიყვანა სააგენტომ ოჯახის პერსონალურ მონაცემებში, თუმცა სარეიტინგო ქულა მაინც მაღალი დარჩა: „67 ათასიდან მხოლოდ 58 ათასამდე ჩამოვიდა, რის გამოც ფინანსური დახმარება ოჯახმა მაინც ვერ მიიღო. რატომ მოხდა ასე, პასუხი არ არსებობს“ – ამბობს იურისტი.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში მცხოვრებმა ოთარ ვანაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის შესწავლის მიზნით ორჯერ მიმართა, პირველი შესწავლისას მის ოჯახს 8 000 ქულა მიენიჭა, მეორედ -130 000. „ოჯახში არავინ მუშაობს, საპენსიო ასაკიც არ მაქვს, 61 წლის ვარ, ჩვენი შემოსავალი მესაქონლეობაა, ავად რომ გახდე, ისიც უნდა გაყიდო და იმით იმკურნალო. იმისდა მიუხედავად, რომ ოჯახში არანაირი ცვლილება არ მომხდარა, მეორე შესწავლის შემდეგ ქულა 8 000 დან 130 000-მდე გაიზარდა, საარსებო შემწეობას არ ვითხოვ, პოლისი მაინც მომცენ, ცოლი ავად რომ გამიხდა, პირუტყვი გავყიდე, მანამდე საავადმყოფოში ვერ წავედი, სადაა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა?“- კითხულობს ის.

ქედის მუნიციპალიტეტში კი ერთ უცნაურ შემთხვევაზეც ყვებიან – ოჯახს სოციალურმა აგენტმა დეკლარაციაში შემოსავლის წყაროდ სწორედ სახელმწიფოს მიერ დანიშნული შემწეობა ჩაუთვალა: „სოფელ გობრონეთში იყო შემთხვევა, როცა აგენტმა ოჯახის წევრს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას ყოველთვიური შემოსავალი. ოჯახის წევრმა უთხრა რომ კი. მან ამ შემოსავალში ის თანხა იგულისხმა, რომელსაც მას სახელმწიფო შემწეობის სახით აძლევდა. აგენტმა ეს თანხა, როგორც ოჯახის დამატებითი შემოსავალი, ისე გააფორმა. ამ ადამიანმა კი დეკლარაციაზე ხელი მოუწერა, რადგან დეკლარაციაში ძალიან ბევრი გრაფაა და ბევრი აღარც კითხულობს, ან უბრალოდ ვერ ხვდება, რა გადაამოწმოს და აწერს ხელს“.

როგორც გიორგი აბულაძე ამბობს, მათ ამ ფაქტზე სააგენტოს უკვე აცნობეს და მონაცემების ხელმეორედ გადამოწმება მოსთხოვეს: „განმეორებითი შემოწმება ჩაატარეს, ახლა ველოდებით შედეგებს. თუკი ჩავთვლით, რომ სამართლებრივად ვერ მივიღეთ შედეგი და არ არის დასაბუთება, იმ შემთხვევაში სასამართლოს მივმართავთ, იმედია, სასამართლოს მაინც წარუდგენენ იმ ფორმულას, რომელიც ასე უცნაურად აჯამებს მონაცემებს“.

ფინანსური შემწეობების შეწყვეტას მაშინაც აქვს ადგილი, თუკი აგენტი ოჯახში სეზონურ ან ერთჯერად შემოსავლებს აფიქსირებს: „თუკი თურქეთში არის ადამიანი გადასული, ასეთ ოჯახს დახმარებას უწყვეტენ. თუმცა არის შემთხვევები, რომ ადამიანი მუშაობს, მაგრამ ანაზღაურებას ვერ იღებს, ან როგორ ადგენენ, ასცდა თუ არა ერთჯერადი შემოსავალი საარსებო მინიმუმს“.

შემწეობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება საჩუქარიც გახდეს. სოციალურად დაუცველ პირს საჩუქრის მიღების უფლება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აქვს, თუ იგი ვერ დაასაბუთებს, რომ ძვირადღირებული ნივთი ნადვილად ნაჩუქარია, მისი სიღარიბე ეჭვქვეშ დადგება, „ამიტომ საჩუქარი არ უნდა მიიღოს ფიზიკური პირისგან, არამედ იურიდიული პირისგან, რომელიც მისცემს მას ნაჩუქრობის დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ მიწაზეა საუბარი, ამის მიღების უფლება იმ შემთხვევაში აქვს, თუ მიწა სიმბოლურ ფასად არის მოქალაქეზე გადაცემული. დაუსაბუთებლობა არის საფუძველი იმისა, რომ ფინანსური შემწეობა შეუწყდეს“ – განმარტავს სააგენტოს ხელმძღვანელი გოჩა გაბრუშიძე.

გადაბეჭდვის წესი