სიახლეები

სკოლიდან ქუჩაში გატყორცნილი პრობლემები

30.05.2012
სკოლიდან ქუჩაში გატყორცნილი პრობლემები

ავტორი: ემზარ კახიძე (ისტორიკოსი)

ამ ბოლო დროს რომელიმე სკოლასთან გავლისას ხშირად შემიმჩნევია სიგარეტგაჩრილი უფროსკლასელები ან მათი საეჭვო ფუსფუსი სადარბაზოებში. მართალი გითხრათ, ვერაფრით ვხსნიდი ჩვენი უმცროსი თანამოქალაქეების ასეთ `გაჯეჯილებას~ და როგორც უფროსი თაობის ტიპიურ წარმომადგენელს სჩვევია ხოლმე, მათ სულ უფრო მზარდ უზრდელობასა და სხვებისადმი უპატივცემულობის სინდრომზე ვამახვილებდი ყურადღებას (რა თქმა უნდა, თანამოსაუბრე ისევ მე ვიყავი, ადრინდელისგან განსხვავებით, შენიშვნების მიცემას, თუნდაც უმცროსების მიმართ, თითქმის ყველა ერიდება, პირადად მე მხოლოდ განსაკუთრებულად კრიტიკულ სიტუაციაში ვაძლევ თავს ამის უფლებას).
თავისუფალი მედია იმიტომაცაა კარგი, რომ ადამიანებს პრობლემებს კი არ უმალავს, არამედ მათ ამზეურებს. სწორედ ხუთშაბათს, „დიალოგის“ ყურებისას მივაქციე ყურადღება რესპონდენტი მოსწავლის რემარკას, სადაც ის სკოლიდან ქუჩაში გადანაცვლებული ძალადობისა თუ სხვა მანკიერებების შესახებ საუბრობდა და მაშინვე გავიაზრე ბოლოდროინდელი ემპირიული დაკვირვებების არსობრივი მხარე.

ამ და სხვა გადაცემებში ხშირად საუბრობდნენ მანდატურის ინსტიტუტზე, სკოლის ფსიქოლოგებზე, მასწავლებლებზე, რომლებსაც უნდა უყვარდეთ ბავშვები და ა.შ., მაგრამ მაინც გაუგებარი რჩება, საიდან უნდა მოვიყვანოთ ეს სწორად და დროის მოთხოვნის შესაბამისად განათლებული სპეციალისტები. პირადად მე სკოლაში სასულიერო პირების შესვლის მომხრე ვარ, მაგრამ როდესაც მახსენდება „ობიექტივის“ ან სხვა მედიასაშუალების თუ სამოყვარულო კამერებზე დაფიქსირებული ზოგიერთი ჩვენი სულიერი მამის „ქადაგებები“, საკუთარ თავს ვუწყრები ხოლმე… ამ კატეგორიის მოძღვრები, მე თუ მკითხავთ, რეციდივისტებთანაც კი არ უნდა შევუშვათ, რათა მათი ისედაც შერყეული ფსიქიკა საბოლოოდ არ გავანადგუროთ.

შეიძლება ძალზე პესიმისტური წერილი გამომივიდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან იმედის პატარა ნაპერწკალიც კი არ გამოკრთის არსაიდან… არადა, ხომ ცხადია, როგორც 70-80-იანი წლების ფარისევლობით დაღდასმული სკოლის აღზრდილები ლამის სულთამხუთავებად მოგვევლინნენ, ასევე მოგვიბრუნდებიან თანამედროვე „განათლების“ სისტემის მსხვერპლი ბავშვები 2-3 ათწლეულში…

კარს ჩავუკეტავთ, ყველგან პოლიციელს ავაყუდებთ… ვშიშობ არ უშველის, ერთი წვერიანი მედიამაგნატ-ალპინისტივით გადმოძვრებიან კედელზე, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს სულებში ავაგეთ…

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.