სიახლეები

უკეთესი, ვიდრე არსებული

30.05.2012 • • 1188
უკეთესი, ვიდრე არსებული

ავტორი: სულხან ღლონტი

სულხან ღლონტიბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ფრიად საინტერესოა. მოქალაქეები ხედავენ ორ გამოკვეთილ პოლიტიკურ გუნდს, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას. მართველი პარტია, უკვე დიდი ხანია მართავს (შევარდნაძის დროიდან), ხოლო ახალი ალტერნატივა მრავალფეროვანია და მას მოქალაქეების იმედები უკავშირდება. მე როგორც მეოცნებე, სიახლეს და ხელისუფლების ცვლილებას ვუჭერ მხარს, მაგრამ დღევანდელი ჩემი წერილი ეხება არა ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას, არამედ იმის განხილვას, თუ როგორ უყურებს, ერთი მხრივ, საზოგადოება ცვლილებას და მეორე მხრივ, როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება იმათ მიმართ, ვისაც ქვეყანაში ცვლილებები უნდა.

საფრანგეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
არ ვარ შურიანი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ თეთრი შურით ვაკვირდებოდი საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამარცხდა, ხმების 52% მმართველი ელიტის რეალურმა ალტერნატივამ ფრანსუა ოლანდმა მიიღო და საფრანგეთში ხელისუფლება შეიცვალა. ერთი საინტერესო დეტალი, როგორც მიიჩნეოდა, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სარკოზის მხარდამჭერი იყო, მაგრამ პირველმა ახალ პრეზიდენტს გამარჯვება ზუსტად ობამამ მიულოცა და გამოთქვა სურვილი, მათ ქვეყნებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს და ისიც დასძინა, რომ იგი პატივს სცემს ფრანგი ხალხის არჩევანს და ა.შ.

ცვლილებები და ქართული რეალობა
მრავალჯერ მოგისმენიათ ალბათ, ჩვენ ირგვლივ როგორ განიხილავენ ცვლილებების თემას. ამბობენ, რომ შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ და დესერტად კიდევ ბევრ „სიბრძნეს“ მოვისმენთ ხოლმე. სინამდვილეში პოსტკომუნისტურ საზოგადოებებს ცვლილებების ეშინიათ. არამდგრადი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა მოქალაქეებს უბიძგებს, ცვლილებებს ეჭვით შეხედონ და ძველი, უკვე გამძღარი ელიტა ხელისუფლებაში უვადოდ დატოვონ. სხვა სიტყვებით ამას ახალ პოლიტიკურ გარემოში ადაპტირების შიში ჰქვია.

ხელისუფლების ფიქრები…

მმართველი ელიტა ჩვენს ქვეყანაში გამოირჩევა ხალხის ფსიქოლოგიისა და პროპაგანდის კარგი ცოდნით. ახალი პოლიტიკური ლიდერებისგან მოქალაქეებს მუდმივად მტრის ხატს უქმნიან. პროპაგანდისტული მედიით საზოგადოებას მუდმივ სტრესში ამყოფებენ და არსებული ხელისუფლების უალტერნატივობაში არწმუნებენ. ეს ტიპიური პოსტკომუნისტური მოდელია, რომელიც ხელისუფლების ფიქრებს უვადოდ ხელისუფლებაში დარჩენაზე თითქოსდა „რეალობად“ აქცევს ხოლმე.

რისი ეშინია ხელისუფლებას?!

ხელისუფლებას ეშინია იმის, რომ მისი არ ეშინოდეს ხალხს. მოქალაქეთა თავისუფლების ინდექსი სხვადასხვა ქვეყანაში იზომება იმით, თუ რამდენად აქვთ მოქალაქეებს საშუალება, არჩევანი თავისუფლად გააკეთონ. ანუ შიშისგან დაძლევა, ავტომატურად თავისუფალ არჩევანს ნიშნავს და ზუსტადაც ეს აშინებს მმართველ ელიტას. რადგან ნებისმიერი ხმა, რომელსაც მოაქვს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, მათ პირად საბანკო ანგარიშებს ემუქრება.

პოლიტიკური ლიდერი და მისი ქცევის მოტივაცია
პოლიტიკური ლიდერის მიმართ ინტერესი არსებობს მანამ, სანამ მისი ქცევების მოტივაციას მიხვდები. საზოგადოება მიხვდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერების სურვილი არის მხოლოდ ძალაუფლება და, შესაბამისად, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მათ მიმართ ინტერესი დაკარგა. ახლა ალტერნატივის ნდობის საკითხი დგას, რომელიც განსხვავებულ სახელმწიფოებრივ წესრიგს მოიტანს.
პ.ს. პირადად მე, ვუერთდები ფრანგი ხალხის ლოზუნგს „უკეთესი, ვიდრე არსებული“ და არც ცვლილებები მაშინებს დიდად. თითქმის დამავიწყდა დამეწერა, `ბათუმელების~ მკითხველს ყოველ ორშაბათს შეგეხმიანებით გაზეთის ფურცლებიდან და მოგიყვებით, თუ რას ვფიქრობ მთელი კვირის მანძილზე მიმდინარე მოვლენებზე. კრიტიკას და, ზოგადად, გამოხმაურებას დიდი სიამოვნებით მივიღებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე s.glonti@fd.ge ასე რომ, გამარჯობა.

გადაბეჭდვის წესი